ჰენრიხ მხითარიანი
ჰენრიხ მხითარიანი (სომხ. Հենրիխ Մխիթարյան; დ. 21 იანვარი, 1989) — სომეხი ფეხბურთელი. მილანის „ინტერის“ შემტევი ნახევარმცველი. სომხეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. სომხეთისა და უკრაინის მრავალგზის ჩემპიონი, ათჯერ იყო აღიარებული სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. 2017 წელს დაჯილდოვდა სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის პირველი ხარისხის ორდენით.
მხითარიანი მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში 2017 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჰენრიხ ჰამლეტის ძე მხითარიანი | ||
დაბადების თარიღი | 21 იანვარი, 1989 | ||
დაბადების ადგილი |
ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ინტერი მილანი | ||
ნომერი | 22 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1995–2006 | პიუნიკი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2006–2009 | პიუნიკი | 70 | (30) |
2009–2010 | მეტალურგი დონეცკი | 37 | (12) |
2010–2013 | შახტარი დონეცკი | 72 | (38) |
2013–2016 | ბორუსია დორტმუნდი | 90 | (23) |
2016–2018 | მანჩესტერ იუნაიტედი | 39 | (5) |
2018–2020 | არსენალი | 39 | (8) |
2019–2020 | → რომა | 22 | (9) |
2020–2022 | რომა | 65 | (18) |
2022– | ინტერი მილანი | 48 | (5) |
ეროვნული ნაკრები | |||
2006–2007 | სომხეთი 17-წლ. | 5 | (1) |
2007–2008 | სომხეთი 19-წლ. | 6 | (1) |
2008–2010 | სომხეთი 21-წლ. | 13 | (9) |
2007–2021 | სომხეთი | 95 | (32) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 23 დეკემბერი, 2023 |
კარიერა
რედაქტირებამხითარიანი თავდაპირველად მშობლიური „პიუნიკის“ ღირსებას იცავდა, რომელშიც კლუბის ახალგაზრდული აკადემიიდან მოხვდა, შემდეგ კი უკრაინაში, დონეცკის „მეტალურგში“ გადავიდა, სადაც თანაქალაქური „შახტარის“, თანამედროვე უკრაინული ფეხბურთის ფლაგმანის ყურადღება მიიპყრო. სწორედ „შახტარში“ ასპარეზობისას მიიქცია ჰენრიხმა ფართო მასების ყურადღება და გერმანული ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის — „დორტმუნდის ბორუსიის“ რიგებში აღმოჩნდა, „შახტარმა“ კი მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამამამისი ჰამლეტ მხითარიანი 1980–1987 წლებში ერევნის „არარატის“ წამყვანი ფეხბურთელი იყო.
ჰენრიხ მხითარიანი პოლიგლოტია, მშობლიური სომხურის გარდა ფლობს: ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, უკრაინულ, პორტუგალიურ, იტალიურ და გერმანულ ენებს. 2012 წელს ერევნის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. 2020 წლის 4 მარტს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ჰამლეტი დაარქვეს.
