ულე გუნარ სულშერი[1] (ნორვ. Ole Gunnar Solskjær [ˈuːlə ˈɡʉnɑr ˈsuːlˈʂær]; დ. 26 თებერვალი, 1973) — ნორვეგიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. 1996 წელს გახდა ნორვეგიის ჩემპიონატის ბომბარდირი. 11 წლის განმავლობაში იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი. თამაშობდა ძირითადად შეცვლებზე. გადამწყვეტი გოლი გაიტანა 1999 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ნორვეგიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატებზე.

ულე გუნარ სულშერი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
26 თებერვალი, 1973
დაბადების
ადგილი
კრისტიანსუნდი, ნორვეგია
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1989-1990 კლაუსენენგენი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990–1995 კლაუსენენგენი 109 (115)
1995-1996 მოლდე 38 (31)
1996-2007 მანჩესტერ იუნაიტედი 235 (91)
ეროვნული ნაკრები
1995-2007 ნორვეგია 67 (23)
სამწვრთნელო კარიერა
2011-2014 მოლდე
2014 კარდიფ სიტი
2015–2018 მოლდე
2018–2021 მანჩესტერ იუნაიტედი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ნორვეგიული ბგერების გადმოცემა ქართულში (ქართულ მასმედიაში ხშირად მოიხსენიებენ დამახინჯებული ფორმით, როგორც ოლე გუნარ სოლსკიაერი)