არგენტინის პრიმერა დივიზიონი
არგენტინის პრიმერა დივიზიონი (ესპ. Primera División de Argentina) — არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (ესპ. Asociación del Fútbol Argentino) მიერ ორგანიზებული ქვეყნის უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატი.[2] არგენტინის პრიმერა დივიზიონში 30 გუნდი მონაწილეობს, რომელთაგან სეზონის ბოლოს 2 ყველაზე დაბალი ქულის მქონე გუნდი ქვეითდება არგენტინის მეორე დივიზიონში (ესპ. Primera B Nacional). შესაბამისად, მეორე დივიზიონის პირველი 2 გუნდი პრიმერა დივიზიონში ინაცვლებს. ითვლება ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატად მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებს შორის. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ 2016 წლის 7 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით იკავებდა მეოთხე ადგილს — ესპანეთის პრიმერა დივიზიონის, იტალიის სერია A-ს და ბუნდესლიგის შემდეგ.[3] 2017–18 წლის სეზონიდან არგენტინის პრიმერა დივიზიონს გადაერქვა სახელი და ეწოდა არგენტინის საფეხბურთო სუპერლიგა (ესპ. Superliga Argentina de Fútbol).[4]
ქვეყანა | არგენტინა |
---|---|
კონფედერაცია |
კონმებოლი CONMEBOL |
დაარსდა | 1891 |
კლუბ. რაოდენობა | 30 |
ქვეითდება | პრიმერა B ნასიონალი |
საშინაო თასები |
არგენტინის თასი არგენტინის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
ლიბერტადორესის თასი სამხრეთ ამერიკის თასი |
მოქ. ჩემპიონი |
რივერ პლეიტი (38-ე ტიტული) (2023) |
ყველაზე ტიტულოვანი |
რივერ პლეიტი (38 ტიტული)[1] |
ტვ პარტნიორები |
Fox Sports Turner |
ისტორია
რედაქტირებაარგენტინა პირველი ქვეყანაა გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, სადაც 1891 წელს საფეხბურთო ლიგა იქმნება.[5] იმავე წელს არგენტინის საფეხბურთო ლიგის ასოციაციის (AAF) ორგანიზებით (პრეზიდენტი ინგლ. F.L. Wooley) იმართება პირველი ეროვნული ჩემპიონატი.[6] არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის (არგენტინის პრიმერა დივიზიონი) პირველი გამარჯვებული ხდება ოლივოსის წმ. ანდრია მოციქულის სახელობის შოტლანდიური სკოლის საფეხბურთო გუნდი — „სენტ ენდრიუსი“ (ინგლ. St. Andrew's) [7][8] მომდევნო 1892 წელს ჩემპიონატი არ იმართება. 1893 წელს იქმნება ახალი ორგანიზაცია მსგავსი სახელწოდებით (არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია). მისი შექმნის ინიციატორია შოტლანდიელი პედაგოგი და სპორტსმენი — ალექსანდრ უოტსონ ჰატონი (ინგლ. Alexander Watson Hutton),[9][10] რომელსაც არგენტინული ფეხბურთის ფუძემდებლად მიიჩნევენ.[11]
არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარება 1931 წლიდან იწყება. ამდენად, არგენტინული საფეხბურთო კლუბების საჩემპიონო ტიტულების აღრიცხვისას მანამდე გამართული ტურნირების შედეგები მხედველობაში არ მიიღება. 1931–1966 წლებში გამარჯვებულის გამოვლენა ჩემპიონატის გათამაშების სტანდარტული ორწრიანი სისტემით ხდება. 1967–1985 წლებში ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში იმართება ორი საფეხბურთო ტურნირი — ნასიონალი (ესპ. Torneo Nacional) და მეტროპოლიტანო (ესპ. Torneo Metropolitano). ორივე ტურნირის (როგორც მეტროპოლიტანოს, ასევე ნასიონალის) ჩემპიონის ტიტული თანაბარმნიშვნელოვანი სტატუსით სარგებლობს.