სტუმრად გატანილი გოლის წესი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

სტუმრად გატანილი გოლის წესი არის საფეხბურთო შეჯიბრების წესი და იგი გამოიყენება იმ სიტუაციაში, როდესაც ორი მოწინააღმდეგე ხვდება ერთმანეთს (ფლეი-ოფის სტადიაზე) და ორმატჩიან შეხვედრებში არ ვლინდება გამარჯვებული (ითამაშება ფრე) ანუ ორ მატჩში გააქვთ თანაბარი გოლები. ამ შემთხვევაში მოქმედებს ეს წესი, რომლის თანახმადაც უპირატესობა ენიჭება იმ გუნდს და გადის შემდეგ ეტაპზე, რომელმაც უფრო მეტი გოლი გაიტანა "სტუმრად" ანუ მეტოქე გუნდის მოედანზე. იმ შემთხვევაში, თუ სტუმრად გატანილ გოლთა რაოდენობაც თანაბარია, ამ შემთხვევაში თამაში გადადის დამატებით დროში, სადაც უკვე აღარ მოქმედებს ეს წესი. თუკი გამარჯვებული აქაც არ გამოვლინდა, მაშინ ინიშნება თერთმეტრიანების სერია, სადაც ვლინდება გამარჯვებული.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება