ადა
ადა (იტალ. Adda, Addua) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში, პოს ერთ-ერთი შენაკადი. სათავეს იღებს ალპებში, შვეიცარია-იტალიის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. მისი სიგრძე 313 კმ-ია. დინებისას ის გაივლის კომოს ტბას. პოს ერთვის ქალაქ კრემონადან რამდენიმე კილომეტრში. მდინარის აუზის უმაღლესი წერტილია მწვერვალი პუნტა-პურუკეტი (4 020 მ).
ადა | |
---|---|
ქვეყანა | იტალია |
სათავე | ალპები |
სიგრძე | 313 კმ |
აუზის ფართობი | 7 979 კმ² |
ადა ვიკისაწყობში |
ადას გასწვრივ გაშენებული მნიშვნელოვანი ქალაქებია ბრომიო, სონდრიო, ბეკაჯიო, ლეკო და ლოდი. ასევე გაშენებულია ორი პარკი — ჩრდილოეთ ადას და სამხრეთ ადას პარკები.
მდინარე ძირითადად მყინვარის წყლით საზრდოობს, რის გამოც ყველაზე წყალუხვი ზაფხულში, ივნის-ივლისშია. წყლის საშუალო ხარჯია 186,85 მ³/წმ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 77-78.