[12] ფაქტობრივად, მეტროპოლიტანოს და ნასიონალის ჩემპიონატები წარმოადგენს არგენტინის პრიმერა დივიზიონის ორ ნაწილს. პირველად ტარდება ნასიონალის გათამაშება (წლის პირველ ნახევარში), ხოლო შემდეგ — მეტროპოლიტანოს (წლის მეორე ნახევარში). მეტროპოლიტანოს გათამაშებისას იცვლება როგორც მონაწილე კლუბების რაოდენობა, ისე მისი ჩატარების ფორმატი. გამოიყენება როგორც ერთიანი გათამაშების სტანდარტული სისტემა, ასევე, ორ ჯგუფად გაყოფილი ტურნირის ფორმატი, შემდგომი ნახევარფინალური მატჩებით. მეტროპოლიტანოს პირველი (1967) გათამაშების გამარჯვებული ხდება ლა-პლატას „ესტუდიანტესი“.[13]
1986 წლიდან 1991 წლამდე — არგენტინის პრიმერის გათამაშება ე. წ. „ფსევდო-ევროპული“ სისტემით ტარდება, როდესაც თითოეული სეზონის ბოლოს ერთი ჩემპიონი ვლინდება. თუმცა, ამ სისტემის დანერგვა საბოლოოდ ვერ ხერხდება. 1991 წლიდან 2012 წლამდე იმართება ორი დამოუკიდებელი ჩემპიონატი — აპერტურა (ესპ. Torneo Apertura) და კლაუსურა (ესპ. Torneo Clausura). 2012 წლიდან ჩემპიონატის რეფორმირება იწყება. სეზონის პირველ ნახევარს აპერტურას ნაცვლად ეწოდება — ინისიალი (ესპ. Torneo Inicial), ხოლო მეორე ნახევარს კლაუსურას ნაცვლად — ფინალი (ესპ. Torneo Final). გათამაშების ფორმატი არ იცვლება. ამ ორი ტურნირის ორი გამარჯვებული გუნდი ერთმანეთს — „აბსოლუტური ჩემპიონის“ ტიტულის მოსაპოვებლად უპირისპირდება, რის შემდეგაც ქვეყნის „აბსოლუტური ჩემპიონი“ — არგენტინის თასის (ესპ. Copa Argentina) მფლობელს ხვდება. მათ შორის გამარჯვებული არგენტინის სუპერთასს (ესპ. Supercopa Argentina) ეუფლება. 2015 წლიდან ისევ იცვლება გათამაშების ფორმატი და ერთ სეზონში კვლავ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა ხდება. პრიმერის მონაწილე გუნდების რაოდენობა მეორე დივიზიონში მოასპარეზე კლუბების ხარჯზე — 30-მდე იზრდება.
არგენტინის ჩემპიონები წლების მიხედვით
რედაქტირებასამოყვარულო ერა
სეზონი | ჩემპიონი | |
---|---|---|
1891 | სენტ ენდრიუსი | |
1892 | ჩემპიონატი არ გამართულა | |
1893 | ლომასი | |
1894 | ლომასი | |
1895 | ლომასი | |
1896 | ლომას აკადემი | |
1897 | ლომასი | |
1898 | ლომასი | |
1899 | ბელგრანო | |
1900 | ალუმნი | |
1901 | ალუმნი | |
1902 | ალუმნი | |
1903 | ალუმნი | |
1904 | ბელგრანო | |
1905 | ალუმნი | |
1906 | ალუმნი | |
1907 | ალუმნი | |
1908 | ბელგრანო | |
1909 | ალუმნი | |
1910 | ალუმნი | |
1911 | ალუმნი | |
1912 | AFA | კილმესი |
FAF | პორტენიო | |
1913 | AFA | რასინგ კლუბი |
FAF | ესტუდიანტესი | |
1914 | AFA | რასინგ კლუბი |
FAF | პორტენიო | |
1915 | რასინგ კლუბი | |
1916 | რასინგ კლუბი | |
1917 | რასინგ კლუბი | |
1918 | რასინგ კლუბი | |
1919 | AFA | ბოკა ხუნიორსი |
AAmF | რასინგ კლუბი | |
1920 | AFA | ბოკა ხუნიორსი |
AAmF | რივერ პლეიტი | |
1921 | AFA | ურაკანი |
AAmF | რასინგ კლუბი | |
1922 | AFA | ურაკანი |
AAmF | ინდეპენდიენტე | |
1923 | AFA | ბოკა ხუნიორსი |
AAmF | სან-ლორენსო | |
1924 | AFA | ბოკა ხუნიორსი |
AAmF | სან-ლორენსო | |
1925 | AFA | ურაკანი |
AAmF | რასინგ კლუბი | |
1926 | AFA | ბოკა ხუნიორსი |
AAmF | ინდეპენდიენტე | |
