სუპერგის ბაზილიკა

(გადამისამართდა გვერდიდან სუპერგას ბაზილიკა)

სუპერგის ბაზილიკა (იტალ. Basilica of Superga) — ეკლესია ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, პიემონტში, ტურინის სიახლოვეს მდებარე სუპერგას მთაზე.

სუპერგის ბაზილიკა

ეკლესია აგებულია 1717-1731 წლებში, სუპერგის მთის წვერზე, სავოის ჰერცოგის, შემდგომში სარდინიის პირველი მეფის ვიტორიო ამადეო II-ს ბრძანებით ტურინის ბრძოლის მიმდინარეობისას, მას შემდეგ რაც ესპანური მემკვიდრეობისათვის ომის ფარგლებში, მოალყე საფრანგეთის სამეფოს არმია დაამარცხეს. ბაზილიკა დაპროექტებულია ცნობილი იტალიელი არქიტექტორის ფილიპო იუვარას მიერ, არქიტექტორმა ძველებურ სტილს შეურწყა ბაროკოს თანამედროვე ელემენტები.

ბაზილიკასთან მდებარეობს პანთეონი, სადაც სავოიის საჰერცოგოს, სარდინიის სამეფოს და იტალიის სამეფოს მმართველები და მათი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული. ბაზილიკას ტურინის გარეუბან სასისთან აერთებს ტრამვაის ხაზი, რომელიც ასევე ტურინის კოლორიტად ითვლება.

1949 წელს სუპერგას გორაკზე მოხდა ცნობილი ავიაკატასტროფა, როდესაც ლისაბონიდან გამოფრენილი ტორინოს საფეხბურთო კლუბის თვითმფრინავი დაშვებისას ბაზილიკის უკანა კედელს დაეჯახა და ჩამოვარდა. შემთხვევისას დაიღუპა თვითმფრინავში მსხდომი ყველა პიროვნება, იტალიის მაშინდელი საფეხბურთო ფლაგმანის, მოქმედი და ხუთგზის ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელები და საწვრთნელი შტაბის წევრები, მათ შორის ნამდვილი საფეხბურთო სუპერვარსკვლავი ვალენტინო მაცოლა. კედელი, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა, ტრაგედიის სამახსოვროდ არ შეუკეთებიათ და დღემდე ისეა შემონახული, როგორც კატასტროფამ დააზიანა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება