ვილიარეალი (საფეხბურთო კლუბი)
„ვილიარეალი“ (ესპ. Villarreal Club de Fútbol) – ესპანეთის საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქიდან, კასტელიონის პროვინცია, ვალენსიის ავტონომიური გაერთიანება. შეიქმნა 1923 წლის 10 მარტს. საშინაო მატჩებს მართავს სტადიონზე ელ-მადრიგალი, რომელიც 24 880 მაყურებელს იტევს.
სრული სახელი | Villarreal Club de Fútbol | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ყვითელი წყალქვეშა ნავი (ესპ. Submarino amarillo) | |||
დაარსდა | 10 მარტი, 1923 | |||
სტადიონი |
ელ-მადრიგალი, ვილიარეალი, ესპანეთი (ტევადობა: 24.890 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ფერნანდო როჩ ალფონსო | |||
მწვრთნელი | უნაი ემერი | |||
კაპიტანი | მარიო გასპარი | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2023-24 | მე-8 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
კლუბის ისტორია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებასაფეხბურთო კლუბი „ვილიარეალი“ დაარსდა 1923 წლის 10 მარტს. სტადიონი იქირავეს თვეში 60 პესოდ, ბილეთის ფასები ნახევარი პესო იყო კაცზე, მეოთხედი ბავშვებზე, ქალები კი უფასოდ დაიშვებოდნენ. 21 ოქტომბერს კლუბმა ითამაშა თავისი პირველი მატჩი მის მთავარ მეტოქე „კასტელონთან“. ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყებამდე „ვილიარელი“ ესპანეთის რეგიონალ ლიგებში თამაშობდა .
ლიგაში შესვლა
რედაქტირებაომის შემდეგ კლუბი თამაშობდა სხვადასხვა რეგიონალ ლიგებში, სანამ 1970–71 წლების სეზონში სეგუნდა დივიზიონში არ აღზევდა, სადაც „ვილიარეალმა“ ითამაშა 2 სეზონი და გავარდა უკან, ტერსერა დივიზიონში. 80-იანი წლების ბოლო რამდენი სეზონის შემდეგ სეგუნდა დივიზიონ ბ–ში გაატარა. 1991–92 წლების სეზონში გუნდმა მოახერხა და დაბრუდა ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში.
აღზევება
რედაქტირება1998 წლის 24 მაისს, „ვილიარეალმა“ მოიპოვა პრიმერა დივიზიონში თამაშის უფლება . სეზონი დაიწყო ურთულესად, მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე „რეალთან“ მატჩით. რთული სეზონი შემდეგ „ყვითლები“ გავარდნენ სეგუნდა დივიზიონში, თუმცა გავარდნის წელსვე, 1999–2000 წლების სეზონში, კლუბი მესამე ადგილზე გავიდა და დაბრუნდა პრიმერაში.
2005–06 წლები, ოქროს სეზონი
რედაქტირება2003 წლიდან „ვილიარეალი“ აქტიურად იბრძოდა ევროსაგზურებისთვის, 2004–05 წლების სეზონში კლუბმა მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მომდევნო სეზონისთვის. წყალქვეშა ნავმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე, „ევერტონ“ი დაამარცხა (2 მატჩის ჯამში 4:2) და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ჯგუფში მოხვდა პორტუგალიის ჩემპიონ „ბენფიკასთან“, ფრანგულ „ლილთან“ და ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედთან“. „ვილიარეალი“ არ დამარცხებულა ჯგუფური ეტაპის არც ერთ მატჩში (2 მოგება, 4 ფრე) და გავიდა ტურნირის მერვედფინალში, სადაც შოტლანდიური „რეინჯერსი“ დაამარცხა სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით (1–1 შინ, 2:2 სტუმრად). მეოთხედფინალურ ეტაპზე „ვილიარეალს“ ბევრად ძლიერი მეტოქე, იტალიური „ინტერი“ შეხვდა, სან სიროზე „ვილიარეალი“ 2:1 დამარცხდა, ერთადერთი გოლი დიეგო ფორლანის ანგარიშზეა, ხოლო შინ 1:0 იმარჯვა და ისევ გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით გავიდა შემდეგ ეტაპზე. ნახევარფინალში ყვითლებს „არსენალი“ შეხვდათ, რომელთანაც 2 მატჩის ჯამში 1:0 წააგეს, აღსანიშნავია რომ განმეორებითი მატჩის ბოლო წუთზე იენს ლემანმა ხუან რომან რიკელმეს დარტმული პენალტი აიღო.
2005-06 წლების სეზონის შემდეგ „ვილიარეალი“ ევროპაში ერთ–ერთი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. 2010–11 წლების სეზონში გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, ევროპის ლიგაზე კი ნახევარფინალში „პორტუსთან“ დამარცხდა, რომელიც შემდეგ ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.
მიმდინარე შემადგენლობა
რედაქტირებაშენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
მიღწევები
რედაქტირებასაშინაო
რედაქტირება- პრიმერა დივიზიონი
- მე-2 ადგილი (1): 2007/08
- სეგუნდა დივიზიონი
- მე-2 ადგილი (1): 2012/13
- აღზევება (3): 1997/98, 1999/00, 2012/13
- სეგუნდა დივიზიონი ბ
- მე-2 ადგილი (2): 1987/88, 1991/92
- აღზევება (1): 1991/92
- ტერსერა დივიზიონი
- ჩემპიონი (1): 1970
ევროტურირებზე
რედაქტირება- ჩემპიონთა ლიგა
- ნახევარფინალისტი (1): 2005/06
- ევროპის ლიგა
- გამარჯვებული (1): 2020/21
- ნახევარფინალისტი (3): 2003/04, 2010/11, 2015/16
- ინტერტოტოს თასი
- გამარჯვებული (2): 2003, 2004