უეფა-ს კონფერენს ლიგა

უეფა-ს ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი ევროპული საფეხბურთ კლუბების მონაწილეობით
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

უეფა-ს კონფერენს ლიგა (ინგლ. UEFA Europa Conference League) — ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 2021 წლიდან. უეფა-ს კონფერენს ლიგა ევროპაში რანგით მესამე ტურნირია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს კონფერენს ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.

უეფა-ს კონფერენს ლიგა
დაარსდა 24 მაისი, 2021
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 32 (ჯგუფური ეტაპი)
160 (სულ)
ყველაზე ტიტულ. გუნდი იტალიის დროშა რომა (1 ტიტული)
მოქმედი გამარჯვებული იტალიის დროშა რომა (1 ტიტული)
ვებ-საიტი ოფიციალური

უეფა აქტიურად საუბრობდა 2015 წლიდან ახალი, ევრობაში რანგით მესამე ტურნირის ჩამოყალიბებაზე. ასოციაციის წევრები მიიჩნევდნენ, რომ ამ დონის ტურნირზე გამოსვლით შედარებით დაბალი დონის გუნდებს მიეცემოდათ განვითარების შესაძლებლობა.[1] 2018 წელს, მოლაპარაკებები ისევ განახლდა და საინფორმაციო წყაროები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება უკვე მიღწეული იყო ახალი ტურნირის დაწყების შესახებ. [2]

2018 წლის 2 დეკემბერს, უეფამ გამოაცხადა, რომ ახალი ტურნირი, იმ დროს ცნობილი როგორც "ევროპა ლიგა 2", უნდა დაწყებულიყო 2021-2024 წლების შეჯიბრებების ფარგლებში.[3]

ტურნირის ოფიციალური სახელწოდება "UEFA Europa Conference League" უეფამ 2019 წლის 24 სექტემბერს დაამტკიცა.[4]

კვალიფიკაცია

რედაქტირება

უეფა-ს კონფერენს ლიგის კვალიფიკაცია, ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, დაყოფილია ორ გზად - ჩემპიონთა გზა და ლიგის გზა, თუმცა ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, ჩემპიონთა გზაზე მხოლოდ ის გუნდები იბრძვიან, რომლებმაც დაკარგეს კვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთის და, შესაბამისად, დაქვეითდნენ პირდაპირ უეფა-ს კონფერენს ლიგაში.

ასოციაციათა რეიტინგის დაყრდნობით დგინდება ლიგის გზაზე მონაწილე გუნდების რაოდენობა თითოეული ქვეყნისთვის.[5]

გუნდების განაწილება

რედაქტირება

გუნდების გადანაწილება დამოკიდებულია ასოციაციათა სარეიტინგო სიაზე[6].

გუნდები, რომლებიც ერთვებიან ამ ეტაპზე წინა ეტაპიდან გადმოსული გუნდები ჩემპიონთა ლიგიდან გადმოსული გუნდები ევროპა ლიგიდან გადმოსული გუნდები
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი (72 გუნდი)
  • 26 ადგილობრივი თასის გამარჯვებული (ასოციაციათა სარეიტინგო სიით 30-დან 55-ის ჩათვლით)
  • 25 ადგილობრივი ლიგის მეორე ადგილოსანი გუნდები (ასოციაციათა სარეიტინგო სიით 30-დან 55-ის ჩათვლით, ლიხტენშტეინის გარდა)
  • 21 ადგილობრივი ლიგის მესამე ადგილოსანი გუნდები (ასოციაციათა სარეიტინგო სიით 29-დან 50-ის ჩათვლით, ლიხტენშტეინის გარდა)
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი ჩემპიონთა გზა (20 გუნდი)
  • ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოვარდნილი 17 გუნდი
  • ჩემპიონთა ლიგის წინასწარი ეტაპიდან გამოვარდნილი 3 გუნდი
არა ჩემპიონებთა გზა (90 გუნდი)
  • 14 ადგილობრივი თასის გამარჯვებული (ასოციაციათა სარეიტინგო სიით 16-დან 29-ის ჩათვლით)
  • 14 ადგილობრივი ლიგის მეორე ადგილოსანი გუნდები (ასოციაციათა სარეიტინგო სიით 16-დან 29-ის ჩათვლით)
  • 16 ადგილობრივი ლიგის მესამე ადგილოსანი გუნდები (ასოციაციათა სარეიტინგო სიით 13-დან 28-ის ჩათვლით)
  • 9 ადგილობრივი ლიგის მეოთხე ადგილოსანი გუნდები (ასოციაციათა სარეიტინგო სიით 7-დან 15-ის ჩათვლით)
  • 1 ადგილობრივი ლიგის მეხუთე ადგილოსანი გუნდი (ასოციაციათა სარეიტინგო სიით მე-6 ადგილი)
  • 36 გამარჯვებული გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი ჩემპიონთა გზა (10 გუნდი)
  • 10 გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჩემპიონთა გზიდან
არა ჩემპიონთა გზა (52 გუნდი)
  • 6 ადგილობრივი ლიგის მესამე ადგილოსანი გუნდები (ასოციაციათა სარეიტინგო სიით 7-დან 12-ის ჩათვლით)
  • 1 ადგილობრივი ლიგის მეოთხე ადგილოსანი გუნდი (ასოციაციათა სარეიტინგო სიით მე-6 ადგილი)
  • 45 გამარჯვებული გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის არა ჩემპიონთა გზიდან
პლეი ოფი ჩემპიონთა გზა (10 გუნდი)
  • 5 გამარჯვებული გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ჩემპიონთა გზიდან
  • 5 გამოვარდნილი გუნდი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ჩემპიონთა გზიდან
არა ჩემპიონთა გზა (34 გუნდი)
  • 1 ადგილობრივი ლიგის მეხუთე ადგილოსანი გუნდი (ასოციაციათა სარეიტინგო სიით მე-5 ადგილი)
  • 4 ადგილობრივი ლიგის მეექვსე ადგილოსანი გუნდი (ასოციაციათა სარეიტინგო სიით 1-დან 4-ის ჩათვლით, ინგლისის ლიგის თასი გამარჯვებუ ინგლისური გუნდებისთვის)
  • 26 გამარჯვებული გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის არა ჩემპიონთა გზიდან
  • 3 გამოვარდნილი გუნდი ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის არა ჩემპიონთა გზიდან
ჯგუფური ეტაპი
  • 5 გამარჯვებული გუნდი პლეიოფის ეტაპის ჩემპიონთა გზიდან
  • 17 გამარჯვებული გუნდი პლეიოფის ეტაპის არა ჩემპიონთა გზიდან
  • 10 გამოვარდნილი გუნდი ევროპა ლიგის პლეი ოფის ეტაპიდან
წინასწარი KnockOut ეტაპი
  • 8 ჯგუფური ეტაპის მეორე ადგილოსანი გუნდი
  • 8 ჯგუფური ეტაპის მესამე ადგილოსანი გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან
KnockOut ეტაპი
  • 8 ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული გუნდი
  • 8 გამარჯვებული გუნდი წინასწარი KnockOut ეტაპიდან

საპრიზო თანხა

რედაქტირება

2021-22 სეზონში, უეფა-ს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპში გასვლისთვის გუნდი მიიღებს 2,940,000 ევროს. ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვება ფასდება 500,000 ევროთი, ხოლო ფრე 166,000-ით. დამატებით, თითოეული ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს 350,000 ევროს, ხოლო მეორე ადგილოსანი 325,000-ს. 1/32 ეტაპზე გასული გუნდი დამატებით მიიღებს 300,000 ევროს, 1/16-ში 600,000-ს, მეოთხედფინალისტი 1,000,000 ევროს, ხოლო ნახეარფინალისტი 2,000,000-ს. ფინალში წაგებული გუნდი იღებს 3,000,000-ს, ხოლო გამარჯვებული კი 5,000,000 ევროს.[7]

  • პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი: €150,000
  • მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი: €350,000
  • მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი: €550,000
  • პლეი-ოფიდან გამოვარდნა: €750,000
  • ჯგუფურ ეტაპზე გასვლა: €2,940,000
  • ჯგუფური მატჩის მოგება: €500,000
  • ჯგუფურ მატჩში ფრეზე გაყრა: €166,000
  • ჯგუფში პირველი ადგილი: €650,000
  • ჯგუფში მეორე ადგილი: €325,000
  • 1/32 ეტაპი: €300,000
  • 1/16 ეტაპი: €600,000
  • 1/4 ფინალი: €1,000,000
  • ნახევარფინალი: €2,000,000
  • ფინალისტი: €3,000,000
  • ჩემპიონი: €5,000,000
  1. Uefa ponders third competition beneath Champions League and Europa League - ბრიტანული გამოცემა "The Guardian" (16 სექტემბერი, 2015)
  2. "Uefa set to introduce third European club competition from 2021–22" - ბრიტანული გამოცემა "The Guardian" (11 სექტემბერი, 2018)
  3. UEFA Executive Committee approves new club competition - UEFA.COM (2 დეკემბერი, 2018)
  4. Format change for 2020/21 UEFA Nations League - UEFA.com (24 სექტემბერი, 2019)
  5. "UEL2 Access List 2021–24" - UEFA.com (2 დეკემბერი, 2018)
  6. Country coefficients | UEFA Coefficients - UEFA.com (11 ნოემბერი, 2021)
  7. Payments for the qualifying phases - UEFA.com (20 მაისი, 2021)