საფეხბურთო კლუბი „ლესტერ სიტი“ (ინგლ. Leicester City Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა ამავე სახელწოდების ქალაქში. ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში. 2002 წლიდან საშიანო მატჩებს ატარებს „კინგ პაუერ სტეიდუმზე“.

ლესტერ სიტი
Leicester City
სრული სახელი Leicester City Football Club
მეტსახელი მელიები
დაარსდა 1884
სტადიონი კინგ პაუერ სტეიდიუმი
(ტევადობა: 32,262 მაყურებელი)
პრეზიდენტი ტაილანდის დროშა ვიშაი შრივადანაპრაბჰა
მწვრთნელი ინგლისის დროშა კრეიგ შექსპირი
კაპიტანი იამაიკის დროშა ვეს მორგანი
ლიგა პრემიერლიგა
2018-19 მე-9 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

კლუბი 1884 წელს დაარსდა „ლესტერ ფოსის“ სახელით. გუნდს დღევანდელი სახელი 1919 წელს ეწოდა. „ლესტერი“ თავდაპირველად საშიანო მატჩებს ფოს როუდთან ახლოს მდებარე მოედანზე ატარებდა. 1891 წელს გუნდი „ფილბერტ სტრიტზე“ გადავიდა, სადაც 111 წლის მანძილზე თამაშობდა, ხოლო 2002 წელს კი „უოლკერს სტეიდიუმზე“ გადაინაცვლა, სადაც დღესაც ასპარეზობს. სტადიონს სახელი „ლესტერის“ ახალ პარტნიორთან დაკავშირებით 2011 წელს შეეცვალა და „კინგ პაუერ სტეიდიუმი“ ეწოდა.

2015-16 წლების სეზონში გახდა ინგლისის ჩემპიონი. მანამდე „ლესტერ სიტის“ საუკეთესო შედეგი იყო მეორე ადგილი, 1928-1929 წლების სეზონში. კლუბს 7-ჯერ აქვს მოგებული რანგით მეორე ჩემპიონატი (უკანასკნელი 2014 წელს), 1-ხელ რანგით მესამე ჩემპიონატი, 3-ჯერ ლიგის თასი. „ლესტერი“ ასოციაციის თასის ფინალში 4-ჯერ გავიდა, თუმცა ყველა შემთხვევაში დამარცხდა.

კლუბის ზედმეტსახელია მელიები. „ლესტერ სიტის“ პრინციპულ მეტოქეებად მიიჩნევიან „ნოტინგემ ფორესტი“ და „დერბი კაუნტი“.

ისტორია რედაქტირება

„ლესტერ სიტი“ 1884 წელს შეიქმნა და 1890 წელს ფეხბურთის ასოციაციაში ) გაწევრიანდა. გუნდი 1961-1962 წლების სეზონში თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობდა, სადაც მერვედფინალში (მაშინდელი პირველი რაუნდი) მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ორი მატჩის ჯამში დამარცხდა (1-3). მონაწილეობა მიიღო 1997-1998 და 2000-2001 წლების სეზონებში უეფა-ს თასზე (დღევანდელი ევროპის ლიგა). 1997 წელს „ლესტერი“ პირველ რაუნდში კვლავ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა ორი მატჩის ჯამში (1-4), ხოლო 2000 წელს ასევე პირველ რაუნდში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ (2-4).

„ლესტერ სიტი“ არსებობის ისტორიაში არასდროს დაშვებულა რანგით მეორე ჩემპიონატის დაბლა, გარდა 2007-2008 წლების სეზონისა, როდესაც იან ჰოლოვეის დამოძღვრილებმა „სტოკ სიტისთან“ ნათამაშები უგოლო ფრით გავარდნა გაიფორმეს. სეზონის დასრულებისთანავე ჰოლოვეი პოსტიდან დაითხოვეს და მის ადგილას ნაიჯელ პირსონი დანიშნეს, რომელმაც პირველივე სეზონში შეძლო გუნდის ჩემპიონშიფში დაბრუნება. 2009-2010 წლების სეზონში „ლესტერმა“ ჩემპიონშიპში მე-5 ადგილი დაიკავა და პრემიერ ლიგის საგზურის მოპოვების შანსი გაუჩნდა. გუნდმა პლეი-ოფში იასპარეზა, თუმცა „ჰალ სიტისთან“ ნახევარფინალში დამარცხდა. სეზონის ბოლოს ნაიჯელ პირსონმა თანამდებობა დატოვა. მისი შემცვლელი პაულო სოუსა იყო.

2015 წლის 30 ივნისს მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიელი კლაუდიო რანიერი დაინიშნა, რომელიც წარშულში ინგლისში ლონდონის „ჩელსის“ წვრთნიდა.[1] მისი თავკაცობით გუნდმა სეზონის დებიუტშივე პრემიერლიგაში საოცარი თამაშის ჩვენება დაიწყო. კლუბის ინგლისელმა თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ რეკორდი დაამყარა. მან პრემიერლიგაში ზედიზედ გატანილი გოლებით (ზედიზედ 11 მატჩში გატანილი 13 გოლი) რუუდ ვან ნისტელროის რეკორდი მოხსნა.[2] საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ვარდი 6 წლის წინ სამოყვარულო ლიგაში თამაშობდა და პარალელურად ქარხანაში მუშაობდა. 19 დეკემბერს „ევერტონთან“ სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით „ლესტერ სიტი“ ცხრილის სათავეში მოექცა.[3] 2016 წლის 10 აპრილს „სანდერლენდთან“ გამარჯვებამ კლუბს, პირველად ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის საგზური გაუნაღდა.[4] 2 მაისს, მას შემდეგ რაც უახლოესმა მდევარმა „ტოტენჰემმა“ თანაქალაქელი „ჩელსი“ ვერ დაამარცხა (2-2), „ლესტერ სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონობა ოფიციალურად მოიპოვა.[5]

ტიტულები რედაქტირება

შემადგენლობა რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   დანია კასპერ შმეიხელი
3 მცველი   ინგლისი ბენ ჩილუელი
4 ნახევარმცველი   ინგლისი დენი დრინკუოტერი
5 მცველი   იამაიკა ვეს მორგანი (კაპიტანი)
6 მცველი   გერმანია რობერტ ჰუთი
7 თავდამსხმელი   ნიგერია აჰმედ მუსა
9 თავდამსხმელი   ინგლისი ჯეიმი ვარდი
10 ნახევარმცველი   უელსი ენდი კინგი
11 ნახევარმცველი   ინგლისი მარკ ოლბრაიტონი
12 მეკარე   ინგლისი ბენ ჰამერი
13 ნახევარმცველი   განა დანიელ ამარტი
14 ნახევარმცველი   პოლონეთი ბარტოშ კაპუსტკა
17 მცველი   ინგლისი დენი სიმფსონი
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
18 მცველი   მალი მოლა ვაგე
19 თავდამსხმელი   ალჟირი ისლამ სლიმანი
20 თავდამსხმელი   იაპონია შინჯი ოკაზაკი
21 მეკარე   გერმანია რონ-რობერტ ცილერი
22 ნახევარმცველი   ინგლისი დემარაი გრეი
23 თავდამსხმელი   არგენტინა ლეონარდო ულოა
24 მცველი   საფრანგეთი ნამპალი მენდი
25 ნახევარმცველი   ნიგერია ვილფრედ ნდიდი
26 ნახევარმცველი   ალჟირი რიად მაჰრეზი
27 მცველი   პოლონეთი მარცინ ვასილევსკი
28 მცველი   ავსტრია კრისტიან ფუქსი
29 მცველი   ტუნისი იოჰან ბენალუნი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Claudio Ranieri: Leicester City appoint ex-Chelsea manager. BBC Sport (13 ივლისი, 2015).
  2. Jamie Vardy breaks record for goals in consecutive games. BBC Sport
  3. Everton - Leicester city. BBC Sport
  4. Clark, Gill. „Leicester qualify for Champions League“. Goal.com. ციტირების თარიღი: 10 April 2016.
  5. Leicester City win Premier League title after Tottenham draw at Chelsea (2 მაისი, 2016).