სპორტინგი ხიხონი (საფეხბურთო კლუბი)

საფეხბურთო კლუბი „სპორტინგი“ (ესპ. Real Sporting de Gijón S.A.D) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1905 წლის 1 ივნისს, ატურიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ხიხონში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ელ მოლნონზე. კლუბის ზედმეტსახელია „Los Rojiblancos“ (წითელ-თეთრები), საშინაო ფორმაზე არსებული წითელი და თეთრი ვერტიკალური ზოლების გამო. კლუბის პრინციპული მეტოქეა, ასევე ასტურიული „რეალ ოვიედო“.

სპორტინგი ხიხონი
ხიხონის სპორტინგის ლოგო.svg
სრული სახელი Real Sporting de Gijón S.A.D
მეტსახელი წითელ-თეთრები (ესპ. Los Rojiblancos)
დაარსდა 1 ივნისი 1905; 115 წლის წინ (1905-06-01)
სტადიონი ელ მოლინონი
ხიხონი, ასტურია
(ტევადობა: 30,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხავიერ ფერნანდესი
მწვრთნელი არგენტინის დროშა რუბი
კაპიტანი ესპანეთის დროშა ალბერტო ლორა
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2017-18 მე-4 ადგილი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორიარედაქტირება

კლუბი დაარსდა 1905 წელს, როგორც „სპორტინგი ხიხონი“. პირველი პრეზიდენტი იყო ანსელმო ლოპესი. 1912 წელს, ესპანეთის მეფემ, ალფონსო XIII-მ, კლუბს სამეფო წოდება მიანიჭა. კლუბის სახელს დაემატა „რეალი“ და გახდა „რეალ სპორტინგი ხიხონი“, ხოლო ლოგოზე სამეფო გვირგვინი. 1916 წლიდან კლუბის სრული სახელწოდებაა „Real Sporting de Gijón S.A.D“.

1944 წელს, კლუბი პირველად აღზევდა პრიმერა დივიზიონში. შემდეგში წარმატებულად ასპარეზობდა უმაღლეს დივიზიონში, რამდენიმეჯერ დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში. 1978-79 წლების სეზონში „სპორტინგმა“ დაიკავა მე-2 ადგილი ჩემპიონატში. კლუბი 2-ჯერ იყო ესპანეთის თასის ფინალისტი, 1981 და 1982 წლებში. ასევე კლუბი 6-ჯერ იყო უეფა-ს თასის გათამაშების მონაწილე. უკანასკნელად ამ ტურნირზე 1991-92 წლების სეზონში გამოდიოდა.

1998 წელს, პრიმერა დივიზიონის მეორე წრის ცუდად ჩატარების გამო „სპორტინგი“ დონით მეორე დივიზიონში დაქვეითდა, სადაც მომდევნო 10 სეზონი გაატარა. 2008 წელს, სეგუნდა დივიზიონში შეძლო მე-3 ადგილის დაკავება და დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში. 2008-09 წლების სეზონში კლუბმა სენსაციურად დაამარცხა „ვალენსია“ (2-3) და „სევილია (1-0). ჩემპიონატის პირველ 5 ტურში „სპორტინგის“ ფეხბურთელებმა შეძლეს 20 გოლის გატანა. გარდა ამისა ამ სეზონში „წითელ-თეთრებმა“ დაამყარეს რეკორდი, ითამაშეს მხოლოდ 1 ფრე სეზონში.

2011 წლის 2 აპრილს, სანტიაგო ბერნაბეუზე შეძლეს მადრიდის „რეალის“ დამარცხება (1-0), რითიც შეწყვიტეს 9 წლიანი მოუგებელი სერია მადრიდულ კლუბთან. 2011-12 წლების სეზონში კლუბმა დაიკავა მე-19 ადგილი და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა.

2014–რედაქტირება

2014 წლის 4 მაისს, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა აბელარდო ფერნანდესი, მან ხოსე რამონ სანდოვალი ჩაანაცვლა. მის პირვველ სეზონში, აბელარდომ ვერ შეძლო კლუბის პრიმერა დივიზიონში აყვანა. აღსაზევებელი პლეი-ოფის ნახევარფინალში დამარცხდა „ლას-პალმასთან“.

თუმცა მწვრთნელის კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივეს. 2014-15 წლების სეზონისთვის „სპორტინგს“ არ ჰქონდა უფლება შეეძინა ფეხბურთელი სხვა კლუბიდა, მხოლოდ დუბლებიდან შეეძლო დაეწინაურებინა. მიუხედავად ამისა, კლუბი დაბრუნდა პრიმერა დივიზიონში, „წითელ-თეთრების“ 17 მოთამაშე დაწინაურებული იყო დუბლებიდან ან სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებიდან. კლუბმა მხოლოდ 2 მატჩი წააგო სეზონში. ბოლო ტურში „რეალ ბეტისის“ დამარცხების შემდეგ (3-0), კლუბმა გაინაღდა უმაღლეს დივიზიონში თამაში. ამავდროულად უშუალო კონკურენტმა, „ჟირონამ“ „ლუგოსთან“ დათო მატჩი.