1927 | სან-ლორენსო | |
1928 | ურაკანი | |
1929 | ხიმნასია ი ესგრიმა | |
1930 | ბოკა ხუნიორსი |
პროფესიონალური ერა
სეზონი | ჩემპიონი | |
---|---|---|
1931 | AFA | ესტუდიანტილ პორტენიო |
LAF | ბოკა ხუნიორსი | |
1932 | AFA | სპორტივო ბარაკასი |
LAF | რივერ პლეიტი | |
1933 | AFA | დოკ სუდი |
LAF | სან-ლორენსო | |
1934 | AFA | ესტუდიანტილ პორტენიო |
LAF | ბოკა ხუნიორსი | |
1935 | ბოკა ხუნიორსი | |
1936 | (CH) | სან-ლორენსო |
(CC) | რივერ პლეიტი | |
(CO) | რივერ პლეიტი | |
1937 | რივერ პლეიტი | |
1938 | ინდეპენდიენტე | |
1939 | ინდეპენდიენტე | |
1940 | ბოკა ხუნიორსი | |
1941 | რივერ პლეიტი | |
1942 | რივერ პლეიტი | |
1943 | ბოკა ხუნიორსი | |
1944 | ბოკა ხუნიორსი | |
1945 | რივერ პლეიტი | |
1946 | სან-ლორენსო | |
1947 | რივერ პლეიტი | |
1948 | ინდეპენდიენტე | |
1949 | რასინგ კლუბი | |
1950 | რასინგ კლუბი | |
1951 | რასინგ კლუბი | |
1952 | რივერ პლეიტი | |
1953 | რივერ პლეიტი | |
1954 | ბოკა ხუნიორსი | |
1955 | რივერ პლეიტი | |
1956 | რივერ პლეიტი | |
1957 | რივერ პლეიტი | |
1958 | რასინგ კლუბი | |
1959 | სან-ლორენსო | |
1960 | ინდეპენდიენტე | |
1961 | რასინგ კლუბი | |
1962 | ბოკა ხუნიორსი | |
1963 | ინდეპენდიენტე | |
1964 | ბოკა ხუნიორსი | |
1965 | ბოკა ხუნიორსი | |
1966 | რასინგ კლუბი |
მეტროპოლიტანო და ნასიონალი
სეზონი | ჩემპიონი | |
---|---|---|
1967 | მეტ. | ესტუდიანტესი |
ნას. | ინდეპენდიენტე | |
1968 | მეტ. | სან-ლორენსო |
ნას. | ველეს სარსფილდი | |
1969 | მეტ. | ჩაკარიტა ხუნიორსი |
ნას. | ბოკა ხუნიორსი | |
1970 | მეტ. | ინდეპენდიენტე |
ნას. | ბოკა ხუნიორსი | |
1971 | მეტ. | ინდეპენდიენტე |
ნას. | როსარიო სენტრალი | |
1972 | მეტ. | სან-ლორენსო |
ნას. | სან-ლორენსო | |
1973 | მეტ. | ურაკანი |
ნას. | როსარიო სენტრალი | |
1974 | მეტ. | ნიუელს ოლდ ბოისი |
ნას. | სან-ლორენსო | |
1975 | მეტ. | რივერ პლეიტი |
ნას. | რივერ პლეიტი | |
1976 | მეტ. | ბოკა ხუნიორსი |
ნას. | ბოკა ხუნიორსი | |
1977 | მეტ. | რივერ პლეიტი |
ნას. | ინდეპენდიენტე | |
1978 | მეტ. | კილმესი |
ნას. | ინდეპენდიენტე | |
1979 | მეტ. | რივერ პლეიტი |
ნას. | რივერ პლეიტი | |
1980 | მეტ. | რივერ პლეიტი |
ნას. | როსარიო სენტრალი | |
1981 | მეტ. | ბოკა ხუნიორსი |
ნას. | რივერ პლეიტი | |
1982 | მეტ. | ესტუდიანტესი |
ნას. | ფერო კარილ ოესტე | |
1983 | მეტ. | ინდეპენდიენტე |
ნას. | ესტუდიანტესი | |
1984 | მეტ. | არხენტინოს ჯუნიორსი |
ნას. | ფერო კარილ ოესტე | |
1985 | ნას. | არხენტინოს ჯუნიორსი |
ლიტერატურა
რედაქტირება- Iwanczuk, Jorge (1992) Historia del Fútbol Amateur en la Argentina. Autores Editores. ISBN 950-434-384-8
- Estévez, Diego (2010) Campeones del fútbol argentino 1891-2010. Ediciones Continente. ISBN 978-950-754-301-2
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Superliga Argentina de Fútbol · Boletín Especial Nº 5372 · AFA.com.ar
- Sitio oficial de la Asociación del Fútbol Argentino · AFA.org.ar
- Final Tables Argentina since 1891 · RSSSF.com
- Final Tables Argentina 1931-1940 (Professional)
- Final Tables Argentina 1961-1970 · RSSSF.com
