მთავარი მენიუს გახსნა

ედვინ ვან დერ სარი (ნიდერლ. Edwin van der Sar; დ. 29 ოქტომბერი, 1970, ვორხაუტი, ნიდერლანდები) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი. ვან დერ სარი ორჯერ არის დასახელებული როგორც ევროპის საუკეთესო მეკარე, 1992 და 2009 წლებში. მას ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრების ისტორიაში. ასევე ითამაშა რეკორდული 16 მატჩი ევროპის ჩემპიონატებზე (16 მატჩი, რეკორდს იყოფს ლილიან ტურამთან ერთად) და იასპარეზა ევროპის ოთხ (1996, 2000, 2004, 2008) ჩემპიონატზე.

ედვინ ვან დერ სარი
Edwin van der Sar side.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ედვინ ვან დერ სარი
დაბადების
თარიღი
29 ოქტომბერი, 1970.[1]
დაბადების
ადგილი
ვორხაუტი, ნიდერლანდები.[2]
სიმაღლე 201 სმ.[3]
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1980–1985 ფორხოლტი
1985–1990 ნორდვეიკი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1990–1999 აიაქსი 226 (1)
1999–2001 იუვენტუსი 66 (0)
2001–2005 ფულემი 127 (0)
2005–2011 მან. იუნაიტედი 186 (0)
სულ 605 (1)
ეროვნული ნაკრები
1995–2008 ნიდერლანდები 130 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფიარედაქტირება

ედვინ ვან დერ სარი 1970 წელს დაბადა სამხრეთ ჰოლანდიის პატარა ქალაქ ვორხაუტში. ახალგაზრდული კარიერა ადგილობრივ „ფორხოლტში“ და „ნორდვეიკში“ გაატარა, სადაც ლუი ვან გაალმა შეამჩნია და „აიაქსში“ გადავიდა. „აიაქსში“ გატარებული ცხრა წლის შემდეგ გადავიდა იტალიურ გუნდ „იუვენტუსში“. 2001 წელს გადავიდა „ფულემში“, ოთხი სეზონის შემდეგ კი „მანჩესტერ იუნაიტედში“, სადაც ის პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა 2006–07, 2007–08, 2008–09 სეზონებში. სარი იმ ფეხბურთელთა რიცხვშია, რომლებმაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგეს სხვადასხვა გუნდებში, პირველად მან „აიაქსთან“ ერთად 1995 წელს, მეორედ კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად 2008 წელს მოიგო ეს ტიტული. მას ასევე მოგებული აქვს უეფა-ს თასი 1992 წელს „აიაქსის“ შემადგენლობაში.[4]

მიღწევებირედაქტირება

საკლუბორედაქტირება

  აიაქსი
  იუვენტუსი
  ფულემი
  მანჩესტერ იუნაიტედი

ინდივიდუალურირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Edwin Van der Sar ESPN. Soccernet.espn.go.com. ESPN Soccernet (3 February 2011). წაკითხვის თარიღი: 3 February 2011.
  2. Edwin van der Sar Manchester United. ManUtd.com. Manchester United (3 February 2011). წაკითხვის თარიღი: 3 February 2011.
  3. White, Jim (2008). Manchester United: The Biography. London: Sphere, გვ. 425. ISBN 978-1-84744-088-4. 
  4. (2010) The PFA Footballers' Who's Who 2010–11. Mainstream Publishing, გვ. 419. ISBN 978-1-84596-601-0.