სენბერნარი (გერმ. bernhardiner) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია შვეიცარიაში შუა საუკუნეებში.

სენბერნარი
წარმოშობის ქვეყანა შვეიცარია
თვისებები
წონა 50-91 კგ.
სიმაღლე 61-71 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
9-11 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

სენბერნარები რომის არმიასთან ერთად შვეიცარიაში მოხვედრილი ალპური მასტიფების შთამომავლები არიან. სენბერნარები თავდაპირველად მოკლებალნიანი აგრესიული ცხოველები იყვნენ. რაღაც პერიოდში ისინი თითქმის სრულიად ამოწყდნენ. მაგრამ ჯიში აღდგენილ იქნა, შესაძლოა, ნიუფაუნდლენდის და დოგის მონაწილეობით. ჯიშის სახელწოდება ოფიციალურად 1865 წელს დაადგინეს. ჯერ კიდევ შეიძლება შევიტანოთ ეჭვი იმაში, რომ სენბერნარები დაკავებული იყვნენ ალპებში თოვლის ქვეშ მოყოლილი მოგზაურების გადარჩენით, მაგრამ ამ აზრმა ღრმად გაიდგა ფესვები ადამიანთა გონებაში. ბერნარდელების თავშესაფარში სიმპათიური ძაღლები XVII საუკუნიდან ჰყავდათ - ბერები მათ ტვირთის გადასაზიდად და თოვლში გზის გასაკვლევად იყენებდნენ.

დღევანდელი გულკეთილი, ძლიერი და დაკუნთული გიგანტიც კოლოსალური ზომებისაა, რის გამოც მისი ყოლა ყველა სახლში შესაძლებელი არ არის. სენბერნარის ბალანი ხშირია. მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ღია-წითელი, წითელი-თეთრით, ყავისფერი-წითლით. განიერი, ძლიერი კუდი ბოლოსკენ ოდნავ მოღუნულია. მუქი ყავისფერი თვალები მეგობრულად იყურება. სენბერნარი ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ჩვეულებრივ კეთილია ბავშვებთან ურთიერთობისას. კარგად ეგუება ცივ კლიმატს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: