ნაპოლეონის ომების ნაწილი

ადის ბრძოლა
თარიღი 28 აპრილი-30 აპრილი 1799
მდებარეობა მდინარე ადის მახლობლად, ჩრდილოეთი იტალია
შედეგი საფრანგეთის მარცხი
მხარეები
საფრანგეთის იმპერია რუსეთის იმპერია ავსტრიის იმპერია
მეთაურები
ჟან ვიქტორ მორო ალექსანდრე სუვოროვი
ძალები
30 000 43 000
დანაკარგები
25 000 2 500
ადის ბრძოლა ვიკისაწყობში

ადის ბრძოლა1799 წლის 28-30 აპრილს მდინარე ადის პირას გამართული მეორე ანტიფრანგული კოალიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ავსტრია-რუსეთის კოალიციის ჯარებსა და საფრანგეთის არმიას შორის. მოკავშირეთა დაახლოებით 43 ათასიან არმიას, რომელსაც ალექსანდრე სუვოროვი მეთაურობდა, პოზიცია ეკავა მდინარის მარცხენა ნაპირზე. საფრანგეთის 30 ათასიან არმიას მდინარის მარჯვენა ნაპირზე და მას მეთაურობდა ჟან ვიქტორ მორო. სუვოროვის გეგმით 100 კილომეტრზე გადაჭიმულ ფრანგთა ფრონტზე იერიში რამდენიმე ადგილას უნდა მიეტანათ. მისი გარღვევის შემდეგ მოწანააღმდეგის დაცალკევებული დაჯგუფებების ნაწილ-ნაწილ განადგურება იყო დაგეგმილი. 28 აპრილს მოროს განზრახვა - ცენტრისაკენ გადაეჯგუფებინა არმია, ნაწილობრივ შეაფერხა გენერალ პეტრე ბაგრატიონის ჯარმა. 29 აპრილს სუვოროვმა კასანოსა და ტრეცოსთან მდინარე ადა გადალახა. 5 საათიანი ბრძოლის შემდეგ მოკავშირეთა არმია ფრანგების ზურგში გავიდა.

ადის ბრძოლაში ფრანგებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 25 ათასიანი კაცი დაკარგეს, 5 000 ტყვედ ჩავარდა. მოკავშირეებმა დაახლოებით 2 500 მებრძოლი დაკარგეს. ამ ბრძოლამ ხელი შეუწყო ანტიფრანგული კოალიციის იტალიური კამპანიის წარმატებას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უნივერსალური ენციკლოპედიური ცნობარი, ტ. II, თბ., 2008

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება