პოლ პოგბა
პოლ ლაბილ პოგბა (დ. 15 მარტი, 1993) — გვინეური წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი, ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი. თამაში შეუძლია როგორც საყრდენი ნახევარმცველის, ასევე — შემტევი ნახევარმცველის პოზიციებზე.[2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | პოლ ლაბილ პოგბა[1] | ||
დაბადების თარიღი | 15 მარტი, 1993 | ||
დაბადების ადგილი | ლანი-სურ-მარნი, საფრანგეთი | ||
სიმაღლე | 191 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
ნომერი | 6 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1999–2006 | როისი-ენ-ბრი | ||
2006–2007 | ტორსი | ||
2007–2009 | ლე ავრი | ||
2009–2011 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2011–2012 | მანჩესტერ იუნაიტედი | 3 | (0) |
2012–2016 | იუვენტუსი | 124 | (28) |
2016– | მანჩესტერ იუნაიტედი | 115 | (25) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008-2009 | საფრანგეთი 16 წლ. | 17 | (1) |
2010 | საფრანგეთი 17 წლ. | 10 | (2) |
2010-2011 | საფრანგეთი 18 წლ. | 6 | (1) |
2011-2012 | საფრანგეთი 19 წლ. | 12 | (4) |
2012-2013 | საფრანგეთი 20 წლ. | 9 | (2) |
2013- | საფრანგეთი | 75 | (10) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 მაისი, 2019 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 15 ივლისი, 2018 |
პოგბა გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში. 2016 წელს „იუვენტუსმა“ სარეკორდო 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაყიდა პოგბა, ყოფილ კლუბში - „მანჩესტერ იუნაიტედში“.
ფეხბურთის თამაში დაიწყო პარიზში, საფეხბურთო კლუბ „როისი-ენ-ბრიში“ და „ტორსიში“. შემდეგ გადავიდა პროფესიონალურ კლუბ „ლე ავრიში“ 2007 წელს. ორი წლის შემდეგ გადავიდა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც დაჰყო სამი სეზონი. მანჩესტერული კლუბის ძირითად შემადგებლობაში მონაწილეობა მიიღო შვიდ მატჩში. 2012 წლის ივლისში დატოვა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და გადავიდა სერია A-ს კლუბ „იუვენტუსში“.
საკლუბო კარიერა
რედაქტირებამანჩესტერ იუნაიტედი
რედაქტირებაპოგბას დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2012 წლის 31 იანვარს შედგა პრემიერ ლიგის მატჩში „სტოკ სიტისთან“, სადაც 72 წუთზე ხავიერ ერნანდესი შეცვალა. ევროპული დებიუტი 2012 წლის 15 მარტს ევროპის ლიგის გათამაშებაში ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში შედგა, სადაც მისი გუნდი ანგარიშით 2-1 დამარცხდა, ორი მატჩის ჯამში კი 5-3 და გამოეთიშა ევროპის ლიგაში ასპარეზობას.
იუვენტუსი
რედაქტირება2012 წლის 3 ივლისს სერ ალექს ფერგიუსონმა დაადასტურა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ გაუხანგრძლივებდა პოგბას კონტრაქს და დატოვებდა კლუბს. ამავე წლის 27 ივლისს ტურინის იუვენტუსმა განაცხადა რომ პოლმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და ჩაირიცხა ტურინულ კლუბში. ოფიციალურად, 3 აგვისტოს, კონტრაქტი 4 წლით გაფორმდა. პოგბას დებიუტი „იუვენტუსში“, 1 აგვისტოს, „ბენფიკას“ წინააღმდეგ შედგა, მან 78 წუთზე ანდრეა პირლო შეცვალა. პოლმა იუვენტუსის მაისურით პირველი გოლი ნაპოლის წინააღმდეგ 2012 წლის 20 ოქტომბერს გაიტანა. პოგბა ტურინელ გულშემატკივრებში ახალ ზედმეტსახელს ატარებს — „რვაფეხა“ - (იტალ. il polpo).
მანჩესტერ იუნაიტედი
რედაქტირება2016 წლის 8 აგვისტოს, პოლ პოგბა ოფიციალურად დაბრუნდა თავის ყოფილ კლუბში და გახდა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში. იუვენტუსს არ ჰქონდა გეგმაში და არ სურდა პოლის გაყიდვა, რადგან ის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად მოისაზრებოდა კლუბში, რომელიც დიდი მიზნების მისაღწევად თავის როლს ითამაშებდა, მაგრამ პოგბას სურვილიდან გამომდინარე, იუვენტუსმა დათმო სარეკორდო 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რა თანხასაც 5 მილიონი ევრო მიემატება მისი კარგი ასპარეზობის შემთხვევაში.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებასაფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში პოგბას დებიუტი 2013 წლის 22 მარტს შედგა, საქართველოს წინააღმდეგ, სადაც მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, მისმა ნაკრებმა კი 3-1 იმარჯვა. პოგმამ მონაწილეობა მიიღო 2014 წლის მუნდიალზე, სადაც გაიტანა ერთადერთი გოლი ნიგერიის ნაკრებთან მერვედფინალურ მატჩში. პოგბა დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.
სტატისტიკა
რედაქტირება- განახლდა: 21 მაისი 2016
კლუბი | სეზონი | ჩემპიონატი | თასი | ლიგის თასი | ევროპა | სხვა | სულ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩემპიონატი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
მანჩესტერ იუნაიტედი | 2011–12 | პრემიერლიგა | 3 | 0 | 0 | 0 | 3 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 7 | 0 |
სულ | 3 | 0 | 0 | 0 | 3 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 7 | 0 | ||
იუვენტუსი | 2012–13 | სერია A | 27 | 5 | 2 | 0 | — | 8 | 0 | 0 | 0 | 37 | 5 | |
2013–14 | 36 | 7 | 0 | 0 | — | 14 | 1 | 1 | 1 | 51 | 9 | |||
2014–15 | 26 | 8 | 4 | 1 | — | 10 | 1 | 1 | 0 | 41 | 10 | |||
2015–16 | 35 | 8 | 5 | 1 | — | 8 | 1 | 1 | 0 | 49 | 10 | |||
სულ | 124 | 28 | 11 | 2 | — | 40 | 3 | 3 | 1 | 178 | 34 | |||
მანჩესტერ იუნაიტედი | 2016–17 | პრემიერლიგა | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 |
სულ | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | ||
სულ კარიერაში | 127 | 28 | 11 | 2 | 3 | 0 | 41 | 3 | 3 | 1 | 185 | 34 |
მიღწევები
რედაქტირება- საკლუბო
- სერია A (4): 2012–13, 2013-14, 2014-15, 2015-16
- იტალიის თასი (2): 2014-15, 2015-16
- იტალიის სუპერთასი (2): 2013, 2015; ვერცხლის პრიზიორი: 2014
- უეფას ჩემპიონთა ლიგა: ვერცხლის პრიზიორი: 2014-15
- ევროპა ლიგა (1): 2016-17
- ინგლისის ლიგის თასი (1): 2016-17
- ინგლისის სუპერთასი (1): 2016
- სანაკრებო
საფრანგეთი 20
საფრანგეთი
- მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი:ჩემპიონი: 2018
- ევროპის ჩემპიონატი: ვერცხლის პრიზიორი: 2016
- ინდივიდუალური
- ფიფას 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთი: 2013
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Premier League clubs submit squad lists (PDF). PremierLeague.com. Premier League (2 February 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 2 February 2012.
- ↑ „Paul Pogba“ (ინგლისური). transfermarkt.