რობერტო სოლდადო რილიო (ესპ. Roberto Soldado Rillo; დ. 25 მაისი, 1985, ვალენსია, ესპანეთი) – ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ვილიარეალის“ თავდამსხმელი

რობერტო სოლდადო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რობერტო სოლდადო რილიო
დაბადების
თარიღი
27 მაისი, 1985 (1985-05-27) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
ვალენსია, ესპანეთი
სიმაღლე 1,79 მ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვილიარეალი
ნომერი 9
ახალგაზრდული კარიერა
1990–2000 დონ ბოსკო
2000–2002 რეალ მადრიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2002–2006 რეალ მადრიდი B 120 (63)
2006–2008 რეალ მადრიდი 16 (2)
2006–2007ოსასუნა (იჯარით) 30 (11)
2008–2010 ხეტაფე 60 (29)
2010–2013 ვალენსია 101 (59)
2013–2015 ტოტენჰემ ჰოტსპური 52 (7)
2015– ვილიარეალი 38 (9)
ეროვნული ნაკრები
2001 ესპანეთი 15 წლ. 2 (0)
2001–2003 ესპანეთი 17 წლ. 18 (12)
2003 ესპანეთი 18 წლ. 3 (3)
2002–2004 ესპანეთი 19 წლ. 9 (5)
2004–2007 ესპანეთი 21 წლ. 9 (6)
2007–2013 ესპანეთი 12 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 მაისი, 2017
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 29 მაისი, 2017

დასაწყისი

რედაქტირება

რობერტო სოლდადო რილიო დაიბადა ვალენსია, 15 წლის ასაკში იგი შეუერთდა რეალის ადგილობრივ მცირე კლუბ CF Don Bosco-ს. წარმატებული სეზონის შემდეგ მან რეალ მადრიდის ძირითად კლუბშიც ამოყო თავი, მან თავისი პირველი ჯგუფური დებიუტი 23 ოქტომბერს, 2005 წ, ვალენსიას წინააღმდეგ გამართა, სადაც 18 წუთი ითამაშა (1-2 მარცხი). ამ შეხვედრამდე 27 სექტემბერს, სოლდადომ 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა ოლიმპიაკოსს ჯგუფურ ეტაპზე.

ოსასუნაში განათხოვრება

რედაქტირება

2006-2007 წლებში იგი იჯარით გაასხვივეს ოსასუნაში, სადაც ასევე კარგ შედეგს მიაღწია. მან 19 გოლი გაიტანა (2 პენალტი) რაც ფეხბურთელისთვის და გუნდისთვის დიდი მიღწევა იყო.

რეალში დაბრუნება

რედაქტირება

იჯარის შემდეგ იყო ისევ რეალში, მაგრამ ფეხბურთელს ძირითადი დროის გატარება სათადარიგოთა სკამზე უწევდა, რაც არცთუ ისე სახარბიელო შედეგი იყო შარშანდელი სეზონის შემდეგ, იგი რეალში დაბრუნდა 2007 წლის 11 ივნისს და კონტრაქტიც გაახანგრძლივა 2012 წლამდე, იგი ინტერვიუში აცხადებდა რომ მისთვის ოსასუნა დიდი გაკვეთილი იყო, სწორედ ამ გუნდში გაუსინჯა მან გემო გოლების გატანას.

2008 წელს სოლდადო 4 მილიონ ევროდ შეიძინა ესპანურმა ხეტაფემ. სადაც როგორც მოგეხსენებათ უნაკლო შედეგი აჩვენა 60 შეხვედრაში 29 გატანილი გოლი და სრულიად დამსახურებულად დაიპყრო ხეტაფეს გულშემატკივართა გულები.

ვალენსია

რედაქტირება

2010 წლის ივნისში სოლდადომ მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტა და ადგილობრივ გუნდშიც იქნა მიღებული. მასში ვალენსიელებმა 10 მილიონი ევრო გადაიხადეს. სწორედ სოლდადოა დავიდ ვილიას შემცვლელი და მასზე ვალენსიელი გულშემატკივარი დიდ იმედებს ამყარებს. პირველი UEFA-ს მატჩი მან ბრწყინვალედ ჩაატარა და გოლის ავტორიც კი გახდა (ბურსასპორი - ვალენსია 0-4). მან პირველივე სეზონში მოასწრო 25 გოლის გატანა, მათ შორის აღსანიშნავია პოკერი თავისი ყოფილი კლუბის, ხეტაფეს წინააღმდეგ.

ის ხუან მატას წასვლის შემდეგ გუნდის კაპიტნად და ერთ–ერთ წამყავან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. მან უკვე 22 თამაშში 19 გოლის გატანა მოახერხა და გუნდის ბომბარდირის გახდა. ის გოლების ხშირად გატანის გამო კლუბის ხელმძრვანელობამ და ლა ლიგამ რამდენიმეჯერ დააჯილდოვეს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება