რადამელ ფალკაო
რადამელ ფალკაო გარსია (ესპ. Radamel Falcao García Zárate; დ. 10 თებერვალი, 1986, სანტა-მარტა, კოლუმბია) — კოლუმბიელი ფეხბურთელი, „რაიო ვალიეკანოს“ და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი.
ფალკაო 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რადამელ ფალკაო გარსია | ||
დაბადების თარიღი | 10 თებერვალი, 1986 | ||
დაბადების ადგილი | სანტა-მარტა, კოლუმბია | ||
სიმაღლე | 177 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | რაიო ვალიეკანო | ||
ნომერი | 9 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1996–1999 | მილიონარიოსი | ||
1999–2001 | ლანსეროს ბოიაკა | ||
2001–2005 | რივერ პლეიტი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2009 | რივერ პლეიტი | 88 | (34) |
2009–2011 | პორტუ | 50 | (34) |
2011–2013 | ატლეტიკო მადრიდი | 67 | (52) |
2013–2014 | მონაკო | 20 | (11) |
2014–2015 | → მანჩ. იუნაიტედი | 26 | (4) |
2015–2016 | → ჩელსი | 10 | (1) |
2019–2021 | გალათასარაი | 34 | (19) |
2021– | რაიო ვალიეკანო | 34 | (8) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2005–2007 | კოლუმბია 20-წლ. | 11 | (4) |
2007– | კოლუმბია | 102 | (36) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 10 ნოემბერი, 2022 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ნოემბერი, 2022 |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაფალკაომ კარიერა მილიონარიოსის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. 13 წლის ასაკში კი პრიმერა ბ-ს კლუბ ლანსეროს ბოიაკაში გადავიდა. დებიუტი 1999 წლის 28 აგვისტოს ჰქონდა და იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი რომელიც კოლუმბიის ჩემპიონატში გამოდიოდა. 2000 წელს 25 აპრილს კი მან თავისი პირველი პროფესიონალური გოლი კონდორას კარში გაიტანა.
მომდევნო სეზონში მითი არგენტინული ველესი ინტერესდებოდა, თუმცა მან არჩია უფრო დიდ გუნდში რივერ პლეიტში გადასვლა. მისი დებიუტი კი კლუბთან 2005 წელს შედგა. ფალკაოს პირველი ძირითადი წარმატებით წარიმართა, მან 2 გოლის გატანა შეძლო. მთლიანობაში იმ სეზონში აპერტურა-ში 11 თამაშში 7 გოლის გატანა შეძლო.
2006 წელი არც ისე კარგი აღმოჩნდა ფალკაოსთვის, მან ტრავმა მიიღო და დიდი ნაწილი სეზონის გაუცდა. მხოლოდ 2007 წლისკენ დაბრუნდა და ისევ დაიმკვიდრა ადგილი რივერის ძირითადში. 2007 წელს 28 სექტემბერს მან ბოტაფოგოს კარში ჰეტრიკი შეასრულა და კლუბი 1/4-ფინალში გაიყვანა სახმრეთ ამერიკის თასი-ს გათამაშებაზე. 7 ოქტომბერს კი დერბიში მან ბოკა ხუნიორსის კარში გაიტანა გოლი და თავის კლუბს მოაგებინა. იმავე წელს იგი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა სახმრეთ ამერიკის თასი-ს გათამაშებაში. ერთი სიტყვით მისი არგენტინული კარიერა ძალიან კარგად მიდიოდა და შეუმჩნეველი არც ევროპული გუნდებისგან დარჩა, თუმცა რივერმა დეპორტივოს 12.5 მილიონ დოლარიანი შეთავაზება არ მიიღო, თუმცა 2009 წელს ფალკაო მაინც წავიდა ევროპაში, კერძოდ კი პორტუგალიის პორტუში, სადაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
პორტოში იგი ლისანდრო ლოპესის შემცვლელად მიიყვანეს, რომელიც ფრანგულ ლიონში გადავიდა. დებიუტი კარგად წარიმართა, მან პასუშ ფერეირას კარში გოლის გატანა შეძლო და თავის კლუბს ქულა მოუტანა. 30 სექტემბერს ფალკაოს ჩემპიონა ლიგაზე ჰქონდა დებიუტი ატლეტიკოს წინააღმდეგ და მან ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა.
