ჯონ ჯორჯ ტერი (ინგლ. John George Terry; დ. 7 დეკემბერი, 1980, ლონდონი) — ინგლისელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“, „ასტონ ვილას“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი. 2018 წლიდან „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

ჯონ ტერი
John-Terry2.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ჯონ ჯორჯ ტერი
დაბადების
თარიღი
7 დეკემბერი, 1980 (1980-12-07) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
ლონდონი, ინგლისი
სიმაღლე 187 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1991–1995 ვესტ ჰემ იუნაიტედი
1995–1998 ჩელსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–2017 ჩელსი 492 (41)
2000   ფორესტი 6 (0)
2017–2018 ასტონ ვილა 32 (1)
სულ 530 (42)
ეროვნული ნაკრები
2003–2012 ინგლისი 78 (6)
სამწვრთნელო კარიერა
2018– ასტონ ვილა (ასისტენტი)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფიარედაქტირება

ტერი დაიბადა 1980 წლის 7 დეკემბერს, აღმოსავლეთ ლონდონის ერთ-ერთ უბანში, ბარკინგში. „ჩელსიმდე“ „სერნაბში“ თამაშობდა.

2003–04 წლის სეზონში ჯონ ტერიმ თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერმა და მოტივრებულმა ფეხბურთელმა, ამიტომ მარსელ დესაის არყოფნისას მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ მას კაპიტნის სამკლაური გადასცა. ფრანგი ლეგიონერის წასვლის შემდეგ ტერიმ საბოლოოდ დაიკავა მისი ადგილი. 2004–05 წლის სეზონში „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა. ამ სეზონში ტერიმ 8 გოლი გაიტანა და სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ტერის დებიუტი შედგა 2003 წელს, სერბია-მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. მონაწილეობა მიიღო 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე. პოლონეთის ნაკრებთან თამაშისას ჯონ ტერიმ პირველად მოირგო ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური. 2005 წელს ტერი დაასახელეს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მცველად. მან 4 გოლი გაიტანა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი გოლი „ბარსელონასთან“.

თავისი კარიერის დასაწყისში ჯონ ტერი გარეული იყო ერთ ინციდენტში, რომელიც მოხდა დასავლეთ ლონდონში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში. მას ბრალი ედებოდა თავდასხმაში და ხულიგნობაში, მაგრამ ეს ბრალდებები მოეხსნა. სწორედ ამიტომ ვერ მიიღო მონაწილეობა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

პირადი ცხოვრებარედაქტირება

ტერი ამჟამად თავის ცოლთან, ტონი პულთან ერთად ცხოვრობს სარის საგრაფოში. ჯონის უფროსი ძმა პოლ ედვარდ ტერიც პროფესიონალი ფეხბურთელი იყო.

მიღწევებირედაქტირება

საკლუბორედაქტირება

  ჩელსი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AS.com · EU-Football.info · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · Transfermarkt · Giant Bomb

სქოლიორედაქტირება

  1. John Terry: Overview. Premier League. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020.
  2. Chelsea claim FA Cup glory“, 20 მაისი, 2000. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020. 
  3. McKenzie, Andrew. “FA Cup final – Chelsea 1–0 Man Utd: Match report“, 19 მაისი, 2007. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020. 
  4. Bevan, Chris. “Chelsea 2–1 Everton“, 30 მაისი, 2009. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020. 
  5. McNulty, Phil. “Chelsea 1–0 Portsmouth“, 15 მაისი, 2010. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2020. 
  6. McNulty, Phil. “Chelsea 2–1 Liverpool“, 5 მაისი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან - 18 იანვარი, 2016.