სან-ლორენსო დე ალმაგრო (საფეხბურთო კლუბი)
სან-ლორენსო დე ალმაგრო ან უბრალოდ სან-ლორენსო (ესპ. Club Atlético San Lorenzo de Almagro) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბუენოს-აირესიდან. ჩამოყალიბდა 1908 წლის პირველ აპრილს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ძლიერ და პოპულარულ გუნდად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. „ბოკა ხუნიორსთან“,[2] „ინდეპენდიენტესთან“,[3][4] „რივერ პლეიტთან“[5] და „რასინგ კლუბთან“[6] ერთად შედის არგენტინული საფეხბურთო კლუბების დიდ ხუთეულში. არგენტინის თხუთმეტგზის ჩემპიონი და თექვსმეტგზის ვიცე-ჩემპიონი, მერკოსურის თასის (2001),[7] სამხრეთ ამერიკის თასის (2002),[8] ლიბერტადორესის თასისა (2014) და არგენტინის სუპერთასის (2015) მფლობელი.
სრული სახელი |
Club Atlético San Lorenzo de Almagro კლუბ ატლეტიკო სან-ლორენსო დე ალმაგრო | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Los Santos (წმინდანები) Los Cuervos (ყვავები) | |||
დაარსდა | 1 აპრილი, 1908 | |||
სტადიონი |
ესტადიო პედრო ბიდეგაინი „ელ ნუევო გასომეტრო“ [1] ბუენოს-აირესი, არგენტინა (ტევადობა: 47 964 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ორასიო არესეიგორი | |||
მწვრთნელი | რუბენ დარიო ინსუა | |||
ლიგა | არგენტინის პრიმერა დივიზიონი | |||
2022 | მე-6 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
ისტორია
რედაქტირება„სან-ლორენსო დე ალმაგროს“ ისტორია სათავეს 1908 წლის პირველი აპრილიდან იღებს. კლუბის სახელწოდება ერთი მხრივ წმ. ლავრენტის (ესპ. San Lorenzo Mártir)[9] სახელს, ხოლო მეორე მხრივ კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურის ლორენსო მასას (ესპ. Lorenzo Massa) სახელს უკავშირდება.[10] კლუბმა თამაში ბუენოს-აირესის რაიონ ალმაგროში (ესპ. Almagro) დაიწყო, რამაც ასევე ჰპოვა ასახვა კლუბის სახელწოდებაში. არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარების დაწყებიდან (1931) „სან-ლორენსო დე ალმაგრო“ დღემდე არგენტინის საფეხბურთო კლუბების საუკეთესო ხუთეულში შედის — „რივერ პლეიტთან“, „ბოკა ხუნიორსთან“, „რასინგ კლუბთან“ და „ინდეპენდიენტესთან“ ერთად.
1920-იან წლებში, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო პარალელურად ორი საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება: ერთი — არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (A.A.F.), ხოლო მეორე — არგენტინის სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (A.Am.F.) ეგიდით.[11] „სან-ლორენსო დე ალმაგრო“ ამ უკანასკნელის მიერ ორგანიზებული პირველობის ფარგლებში მონაწილეობს, რა დროსაც სამჯერ (1923, 1924, 1927) ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო ორჯერ (1925, 1926) ვიცე-ჩემპიონი ხდება. რაც შეეხება არგენტინის პროფესიონალურ საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებას — კლუბი მას პირველად 1933 წელს აღწევს.
1939–1943 წლებში მის შემადგენლობაში ცნობილი ბასკი თავდამსხმელი ისიდრო ლანგარა (ესპ. Isidro Lángara) გამოდიოდა.[12]
მიღწევები
რედაქტირება- ჩემპიონი (15): 1923,[13] 1924,[14] 1927,[15] 1933, 1936,[16] 1946, 1959, 1968, 1972, 1972, 1974, 1995,[17] 2001, [18] 2007,[19] 2013[20]
- ვიცე-ჩემპიონი (16): 1925,[21] 1926,[22] 1931, 1936,[23] 1936,[24] 1941, 1942, 1957, 1961, 1971, 1983, 1987/88, 1994,[25] 2003,[26] 2015, 2016
- თასის მფლობელი: 1923
- თასის მფლობელი: 1927
- თასის მფლობელი: 1943
- თასის მფლობელი: 2002
- თასის მფლობელი: 2001
- თასის მფლობელი: 2014
- ფინალისტი: 2014
- არგენტინის სუპერთასი
- თასის მფლობელი: 2015
ცნობილი ფეხბურთელები
რედაქტირება- ალფრედო კარიკაბერი (1919–1930)
- ლუის მონტი (1922–1930)
- დიეგო გარსია (1925–1940)
- კლოტარდო დენდი (1931)
- ვალდემარ დე ბრიტო (1935–1937, 1939–1941)
- ისიდრო ლანგარა (1939–1943)
- ხოსე სანფილიპო (1953–1962, 1972)
- ექტორ სკოტა (1971–1976)
- ხორხე ოლგინი (1971–1979)
- რიკარდო ლა ვოლპე (1975–1979)
- ოსკარ ალბერტო ორტისი (1971–1976)
- ხოსე ლუის ჩილავერტი (1984–1988)
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ El Nuevo Gasómetro — Estadio Pedro Bidegain. sanlorenzo.com.ar. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2020.
- ↑ „Club Atlético Boca Juniors (Sitio web oficial)“. bocajuniors.com.ar. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „VEl Clásico de Avellaneda, por Ricardo Ismael Gorosito“. javierbravo-linesman.blogspot.com. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Archetti, Eduardo P. (2005). „El deporte en Argentina (1914–1983)“ (PDF). unse.edu.ar. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020. ციტატა: „en la revista Trabajo y sociedad, Nº 7, vol. VI, junio-septiembre de 2005, Santiago del Estero, Argentina, ISSN 1514–6871, pag. 6.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ „Club Atlético River Plate (Sitio web oficial)“. cariverplate.com.ar. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Palmares Spanish. Racing Club. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
- ↑ Copa Mercosur
- ↑ Copa Sudamericana
- ↑ ლათ. Laurentius, martyr et archidiaconus Romae, passus est die 10 Augusti 258.
- ↑ Lorenzo Bartolomé Massa (November 11, 1882 – October 31, 1949) was an Argentine Catholic priest, mostly notable for being one of the main founders of Club San Lorenzo de Almagro and scout group Don Bosco's Argentinian Explorers.
- ↑ Asociación Amateurs de Football
- ↑ El debut de Isidro Lángara. River Lujo y Pueblo. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2020.
- ↑ (AAmF)
- ↑ (AAmF)
- ↑ (AAmF)
- ↑ Copa de Honor
- ↑ კლაუსურა
- ↑ კლაუსურა
- ↑ კლაუსურა
- ↑ ინისიალი
- ↑ (AAmF)
- ↑ (AAmF)
- ↑ Copa Campeonato
- ↑ Copa de Oro
- ↑ აპერტურა
- ↑ აპერტურა
- ↑ El Campeonato de la República, también denominado Copa General de División Pedro Pablo Ramírez o Copa Pedro Pablo Ramírez, fue un torneo de fútbol oficial, organizado por la AFA entre 1943 y 1945.