2011 წელს ფალკაომ ევროპა ლიგაზე მოსკოვის სპარტაკს ჰეტრიკი შეუსრულა და ასე დაიწყო მისი ბრწყინვალე სეზონი იმ წელს. იგი არა მარტო გუნდის არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ ფორვარდათ ყალიბდებოდა. იმ წელს მან პორტუსთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონატი და ევროპა ლიგა მოიგო, ამას იგი საუკეთესო ბომბარდირი გახდა 2-ვე ტურნირზე. 2011 წელს ევროპა ლიგაზე მან გააუმჯობესა იურგენ კლინსმანის რეკორდი - 15 გოლი ერთ სეზონში. ფალკაომ 17 გოლი გაიტანა, მათ შორის ფინალის ერთადერთი, გამარჯვების გოლი „ბრაგას“ კარში. ერთი სიტყვით საუცხოო სეზონი ჰქონდა ფალკაოს.
„პორტუს“ შემადგენლობაში ფალკაომ პორტუგალიის ჩემპიონატზე 51 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. 2011 წლის ზაფხულს ატლეტიკომ 40 მილიონი ევრო შესთავაზა პორტუს და ეს უკანასკნელი შეთავაზებას დასთანხმდა. სეზონი დაიწყო თუ არა ფალკაომ ხან ერთ გუნდს შეუსრულა ჰეტრიკი, ხან მე-2 გუნდს, საბოლოოდ კი იმ სეზონში თითქმის გუნდი არ დატოვა რომელსაც გოლი არ გაუტანა. იმ სეზონში მან ისევ ევროპა ლიგა მოიგო და ისევ საუკეთესო ბომბარდირი გახდა ამ ტურნირისა. ფალკაომ 12 გოლი გაიტანა, მათ შორის ორი ფინალში. ჩემპიონატში ის მხოლოდ კრისტიანო რონალდოს და ლიონელ მესის ჩამორჩა.
2012/13 სეზონის დაწყებამდე უეფას სუპერ თასი-ს გათამაშებაზე ატლეტიკო ლონდონის ჩელსის შეხვდა და მისი ჰეტრიკის წყალობით გუნდმა დამაჯერებლად მოიგო, ფალკაო კი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეტრიკი შეასრულა ფინალში.
2012-13 წლებში ფალკაომ კლუბთან ერთად ესპანეთის თასი მოიპოვა, დაამარცხა რა ფინალში „რეალ მადრიდი“. 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფალკაომ დატოვა მადრიდი და მონაკოში გადავიდა რეკორდულ 45 მილიონ ევროდ.ხოლო შემდეგ კი ისევ რეალში დაბრუნდა. სამეფო კლუბი მზად არის, ფრანგებს კოლუმბიელის სანაცვლოდ 33 მილიონი ევრო გადაუხადონ, ხოლო რაც შეეხება თავად თავდამსხმელს, მას წელიწადში 12-12.5 მილიონს გადაუხდიან.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება2005 წელს ახალგაზრდულ ნაკრებში ფალკაომ სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. მან მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო იმ ტურნირზე.
2007 წელს კი მას დებიუტი უკვე დიდ ნაკრებში ჰქონდა ამხანაგურ მატჩში ურუგვაისთან. სადებიუტო გოლი კი მან ჩერნოგორიის კარში გაიტანა. პირველი ოფიციალური გოლი კი მან პერუს ნაკრების კარში გაიტანა.
2011 წელს ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ისაპარეზა, სადაც ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. ნაკრებში დიდი იმედები მყარდება ფალკაოზე, კოლუმბიელებს დიდი იმედი აქვთ რო ბრაზილიაში 2014 წელს ისინი აუცილებლად გაემგზავრებიან და კარგადაც გამოვლენ.
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- რივერ პლეიტი
- არგენტინის პრიმერა დივიზიონი: 2007–08 კლაუსურა
- პორტუ
- პორტუგალიის პრიმეირა ლიგა: 2010–11
- პორტუგალიის თასი: 2009–10, 2010–11
- პორტუგალიის სუპერთასი: : 2010, 2011
- უეფა-ს ევროპა ლიგა: 2010–11
- ატლეტიკო მადრიდი
- უეფა-ს ევროპა ლიგა: 2011–12
- ესპანეთის თასი: 2012–13
- უეფა-ს სუპერთასი: 2012
- მონაკო
- საფრანგეთის ლიგა 1: 2016–17
სანაკრებო
რედაქტირება- კოლუმბიის ახალგაზრდული ნაკრები
- სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი: 2005
ინდივიდუალური
რედაქტირება- უეფა-ს ევროპა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი: 2010–11 (17 გოლი), 2011–12 (12 გოლი)
- უეფა-ს სუპერთასის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: 2012