ლიონის ოლიმპიკი (საფეხბურთო კლუბი)

(გადამისამართდა გვერდიდან ლიონი (საფეხბურთო კლუბი))

ლიონის ოლიმპიკი, ან ლიონი (ფრანგ. Olympique Lyonnais) — ფრანგული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ლიონიდან, დაარსებული 1950 წელს. კლუბი მდებარეობს ლიონის უბან ჟერლანში. 1989 წლის შემდეგ ლიონი ლიგა 1-ში გამოდის.

ლიონი
ლოგო
სრული სახელი ლიონის ოლიმპიკი
დაარსდა 1899/1950[1]
სტადიონი გრუპამა სტედიუმი
(ტევადობა: 59 186 მაყურებელი)
პრეზიდენტი საფრანგეთის დროშა ჟან მიშელ-ოლია
მწვრთნელი საფრანგეთის დროშა პეტერ ბოში
კაპიტანი საფრანგეთის დროშა ლეო დუბუა
ლიგა ლიგა 1
2021-22 4
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

თავის საშინაო შეხვედრებს ლიონი მართავს სტად ჟერლანზე და ვარჯიშობს ლიონში ტოლა ვოლოჟის ცენტრში. კლუბს შვიდჯერ აქვს მოგებული ლიგა 1, 4-ჯერ არის ქვეყნის თასის მფლობელი და აქვს მოპოვებული 1 საფრანგეთის ლიგის თასი, ლიონი არის საფრანგეთის ერთ-ერთი წარმატებული კლუბი.

კლუბი თავისი ძლიერების პიკში იყო 2002-2008 წლებში, როდესაც კლუბი ზედიზედ 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, რაც საფრანგეთის რეკორდია ზედიზედ მოგებული ჩემპიონატისთვის. საერთაშორისო დონეზე ლიონი გამოდის ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნეზე, ჩემპიონთა ლიგაზე.

ისტორიარედაქტირება

ფრანგული კლუბი ლიონის ოლიმპიკი დაარსდა 1950 წელს ორი კლუბის შეერთებით საფეხბურთო კლუბი ლიონი და ლიონის უნივერსიტეტის გუნდის შეერთებით. საფეხბურთო კლუბი ლიონი დაარსდა 1899 წელს და ლიონის ლიმპიკის ოფიციალური დაარსების თარიღადაც 1899 წელია მიჩნეული. «ლომების» სტადიონი სტად ჟერლანი იტევს 40 500 მაყურებელს. ყველაზე მეტი მაყურებელი სტადიონზე დაფიქსირდა 1980 წლის 9 სექტემბერს, რონის დერბში სენტ ეტიენთან, ოფიციალური მონაცემებით თამაშს 48 552 მაყურებელი დაესწრო. ლიონი XXI საუკუნის დასაწყისის ყველაზე წარმატებული ფრანგული კლუბია. 1960-1970 წლებში ლიონი წარმატებით გამოდიოდა საფრანგეთის თასზე. 1987 წლამდე ლიონი 4 წელი გამოდიოდა ლიგა 2-ში. შემდეგ კლუბის სათავეში მოვიდა ჟან მიშელ-ოლია. მისი წყალობით კლუბმა ფინანსურ წარმატებას მიაღწია და 1989 წლიდან დღემდე ლიგა 1-ში გამოდის.

ამ ორი წლის განმავლობაში კლუბის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა რაიმონ დომენეკმა. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში კლუბი საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია. პირველი ჩემპიონის ტიტული ლიონმა დრამატულ ბრძოლაში მოიპოვა 2001-2002 წლის სეზონის უკანასკნელ ტურში, საშინაო შეხვედრაში ლანსის წინააღმდეგ, ეს იყო ლიონის წარმატების დასაწყისი ამის შემდეგ კლუბმა ზედიზედ 6-ჯერ მოიგო ჩემპიონატი. “Deloitte”-ს ცნობით 2009 წლისათვის ლიონის ბიუჯეტი 139,6 მილიონ ევროს შეადგენდა და ამ დროისთვის საფრანგეთის ყველაზე მდიდარი კლუბი იყო.[2]

წარმატებები ჩემპიონთა ლიგაზერედაქტირება

2002 წელს ჩემპიონატის მოგების შემდეგ ლიონი რეგულარულად გადის ჩემპიონთა ლიგაზე. 2004 წლის შემდეგ ლიონი ყოველ წელს ცდება ჯგუფურ ეტაპს, 2009-2010 წლის სეზონში კლუბი გავიდა ნახევარფინალში,სადაც მიუნხენის ბაიერნთან 2 მატჩის ჯამში 4-0 წააგო.

სამწვრთნელო შტაბირედაქტირება

  • მთავარი მწვრთნელი:   რემი გარდი
  • მწვრთნელის თანაშემწე:   ბრიუნო ჟენეზიო
  • მეკარეების მწვრთნელი:   ჟოელ ბატი
  • ფიზ. მომზადების მწვრთნელი:   რობერტ დიუვერნი
  • ფიზ. მომზადების მწვრთნელი:   ალექსანდრ დელალი
  • ფიზიოთერაპევტი:   რედისი აბდელჟელილი
  • ფიზიოთერაპევტი:   სილვენ რუსო
  • ფიზიოთერაპევტი:   პატრიკ პერე
  • პროფესიული გუნდის მენეჯერი:   კრისტოფ ტონი

შემადგენლობარედაქტირება

2020 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით[3]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1   მეკარე ენტონი ლოპეში
2   მცველი სინალი დიომონდე
3   მცველი ემერსონ პალმიერი
4   მცველი კასტელო ლუკება
5   მცველი ჯეისონ დენაიე
6   მცველი მარსელო
7   თავდამსხმელი კარლ ტოკო ეკამბი
8   ნახევარმცველი ჰუსემ აუა
9   თავდამსხმელი მუსა დემბელე
10   ნახევარმცველი ლუკას პაკეტა
11   თავდამსხმელი ტინო კადევერე


12   მცველი ენრიკე
14   მცველი ლეო დუბუა (კაპიტანი)
17   მცველი მალო გუსტო
18   თავდამსხმელი რაიან შერკი
20   თავდამსხმელი ისლამ სლიმანი
21   მცველი დამიენ და სილვა
23   ნახევარმცველი ტიაგო მენდეში
25   ნახევარმცველი მაქსენს კაქერე
27   მცველი ჯერომ ბოატენგი
29   თავდამსხმელი ჯერდან შაჩირი
30   მეკარე იულიან პოლერსბეკი
39   ნახევარმცველი ბრუნო გიმარაეში

ჯილდოებირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. http://www.olweb.fr/en/
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-03. ციტირების თარიღი: 2013-08-20.
  3. Players and staff | Men. OLWeb.fr. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2020.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ოფიციალური