ტორინო (საფეხბურთო კლუბი)
ტორინო (იტალ. Torino) იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ტურინიდან. კლუბი თამაშობს იტალიური ფეხბურთის უმაღლესი რანგის დივიზიონში სერია A-ში.
სრული სახელი | Torino Football Club | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Il Granata (ბროწეულები), Il Toro (ხარები) | |||
დაარსდა | 1906 | |||
სტადიონი |
სტადიო ოლიმპიკო ტურინი, იტალია (ტევადობა: 27 958 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ურბანო კაირო | |||
მწვრთნელი | პაოლო ვანოლი | |||
ლიგა | სერია A | |||
2023–24 | მე-9 | |||
|
გრანდე ტორინო
რედაქტირება„ტორინოს“ ისტორიაში საუკეთესო გუნდი იყო 1942-49 წლების გუნდი, რომელსაც დიდ ტორინოს (იტალ. Grande Torino) უწოდებდნენ. ამ ფორმაციის გუნდმა ხუთჯერ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა და ერთხელ თასი, ასევე 1943 წელს შეიქნა პირველი იტალიური გუნდი, რომელმაც დუბლი შეასრულა და ერთ წელს ქვეყნის ორივე მთავარი ტიტული მოიგო. ამ ლეგენდარული გუნდის კაპიტანი და ლიდერი ვალენტინო მაცოლა მაშინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი იყო.
ლეგენდარულ გუნდს შეემთხვა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავიაკატასტროფა, როდესაც ლისაბონიდან სამშობლოში დაბრუნებისას, თვითმფრინავი ტურინის სიახლოვეს სუპერგას გორაკზე მდებარე ბაზილიკის უკანა კედელს დაეჯახა, გუნდის უკლებლივ ყველა წევრი დაიღუპა.
ტიტულები
რედაქტირებაიტალია
რედაქტირება- ჩემპიონი (7): 1927–28, 1942–43, 1945–46, 1946–47, 1947–48, 1948–49, 1975–76
- ვიცე-ჩემპიონი (7): 1907, 1914–15, 1928–29, 1938–39, 1941–42, 1976–77, 1984–85
- გამარჯვებული (5): 1935–36, 1942–43, 1967–68, 1970–71, 1992–93
- ფინალისტი (8): 1937–38, 1962–63, 1963–64, 1969–70, 1979–80, 1980–81, 1981–82, 1987–88
- ფინალისტი (1): 1993
საერთაშორისო
რედაქტირება- ფინალისტი (1): 1993