2015-16 წლების სეზონში „სპსორტინგმა“ გადასახადების დაგვიანებით გადახდის გამო ისევ მიიღო ტრანსფერების შეზღუდვის სანქცია. კლუბს შეეძლო იჯარით აეყვანა მხოლოდ 3 , 23 წლამდე ფეხბურთელი, რომელსაც არ ჰქონდა პრიმერა დივიზიონში თამაშის გამოცდილება. „წითელ-თეთრებმა“ დაიმატეს ანტონიო სანაბრია „რომადან“, ალენ ჰალილოვიჩი „ბარსელონიდან“ და ომარ მასკარელი „რეალ მადრიდიდან“. მიმდინარე სეზონში კლუბმა გაყიდა 22,906 სეზონური ბილეთი და გააუმჯობესა 1982-83 წლების რეკორდი.[1]

სეზონი დაიწყო მადრიდის „რეალთან“ ფრედ დასრულებული მატჩით, რომელსაც რაფაელ ბენიტესი წვრთნიდა. მიუხედავად არასტაბილური ასპარეზობისა, „სპორტინგმა“ მოიგო მნიშვნელოვანი მატჩები: 1-0 მესტალიაზე „ვალენსიის“ წინააღდეგ, 2-1 მადრიდის „ატლეტიკოსთან“, 5-1 „რეალ სოსიედადთან“. „ხეტაფესთან“ ფრედ (1-1) დასრულებული მატჩის შემდეგ, კლუბმა ბოლო ტურში აიცილა დაქვეითება „ვილიარეალის“ დამარცხებით და გამოიყენა „რეალ ბეტისის“ „ხეტაფესთან“ გამარჯვებით მიღებული უპირატესობა.[2]

„სპორტინგმა“ სეზონი დაარულა 23,400 სეზონური ბილეთის გაყიდვით, რეკორდი გააუმჯობესა 2016 წლის აგვისტოში, 24,078 ბილეთის გაყიდვით.[3] აბელარდოს ერა დასრულდა 2017 წლის იანვარში. 15 მატჩში მხოლოდ 5 ქულის დაგროვების შემდეგ მან კლუბი დატოვა.

მიღწევებირედაქტირება

ეროვნულირედაქტირება

ინდივიდუალურირედაქტირება

პიჩიჩირედაქტირება

სამორარედაქტირება

მიმდინარე შემადგენლობარედაქტირება

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1   მეკარე ივან კუელიარი
2   მცველი დუგლასი
3   მცველი ჟან-სილვიენ ბაბენი
4   მცველი ხორხე მერე
5   მცველი ფერნანდო ამორებიეტა
6   ნახევარმცველი სერხიო ალვარესი
7   ნახევარმცველი ვიქტორ როდრიგესი
8   თავდამსხმელი ლასინა ტრაორე
9   თავდამსხმელი კარლოს კასტრო
10   ნახევარმცველი ნაჩო კასესი
11   მცველი ალბერტო ლორა (კაპიტანი)
12   მცველი ელდერსონ ეჩიჯელე
13   მეკარე დიეგო მარინო
ნომერი პოზიცია მოთამაშე
14   ნახევარმცველი ბურგუი
15   მცველი რობერტო კანელია
16   მცველი ლილიო
17   თავდამსხმელი აკრამ აფიფი
18   მცველი ისმა ლოპესი
19   ნახევარმცველი კარლოს კარმონა
20   ნახევარმცველი დანი ნდი
21   ნახევარმცველი ხავი ტორესი
22   ნახევარმცველი მიკელ ვესხა
23   ნახევარმცველი მოი გომესი
24   თავდამსხმელი დუე ჩოპი
25   თავდამსხმელი ბორხა ვიგუერა
30   მეკარე ოსკარ ვალეი

ევროტურნირებზერედაქტირება

„სპორტინგმა“ მონაწილეობა მიიღო უეფა-ს თასის 6 გათამაშებაში, მხოლოდ 2-ჯერ დაძლია პირველი ეტაპი.

სეზონი ტურნირი ეტაპი მეტოქე შინ გასვლითი ჯამში
1978-79 უეფა-ს თასი 1/32   ტორინო 3–0 0–1 3–1
1/16   ცრვენა ზვეზდა 0–1 1–1 1–2
1979-80 1/32   პსვ ეინდჰოვენი 0–0 0–1 0–1
1980-81 1/32   ბოჰემიანსი 1905 2–1 1–3 3–4
1985-86 1/32   კელნი 1–2 0–0 1–2
1987-88 1/32   მილანი 1–0 0–3 1–3
1991-92 1/32   პარტიზანი ბელგრადი 2–0 0–2 2–2
1/16   სტიაუა ბუქარესტი 2–2 0–1 2–3

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. El Sporting bate el récord histórico de abonados: 22.906 Spanish. Sporting de Gijón (30 სექტემბერი, 2015).
  2. Sporting Gijón escape drop as Getafe, Rayo Vallecano go down. As (15 მაისი, 2016). ციტირების თარიღი: 30 მაისი, 2016.
  3. Récord: 24.000 socios es. Sporting de Gijón (9 აგვისტო, 2016). ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2016.
  4. Spain – Final Table 1978-79
  5. Spain – Cup 1981
  6. Spain – Cup 1982