დავიდ ვილია
დავიდ ვილია სანჩესი, (ესპ. David Villa Sánchez; 3 დეკემბერი, 1981; ლანგრეო, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2008 წლის ევროპის ჩემპიონი, ფიფა-ს კონფედერაციის თასის 2013 წლის ვიცე-ჩემპიონი და 2009 წლის ბრინჯაოს პრიზიორი ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2006 წლის გერმანიისა და 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე.[1][2] მეტსახელად ელ გუახე (ბავშვი ასტურიულად).
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დავიდ ვილია სანჩესი | ||
დაბადების თარიღი | 3 დეკემბერი, 1981 | ||
დაბადების ადგილი |
ლანგრეო, ასტურია, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 175 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1991–1999 | ლანგრეო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2001 | სპორტინგი B | 65 | (25) |
2001–2003 | სპორტინგი | 80 | (38) |
2003–2005 | რეალ სარაგოსა | 73 | (32) |
2005–2010 | ვალენსია | 166 | (108) |
2010–2013 | ბარსელონა | 77 | (33) |
2013–2014 | ატლეტიკო | 36 | (13) |
2014–2018 | ნიუ-იორკ სიტი | 124 | (80) |
2014 | → მელბურნ სიტი | 4 | (2) |
2019– | ვისელ კობე | 26 | (12) |
ეროვნული ნაკრები | |||
2000–2003 | ესპანეთი 21 წლ. | 7 | (0) |
2005–2017 | ესპანეთი | 98 | (59) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 9 ნოემბერი, 2019 |
კარიერა
რედაქტირებამიუხედავად ბავშვობაში გადატანილი უმძიმესი ტრავმისა, მან თავისი პროფესიონალური კარიერა ხიხონის „სპორტინგში“ დაიწყო. 2 სეზონის შემდეგ, ვილია „რეალ სარაგოსაში“ გადავიდა, სადაც მას ლა ლიგის დებიუტი ჰქონდა და პირველი სერიოზული ტიტულები — ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. კატალონიურ კლუბში გადასვლამდე, ვილია „ვალენსიაში“ თამაშობდა. ვილია 2008 წლის ევროპის ჩემპიონატისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
ტიტულები
რედაქტირებასარაგოსა:(2)
- ესპანეთის თასი: 2003/04
- ესპანეთის სუპერთასი: 2004
ვალენსია:(1)
- * ესპანეთის თასი: 2007/08
ბარსელონა:(8)
- ესპანეთის ლა ლიგა: 2010/11, 2012/13,
- ესპანეთის თასი: 2011/12
- ესპანეთის სუპერთასი: 2010, 2011
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა: 2010/11
- უეფა-ს სუპერთასი: 2011
- ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: 2011
ატლეტიკო მადრიდი:(1)
- ესპანეთის ლა ლიგა: 2013/14
ესპანეთის ეროვნული ნაკრები:(2)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „დავიდ ვილია“ ვიკისაწყობში.
- ს.კ. „ბარსელონას“ პროფილი
- BDFutbol-ის პროფილი
- ეროვნული ნაკრების მონაცემები
- Transfermarkt-ის პროფილი
- დავიდ ვილია — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-07-12 საიტზე Wayback Machine.
- დავიდ ვილია Twitter-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Чемпион мира и Европы по футболу Вилья объявил о завершении карьеры// ТАСС, 13 ноября. Испанский нападающий японского «Виссел Кобе» Давид Вилья, становившийся чемпионом мира и Европы по футболу в составе национальной команды, объявил о завершении карьеры по окончании сезона в чемпионате Японии. Об этом Вилья заявил на специальной пресс-конференции. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 13 ნოემბერი, 2019. წყარო: Sportmail.ru. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2019.
- ↑ David Villa in the World Cups// Information about David Villa and his performace in the FIFA Soccer World Cup. Profile with general and detailed stats and data that include National Team, total games, goals and cards and full list of matches played. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 13 ნოემბერი, 2019. წყარო: the Soccer World Cups. წაკითხვის თარიღი: 13 ნოემბერი, 2019.