არხენტინოს ხუნიორსი (საფეხბურთო კლუბი)

არგენტინული საფეხბურთო კლუბი
(გადამისამართდა გვერდიდან არხენტინოს ჯუნიორსი (საფეხბურთო კლუბი))

არხენტინოს ხუნიორსი (ესპ. Asociación Atlética Argentinos Juniors) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბუენოს-აირესიდან. ჩამოყალიბდა 1904 წლის 15 აგვისტოს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ძლიერ და პოპულარულ გუნდად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. არგენტინის სამგზის (1984, 1985, 2010) ჩემპიონი, კოპა ინტერამერიკანას (1986) და ლიბერტადორესის თასის (1985) მფლობელი.

არხენტინოს ხუნიორსი
სრული სახელი Asociación Atlética Argentinos Juniors
ასოსიასიონ ატლეტიკა არხენტინოს ხუნიორს
მეტსახელი Los Bichos Colorados (წითელი ხოჭოები)[1]
El Semillero del Mundo (მსოფლიოს სანერგე)
El Tifón de Boyacá (ბოიაკის ტაიფუნი)
დაარსდა 15 აგვისტო, 1904; 120 წლის წინ (1904-08-15)
სტადიონი ესტადიო დიეგო არმანდო მარადონა
ბუენოს-აირესი, არგენტინა
(ტევადობა: 26,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი არგენტინის დროშა კრისტიან მალასპინა
მწვრთნელი არგენტინის დროშა გაბრიელ მილიტო
ლიგა არგენტინის პრიმერა დივიზიონი
2021 მე-14
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა
„ესტადიო დიეგო არმანდო მარადონა“. 2011

„არხენტინოს ხუნიორსის“ ისტორია სათავეს 1904 წლის 15 აგვისტოდან, ბუენოს-აირესის ერთ-ერთი ცენტრალური უბნიდან — ვილა-კრესპოდან (ესპ. Villa Crespo) იღებს. იგი ანარქიზმით გატაცებული ახლაგაზრდათა ჯგუფის, კერძოდ Mártires de Chicago-ს სახელწოდებით ცნობილი კლუბის წევრთა ერთი ნაწილის მიერ ჩამოყალიბდა. ახლადშექმნილი საფეხბურთო კლუბის პირველ პრეზიდენტად ლეანდრო რავერა ბიანკი (ესპ. Leandro Ravera Bianchi) აირჩიეს.

გუნდის სახელწოდების თარგმნისას იყენებენ ერთი და იგივე შინაარსის სამ ფორმას — „არგენტინელი იუნიორები“, „არგენტინელი ახალგაზრდები“ და „არგენტინელი ჭაბუკები“. სამივე ფორმა სავსებით შეესაბამება, როგორც კლუბის ორიგინალურ დასახელებას, ისე მისი ისტორიისთვის დამახასიათებელ ერთ „თავისებურებას“, რაც უმთავრესად ახალგაზრდა და ჭაბუკ ფეხბურთელთა აღზრდასა და დაოსტატებაში გამოიხატება. „არხენტინოს ხუნიორსის“ რიგებში მრავალი ნიჭიერი ფეხბურთელის აღზრდას უკავშირდება კლუბის ერთ-ერთი მეტსახელი — „მსოფლიოს სანერგე“ (ესპ. El Semillero del Mundo).

სწორედ ამ კლუბში გაატარეს საფეხბურთო კარიერის ახალგაზრდული და ჭაბუკური წლები მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულმა ვარსკვლავებმა — დიეგო მარადონამ, ფერნანდო რედონდომ და ხუან რომან რიკელმემ. მარადონამ 1976–1981 წლებში „არხენტინოს ხუნიორსის“ რიგებში 166 მატჩი ჩაატარა და 116 გოლი გაიტანა. სწორედ მის შემადგენლობაში ასპარეზობისას დაასახელეს იგი სამხრეთ ამერიკის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელად.[2]

სპორტული მიღწევების თვალსაზრისით კლუბის საუკეთესო პერიოდად 1980-იანი წლების პირველი ნახევარი ითვლება, როდესაც 1984 წელს არგენტინის პრიმერა დივიზიონის პირველობაზე ჯერ მეტროპოლიტანოს, ხოლო 1985 წელს ნასიონალის გათამაშებაში იმარჯვებს. იმავე 1985 წელს გუნდი ლიბერტადორესის თასსაც ეუფლება, ხოლო მომდევნო 1986 წელს კოპა ინტერამერიკანასაც ისაკუთრებს.[3]

ეს წარმატებები ამ დრომდე კლუბის მთავარ მონაპოვრად რჩება საერთაშორისო ასპარეზზე.

გუნდში იმ პერიოდის წამყვანი მოთამაშეები იყვნენ სერხიო ბატისტა, კლაუდიო ბორგი და პედრო პასკული. საყურადღებოა, რომ თვალსაჩინო საკლუბო მიღწევების შემდეგ, სამივე მათგანმა სანაკრებო დონეზეც შესანიშნავად იასპარეზა და არგენტინის ეროვნული ნაკრების რიგებში, მექსიკის მუნდიალზე, ყოფილი თანაკლუბელის დიეგო მარადონას თავკაცობით — მსოფლიო ჩემპიონობაც მოიპოვა.

სტადიონი

რედაქტირება

კლუბის საშინაო არენაა „ესტადიო დიეგო არმანდო მარადონა“ (ესპ. Estadio Diego Armando Maradona), რომელიც 2003 წლის 26 დეკემბერს გაიხსნა.

მიღწევები

რედაქტირება
არგენტინის პრიმერა დივიზიონი
  • ჩემპიონი (3): 1984, 1985, 2010
ლიბერტადორესის თასი
  • თასის მფლობელი: 1985 [4]
კოპა ინტერამერიკანა
  • თასის მფლობელი: 1986
საკონტინენტთაშორისო თასი
  • ფინალისტი: 1985 [5]

ცნობილი ფეხბურთელები

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
სოციალური ქსელები
Instagram · Facebook · Twitter
თემატური საიტები
AAAJ.com.ar დაარქივებული 2019-05-03 საიტზე Wayback Machine. · Argentinos Juniors · Argentinos Pasión · Argentinos de Primera დაარქივებული 2013-05-20 საიტზე Wayback Machine. · Bichos Colorados, El museo Virtual დაარქივებული 2014-05-17 საიტზე Wayback Machine. · Pasión Paternal
ვიდეო
YouTube
  1. La historia de los Bichos Colorados, el apodo de Argentinos Juniors. La Asociación Atlética Argentinos Juniors nació a principios del siglo veinte, más precisamente en 1904. Pero para conocerlo por su actual sobrenombre, el de los Bichos Colorados, hubo que aguardar algo más de cincuenta años. 25 ივლისი, 2015. წაკითხვის თარიღი: 29 აპრილი, 2019‎.
  2. Mazur, Martin. (2 მაისი, 2019) Argentinos Juniors: The 'Argentinean Ajax' where Diego Maradona emerged. ციტატა: „This is where Maradona played his first five years as a professional, making his debut 10 days short of his 16th birthday in 1976, before leaving for Boca Juniors in 1981. It is also where Lionel Messi first played for Argentina, as a substitute in an U20 friendly match against Paraguay in June 2004.“ ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.
  3. Argentinos Juniors (Arg) 1–0 Defence Force (Tri). Copa Interamericana 1985. December 10, 1986; National Stadium, Port of Spain; Att: 20,000 / Argentinos Juniors: Enrique Bernardo Vidallé, Daniel Villalba, José Luis Pavoni, Jorge Mario Olguín, Adrián Néstor Domenech, Mario Hernán Videla, (46’ Julián Infantino), Sergio Daniel Batista, Emilio Nicolás Commisso, José Antonio Castro, Armando Javier Dely Valdéz, Carlos Adolfo Ereros. Coach: Roberto Saporiti. 6 ოქტომბერი, 2017. Pablo Ciullini and Erik Francisco Lugo for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 13 ივნისი, 2019.
  4. Pablo Ciullini and Karel Stokkermans (29 ნოემბერი, 2012). Copa Libertadores de América 1985. Argentinos Juniors (ARG) 1–1 (a.e.t.) (4–5 p) América de Cali (Col) Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 აპრილი, 2019‎.
  5. Josef Bobrowsky and Osvaldo José Gorgazzi (13 თებერვალი, 2005). Intercontinental Club Cup 1985. Juventus Torino (ITA) 2–2 (a.e.t.) (4–2 p) Argentinos Juniors (ARG) Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 29 აპრილი, 2019‎.