ვალენტინო მაცოლა
ვალენტინო მაცოლა (იტალ. Valentino Mazzola; დ. 26 იანვარი, 1919 — გ. 4 მაისი, 1949) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც თავდამსხმელისა და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობდა.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 26 იანვარი, 1919 | ||
დაბადების ადგილი | კასსანო დ'ადდა, იტალია | ||
გარდაცვალების თარიღი | 4 მაისი, 1949 (30 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | სუპერგა, იტალია | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1934–193? | ტრესოლდი | ||
193? | ფარა დ'ადდა | ||
193?–1936 | ტრესოლდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1936–1938 | თრესოლდი | ||
1938–1939 | ალფა რომეო | (?) | (18) |
1939–1942 | ვენეცია | 61 | (12) |
1942–1949 | ტორინო | 195 | (118) |
სულ | 256+ | (148) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1942–1949 | იტალია | 12 | (4) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მაცოლა ფეხბურთის ისტორიიაში ერთ-ერთ საუკეთესო ათიანადაა აღიარებული, ის 40-იანი წლების ტორინოს ლეგენდარული გუნდის კაპიტანი, ლიდერი და სიმბოლო იყო, ორი წლის განმავლობაში კი იტალიის ნაკრებსაც კაპიტნობდა.
თავდაპირველი პოპულარობა ვენეციაში ასპარეზობის დროს მოიპოვა, სადაც უკანდახეული თავდამსხმელის პოზიციაზე ასპარეზობდა, სწორედ ამ პოზიციაზე ასპარეზობისას წარმოაჩინა მან საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით და მისი სახელი იტალიის ფარგლებს გასცდა.
დაიღუპა 30 წლის ასაკში, 1919 წელს, სუპერგას ავიაკასტროფის დროს, ტორინოს მაშინდელი ლეგენდარული გუნდის სხვა წევრებთან ერთად. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 45-ე ადგილზე დასახელდა.[1]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებავალენტინო კასანო დ'ადაში, ტურინის საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლის, ალესანდრო მაცოლას და ლეონირა რატის უბრალო, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, სადაც ვალენტინოს გარდა ოთხი ვაჟიშვილი იზრდებოდა: პიერო, სილვიო, კარლო და სტეფანო. ვალენტინოს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, 1929 წელს დიდი დეპრესიის პერიოდში ოჯახის მამამ სამსახური დაკარგა, რის გამოც ვალენტინო ცდილობდ ოჯახს აქტიურად დახმარებოდა და ჯერ საცხობში შემდეგ კი სამრეცხაოში მუშაობდა.
1929 წლის ზაფხულში, 10 წლის ასაკში ვალენტინო მაცოლამ მდინარე ადაში დახრჩობისგან გადაარჩინა 6 წლის ბიჭი ანდრეა ბონომი, რომელიც მომავალში ასევე ცნობილი ფეხბურთელი და საფეხბურთო კლუბ მილანის კაპიტანი გახდა.
1940 წელს ვალენტინოს მამა დაიღუპა სატვირთო ავტომობილის შეჯახების შემდეგ.
1942 წლის 15 მარტს ვალენტინო დაქორწინდა ემილია რინალდიზე, წყვილს ორი ვაჟი სანდრო და ფერუჩიო შეეძინათ. სანდრო მომავალში მამის მსგავსად იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ინტერის და იტალიის ნაკრების რიგებში მთელი ეპოქა შექმნა. ძმასთან შედარებით მოკრძალებული კარიერა ჰქონდა ფერუჩიოს, რომელსაც საუკეთესო პერიოდი ლაციოში ასპარეზობისას ჰქონდა, სადაც გუნდის კაპიტანი იყო.
1946 წლის შემოდგომაზე მაცოლა გაეყარა პირველ მეუღლეს, გაყრის შემდეგ სანდრო საცხოვრებლად მამასთან დარჩა, ფერუჩიო კი დედასთან.
1949 წლის 20 აპრილს მაცოლა მეორედ დაქორწინდა, მისი რჩეული 19 წლის ჯუზეპინა კუტრონე გახდა. ქორწინებიდან რამდენიმე დღეში, 4 მაისს ის დაიღუპა სუპერგას ავიაკასტროფაში, როდესაც გუნდთან ერთად ლისაბონიდან ბრუნდებოდა. მაცოლას ყოველთვის ძალიან ეშინოდა ფრენის და ცდილობდა თავი აერიდებინა თვითმფრინავში ჩაჯდომისგან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.