- Final Tables Argentina 1971-1980 · RSSSF.com
- Final Tables Argentina 1981-1990 · RSSSF.com
- Argentina — List of Champions and Runners-Up
- არგენტინის საფეხბურთო ჩემპიონატი · fwh.mybb.ru
- არგენტინული ფეხბურთი დაარქივებული 2017-03-18 საიტზე Wayback Machine. · Argentinesoccer.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Fútbol Argentino: Torneo Argentino de Primera Division, Títulos por Equipo
- ↑ Argentina Primera Division (Football News and Videos). goalazo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-04. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
- ↑ THE STRONGEST LEAGUE IN THE WORLD 2015. Prepared and maintained by International Federation of Football History & Statistics (IFFHS) (7 იანვარი, 2016). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
- ↑ Daniel Avellaneda (3 მაისი, 2017). La Superliga ya tiene fecha de largada. La reunión de Comité Ejecutivo de la AFA derivó en la discusión del nuevo formato para el próximo campeonato, la famosa Superliga, que ya tiene día de largada. Clarín. წაკითხვის თარიღი: 17 მაისი, 2019.
- ↑ Hace 120 años, el fútbol tenía su primer torneo local. afa.com.ar. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
- ↑ Campeones de Primera División. Sitio web oficial de la Asociación del Fútbol Argentino (afa.org.ar) (12 დეკემბერი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-18. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
- ↑ St. Andrew's Former Pupil's Club. St. Andrews Scots School (5 მაისი, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-03. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
- ↑ Argentina 1891. Saint Andrew's 3–1 Old Caledonians. Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (9 იანვარი, 2014). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
- ↑ Argentine football returns to roots of its Scottish founder. scotsman.com (14 ნოემბერი, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
- ↑ Argentine Association Football League დაარქივებული 2012-07-23 საიტზე Wayback Machine. El 21 de Febrero de 1893 Watson Hutton fundó la "Argentine Association Football League". 10 ოქტომბერი, 2009. წაკითხვის თარიღი: 19 მარტი, 2017.
- ↑ La AFA. Historia. Orígenes. afa.com.ar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-17. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
- ↑ Argentina – List of Champions and Runners-Up. Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi and Héctor Villa Martínez for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (12 აგვისტო, 2016). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.
- ↑ Argentina – First Division A 1967 – Metropolitano Championship. Final: Estudiantes LPG 3–0 Racing Club. Prepared and maintained by Osvaldo José Gorgazzi for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation (20 ოქტომბერი, 2006). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2017.