ატლეტიკ ბილბაო (საფეხბურთო კლუბი)
„ატლეტიკ ბილბაო“ (ესპ. Athletic Club de Bilbao, ბასკ. Bilboko Athletic Kluba) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბილბაოდან, ბასკეთი. კლუბი დაარსდა 1898 წელს. 1928 წლიდან წლიდან ასპარეზობს პრიმერა დივიზიონში და მადრიდის „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ ერთად არის კლუბი, რომელსაც არასოდეს დაუტოვებია ეს ჩემპიონატი დაარსებიდან. „ატლეტიკი“ 8-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და 24-ჯერ მოიპოვა ესპანეთის თასი.
სრული სახელი | ატლეტიკ ბილბაო | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ლომები, ბასკები, წითელ-თეთრები | |||
დაარსდა | 1898 | |||
სტადიონი |
სან მამესი ბილბაო, ბასკეთი (ტევადობა: 53,332) | |||
პრეზიდენტი | ხოსუ ურუტია | |||
მწვრთნელი | ხოსე ანხელ სიგანდა | |||
კაპიტანი | გორკა ირაისოსი | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2023-24 | მე-5 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
კლუბის ტრადიციული ფერებია წითელი და თეთრი, ამიტომ კლუბმა მეტსახელი მიიღო „Rojiblancos“ (წითელ-თეთრები). კლუბის კიდევ ერთი მეტსახელი ლომები წარმოიშვა იქიდან, რომ „ატლეტიკის“ სტადიონი მდებარეობს წმინდა მამასას ტაძრის გვერდით (მამესი ესპანურად).
„ატლეტიკი“ ცნობილია თავისი კონსერვატიული პოლიტიკით, კლუბშ თამაშობენ მხოლოდ ადგილობრივი (ბასკი) ფეხბურთელები. ასევე იწვევენ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც შეიძლება არ დაიბადნენ ბასკეთში, მაგრამ აქვთ ბასკური ფესვები. მაგალითად ბრაზილიაში დაბადებული ბიურუნი და საფრანგეთში დაბადებული ბასკი ბიშენტე ლისარასუ. ფეხბურთელებისგან განსხვავებით მწვრთნელი შეიძლება იყოს უცხოელი. კლუბის ისტორიაში ბევრი ცნობილი უცხოელი მწვრთნელი ყოფილა, მაგალითად გერმანელი იუპ ჰაინკესი, ფრანგი ლუის ფერნანდესი და არგენტინელი მარსელო ბიელსა. „ატლეტიკს“, ისევე როგორც კლუბების უმრავლესოას ესპანეთში აქვს ბრიტანული წარმომავლობა, „ატლეტიკი“ კი ინგლისური სახელწოდებაა.
ტიტულები
რედაქტირებაეროვნული
რედაქტირება- პრიმერა დივიზიონი
- ჩემპიონი (8): 1929/30, 1930/31, 1933/34, 1935/36, 1942/43, 1955/56, 1982/83, 1983/84
- მე-2 ადგილი (7): 1931/32, 1932/33, 1940/41, 1946/47, 1951/52, 1969/70, 1997/98
- ესპანეთის თასი
- გამარჯვებული (24): 1902, 1903, 1904, 1910, 1911, 1914, 1915, 1916, 1921, 1923, 1930, 1931, 1932, 1933, 1943, 1944, 1944/1945, 1949/1950, 1955, 1956, 1958, 1969, 1972/1973, 1983/1984
- ფინალისტი (14): 1905, 1906, 1913, 1920, 1942, 1948/49, 1952/53, 1965/66, 1966/67, 1976/77, 1984/85, 2008/09, 2011/12, 2014/15
- ესპანეთის სუპერთასი
- გამარჯვებული (2): 1984, 2015
- ფინალისტი (2): 1983, 2009
- ევა დუარტეს თასი
- გამარჯვებული: 1950
- ფინალისტი: 1945
- ჩრდილოეთის ჩემპიონატი
- გამარჯვებული (3): 1913/14, 1914/15, 1915/16
- ბასკეთის ჩემპიონატი
- ჩემპიონი (14): 1919/20, 1920/21, 1922/23, 1923/24, 1924/25, 1925/26, 1927/28, 1928/29, 1930/31, 1931/32, 1932/33, 1933/34, 1938/39, 1939/40
- ბასკეთის თასი
- გამარჯვებული: 1934/35
ევროტურნირები
რედაქტირება- უეფა-ს თასი / ევროპის ლიგა
- ფინალისტი (2): 1977, 2012
საერთაშორისო
რედაქტირება- მცირე მსოფლიო თასი
- გამარჯვებული: 1967
- ლათინური თასი
- ფინალისტი: 1956
- იბერიის თასი
- ფინალისტი: 1983
მიმდინარე შემადგენლობა
რედაქტირებაშენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|