პალმეირასი (საფეხბურთო კლუბი)

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი

პალმეირასი (პორტ. Sociedade Esportiva Palmeiras) — ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ სან-პაულუდან. ჩამოყალიბდა 1914 წლის 26 აგვისტოს. ასპარეზობს პაულისტას ჩემპიონატსა და ბრაზილიის სერია A-ში. „კორინთიანსთან“, „სან-პაულუსთან“ და „სანტოსთან“ ერთად შედის სან-პაულუს შტატის ტრადიციული საფეხბურთო გრანდების ოთხეულში. ბრაზილიის ათგზის და სან-პაულუს შტატის 24-გზის ჩემპიონი.

პალმეირასი
Palmeiras logo.svg
სრული სახელი Sociedade Esportiva Palmeiras
მეტსახელი დიდი მწვანეები
(პორტ. Verdão)
დაარსდა აგვისტო 26, 1914; 106 წლის წინ (1914-08-26)
სტადიონი ალიანს პარკი [1]
სან-პაულუ, ბრაზილია
(ტევადობა: 43 713)
პრეზიდენტი ბრაზილიის დროშა მაურისიო გალიოტე
მწვრთნელი ბრაზილიის დროშა ვანდერლეი ლუშემბურგო
ლიგა ბრაზილიის სერია A
პაულისტას ჩემპიონატი
2019
2019
ბრაზილიის სერია A, მე-3
პაულისტას ჩემპიონატი, მე-3
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა
„ალიანს პარკი“ (პორტ. Allianz Parque)[1] „პალმეირასის“ საშინაო არენა. 27 მარტი, 2019.
„პალმეირასის“ მიერ მოპოვებული თასები.

ისტორიარედაქტირება

კლუბი ჩამოყალიბდა 1914 წლის 26 აგვისტოს იტალიელების მიერ პალესტრა იტალიას (პორტ. Sociedade Esportiva Palestra Itália) სახელწოდებით. 1942 წლის 14 სექტემბრიდან ამჟამინდელი სახელწოდებით ასპარეზობს. კლუბის სახელწოდების შეცვლა მეორე მსოფლიო ომის დროს ანტიჰიტლერული კოალიციის და მათ შორის ბრაზილიის წინააღმდეგ ღერძის სახელმწიფოების შემადგენლობაში იტალიის ყოფნამ განაპირობა.[2] 2020 წლისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კლუბის მიერ მოპოვებული ეროვნული ტიტულების ჯამური რაოდენობით[3] „პალმეირასი“ ბრაზილიურ კლუბებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

მიღწევებირედაქტირება

        ბრაზილიის სერია A
  • ჩემპიონი (10): 1960, 1967,[4] 1967,[5] 1969, 1972, 1973, 1993, 1994, 2016, 2018
  • ვიცე-ჩემპიონი (4): 1970, 1978, 1997, 2017
  • ბრინჯაოს პრიზიორი (1): 2019
  პაულისტას ჩემპიონატი
  • ჩემპიონი (24): 1920, 1926, 1926,[6] 1927, 1932, 1933, 1934, 1936, 1938,[7] 1940, 1942, 1944, 1947, 1950, 1959,[8] 1963, 1966, 1972, 1974, 1976, 1993, 1994, 1996, 2008
  ბრაზილიის თასი
  • თასის მფლობელი (3): 1998, 2012, 2015
  ბრაზილიის ჩემპიონთა თასი
  • თასის მფლობელი (1): 2000
  ბრაზილიის სერია B
  • ჩემპიონი (2): 2003,[9] 2013[10]
  რიო–სან-პაულუს ტურნირი
  • ჩემპიონი (5): 1933, 1951, 1965, 1993, 2000
  • ვიცე-ჩემპიონი (1): 1955
  • მესამე ადგილი (6): 1954, 1962, 1964, 1997, 1998, 2002
  რიოს თასი
  • თასის მფლობელი (1): 1951
      საკონტინენტთაშორისო თასი
  • ფინალისტი (1): 1999
ლიბერტადორესის თასი
  • თასის მფლობელი (1): 1999
  • ფინალისტი (3): 1961, 1968, 2000
  მერკოსურის თასი
  • თასის მფლობელი (1): 1998
  • ფინალისტი (2): 1999, 2000

ცნობილი ფეხბურთელებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სოციალური ქსელები
Instagram · Facebook · Twitter
თემატური საიტები
ESPN · GloboEsporte.com · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net
ვიდეო
YouTube

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 Laudo de Engenharia - Allianz Parque (29 ოქტომბერი, 2014). ციტირების თარიღი: 8 თებერვალი, 2020
  2. ბრაზილია იყო ერთადერთი სამხრეთამერიკული ქვეყანა, რომელიც 1942 წელს აღნიშნულ კოალიციას შეუერთდა.
  3. ბრაზილიის ჩემპიონატი, რობერტაოს თასი, ბრაზილიის ძველი და ახალი თასი.
  4. Em 1967 e 1968, foram realizados dois Campeonatos Brasileiros. Esta colocação refere-se ao torneio denominado na época de Torneio Roberto Gomes Pedrosa.
  5. Em 1967 e 1968, foram realizados dois Campeonatos Brasileiros. Esta colocação refere-se ao torneio denominado na época de Taça Brasil.
  6. Extra — The APEA organized a second shorter tournament in September to fill the long period of inactivity before the following season.
  7. Extra — The LFESP organized a second shorter edition of the 1938 Paulistão to fill the nearly six month interruption of the tournament due to the World Cup.
  8. Super-championship — Palmeiras defeated Pelé's Santos in a playoff after being level on points through 38 matches.
  9. Brazil Second Level 2003.
  10. Missão cumprida: Palmeiras vence o Boa Esporte e conquista a Série B. GloboEsporte.com.