კოპა ინტერამერიკანა

კოპა ინტერამერიკანა (ესპ. Copa Interamericana, პორტ. Taça Interamericana, ინგლ. Interamerican Cup) — კონკაკაფის და კონმებოლის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი, რომელიც იმართებოდა 1969–1998 წლებში. ტურნირის ფორმატი ითვალისწინებდა ლიბერტადორესის თასისა და კონკაკაფის ჩემპიონთა თასის მფლობელ გუნდებს შორის ორ შეხვედრას — სტუმრად და შინ. ტურნირმა არსებობა შეწყვიტა მას შემდეგ რაც 1998 წლიდან კონკაკაფის საფეხბურთო კლუბებმა (უმთავრესად მექსიკურმა) მონაწილეობის მიღება დაიწყეს კონმებოლის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე. კოპა ინტერამერიკანას შექმნას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ კონმებოლის და უეფას მხრიდან კონკაკაფის საფეხბურთო კლუბებს უარი ეთქვათ საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაზე. რამდენადაც, აღნიშნული ტურნირის სახელწოდების ქართული თარგმანი — „ამერიკათაშორისო თასი“ — საკონტინენტთაშორისო თასის მსგავსად არ არის დამკვიდრებული ქართულენოვან საფეხბურთო ლიტერატურასა თუ პერიოდიკაში, ამდენად, მას ორიგინალური დასახელებით მოიხსენიებენ.

კოპა ინტერამერიკანა
დაარსდა 1968
გაუქმდა 1998
რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკა
ცენტრალური ამერიკა
კარიბები
სამხრეთ ამერიკა
გუნდების რაოდენობა 2
ყველაზე ტიტულ. გუნდი არგენტინის დროშა ინდეპენდიენტე
მოქმედი გამარჯვებული აშშ-ის დროშა დი სი იუნაიტედი

სულ გაიმართა ამ თასის 18 გათამაშება. კოპა ინტერამერიკანას პირველი (1969) გათამაშების გამარჯვებული გახდა ლა-პლატას „ესტუდიანტესი“, რომელმაც სამი მატჩის ჯამში დაამარცხა ტოლუკას „დეპორტივო ტოლუკა“[1][2][3]

გამარჯვებულები

რედაქტირება
 
კოპა ინტერამერიკანას პირველი მფლობელი – „ესტუდიანტესი“.
 
კარლოს ბილარდო და მისი თანაგუნდელები ინტერამერიკანას თასით ხელში. 21 თებერვალი, 1969

შენიშვნა

რედაქტირება
გამარჯვებული დ.დ. შემდგომ პენალტების სერიაში გამოვლინდა *
პლეი-ოფის მატჩები

ფინალები

რედაქტირება
წ. ქვეყანა გამარჯვებული შ. ფინალისტი ქვეყანა I მ. II მ. პ.
1969   არგენტინა ესტუდიანტესი 3–3 ტოლუკა   მექსიკა 2–1 1–2 3–0
1972   ურუგვაი ნასიონალი 3–2 კრუს ასული   მექსიკა 1–1 2–1
1973   არგენტინა ინდეპენდიენტე 4–1 ოლიმპია   ჰონდურასი 2–1 2–0
1974   არგენტინა ინდეპენდიენტე 1–1 მუნისიპალი   გვატემალა 0–1 1–0
1976   არგენტინა ინდეპენდიენტე 2–2 ესპანიოლი   მექსიკა 2–2 0–0
1978   მექსიკა ამერიკა 1–3 ბოკა ხუნიორსი   არგენტინა 0–3 1–0 2–1
1980   პარაგვაი ოლიმპია 8–3 დეპორტივო ფასი   სალვადორი 3–3 5–0
1981   მექსიკა უნამი 4–4 ნასიონალი   ურუგვაი 3–1 1–3 2–1
1986   არგენტინა არხენტინოს ჯუნიორსი 1–0 დიფენს ფორსი   ტ. და ტობაგო 1–0
1987   არგენტინა რივერ პლეიტი 3–0 ალახუელენსე   კოსტა-რიკა 0–0 3–0
1989   ურუგვაი ნასიონალი 5–1 ოლიმპია   ჰონდურასი 1–1 4–0
1990   კოლუმბია ატლეტიკო ნასიონალი 6–1 უნამი   მექსიკა 2–0 4–1
1991   მექსიკა ამერიკა 3–2 ოლიმპია   პარაგვაი 1–1 2–1
1992   ჩილე კოლო-კოლო 7–2 პუებლა   მექსიკა 4–1 3–1
1994   ჩილე უნივერსიდად კათოლიკა 6–4 საპრისა   კოსტა-რიკა 1–3 5–1
1996   არგენტინა ველეს სარსფილდი 2–0 კარტახინესი   კოსტა-რიკა 0–0 2–0
1997   კოლუმბია ატლეტიკო ნასიონალი 3–2 საპრისა   კოსტა-რიკა 3–2
1998   აშშ დი სი იუნაიტედი 2–1 ვასკო და გამა   ბრაზილია 0–1 2–0

სტატისტიკა

რედაქტირება

გუნდების მიხედვით

რედაქტირება
გუნდი გ. ფ. წელი გ. წელი ფ.
  ინდეპენდიენტე 3 0 1973, 1974, 1976
  ნასიონალი 2 1 1972, 1989 1981
  ამერიკა 2 0 1978, 1991
  ატლეტიკო ნასიონალი 2 0 1990, 1997
  ოლიმპია 1 1 1980 1991
  უნამი 1 1 1981 1990
  ესტუდიანტესი 1 0 1969
  არხენტინოს ჯუნიორსი 1 0 1986
  რივერ პლეიტი 1 0 1987
  კოლო-კოლო 1 0 1992
  უნივერსიდად კათოლიკა 1 0 1994
  ველეს სარსფილდი 1 0 1996
  დი სი იუნაიტედი 1 0 1998
  ოლიმპია 0 2 1973, 1989
  საპრისა 0 2 1994, 1997
  მუნისიპალი 0 1 1974
  ესპანიოლი 0 1 1976
  ბოკა ხუნიორსი 0 1 1978
  დეპორტივო ფასი 0 1 1980
  დიფენს ფორსი 0 1 1986
  ალახუელენსე 0 1 1987
  პუებლა 0 1 1992
  კარტახინესი 0 1 1996
  ვასკო და გამა 0 1 1998

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
   პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.