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
სომხეთი | 2007 | 2 | 0 |
2008 | 5 | 0 | |
2009 | 7 | 1 | |
2010 | 5 | 3 | |
2011 | 8 | 4 | |
2012 | 8 | 2 | |
2013 | 8 | 2 | |
2014 | 7 | 4 | |
2015 | 6 | 0 | |
2016 | 5 | 3 | |
2017 | 9 | 6 | |
2018 | 10 | 1 | |
2019 | 6 | 3 | |
2020 | 2 | 1 | |
2021 | 7 | 2 | |
სულ | 95 | 32 |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- პიუნიკი
- სომხეთის პრემიერლიგა: 2006, 2007, 2008, 2009
- სომხეთის თასი: 2009
- სომხეთის სუპერთასი: 2007, 2008
- შახტარი
- უკრაინის პრემიერლიგა: 2010–11, 2011–12, 2012–13
- უკრაინის თასი: 2010–11, 2011–12, 2012–13
- უკრაინის სუპერთასი: 2012
- ბორუსია დორტმუნდი
- გერმანიის სუპერთასი: 2013, 2014
- მანჩესტერ იუნაიტედი[2]
- ინგლისის ლიგის თასი: 2016–17[3]
- ინგლისის სუპერთასი: 2016[4]
- უეფა-ს ევროპა ლიგა: 2016–17[5]
- რომა
- უეფა-ს კონფერენს ლიგა: 2021–22[6]
- ინტერი მილანი
- იტალიის თასი: 2022–23[7]
- იტალიის სუპერთასი: 2022[8]
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი: 2022–23[9]
ინდივიდუალური
რედაქტირება- სომხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი: 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2019, 2020
- უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: 2012–13
- უკრაინის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2012–13
- უკრაინის პრემიერლიგის წლის ფეხბურთელი: 2012–13
- უკრაინის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე: ოქტომბერი 2009
- დონეცკის „შახტარის“ საუკეთესო ფეხბურთელი: 2012
- უკრაინის პრემიერლიგის რეკორდსმენი ერთ სეზონში გოლების რაოდენობით: 25 გოლი
- მაქსიმ შაცკიხის ბომბარდირთა კლუბის წევრი: 61 გოლი
- დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საუკეთესო ფეხბურთელი: 2012, 2013
- ბუნდესლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე: აპრილი 2016
- ბუნდესლიგის საუკეთესო ასისტენტი: 2015–16
- ბუნდესლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2015–16
- გერმანიის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 2015–16
- ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე kicker-ის ვერსიით: 2015–16
- ინგლისის პრემიერლიგის თვის გოლის ავტორი: დეკემბერი 2016
- ინგლისის ლიგის თასის საუკეთესო ასისტენტი: 2016–17
- „მანჩესტერ იუნაიტედის“ სეზონის გოლის ავტორი: 2016–17 („სანდერლენდის“ წინააღმდეგ, 27 დეკემბერი, 2016)
- უეფას ევროპა ლიგის სეზონის სიმბოლური გუნდის წევრი: 2016–17
- სომხეთის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
- გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი: 2016 წლის 9 ნოემბრიდან[10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჰენრიხ მხითარიანი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- ჰენრიხ მხითარიანი — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Henrikh Mkhitaryan // EU-Football.info
- ↑ Henrikh Mkhitaryan. ციტირების თარიღი: 13 March 2017
- ↑ McNulty, Phil. (26 February 2017) Manchester United 3–2 Southampton. BBC Sport. ციტირების თარიღი: 24 April 2019
- ↑ Bevan, Chris. (7 August 2016) Community Shield: Leicester City 1–2 Manchester United. BBC Sport. ციტირების თარიღი: 24 April 2019
- ↑ McNulty, Phil. (24 May 2017) Ajax 0–2 Manchester United. BBC Sport. ციტირების თარიღი: 24 April 2019
- ↑ Honeyman, Sam (25 May 2022). „Roma 1–0 Feyenoord: Zaniolo strike wins the first Europa Conference League final“. UEFA.com. Union of European Football Associations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 May 2022. ციტირების თარიღი: 25 May 2022.
- ↑ Mackenzie, Alasdair. (24 May 2023) Fiorentina 1-2 Inter Milan - Lautaro Martinez scores double as the Nerazzurri defend Coppa Italia. ციტირების თარიღი: 24 May 2023
- ↑ AC Milan 0-3 Inter Milan: Simone Inzaghi's side ease to Supercoppa win over rivals to defend title (18 January 2023). ციტირების თარიღი: 18 January 2023
- ↑ McNulty, Phil. (10 June 2023) Man City beat Inter Milan 1–0 in Champions League final to claim Treble. BBC Sport. ციტირების თარიღი: 10 June 2023
- ↑ Футболист Мхитарян назначен послом доброй воли ЮНИСЕФ