ინდეპენდიენტე (საფეხბურთო კლუბი)

არგენტინული საფეხბურთო კლუბი

ინდეპენდიენტე (ესპ. Club Atlético Independiente) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ აველიანედიდან. დაფუძნდა 1905 წლის პირველ იანვარს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ და პოპულარულ გუნდად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. „ბოკა ხუნიორსთან“, „რასინგ კლუბთან“, „რივერ პლეიტთან“ და „სან-ლორენსოსთან“ ერთად შედის არგენტინული საფეხბურთო კლუბების დიდ ხუთეულში.[1][2]

ინდეპენდიენტე
სრული სახელი Club Atlético Independiente
კლუბ ატლეტიკო ინდეპენდიენტე
მეტსახელი Los Diablos Rojas (წითელი ეშმაკები)
Rey de Copas (თასთამპყრობელნი)
დაარსდა 1 იანვარი, 1905; 119 წლის წინ (1905-01-01)
სტადიონი „ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა — რიკარდო ენრიკე ბოჩინი“
აველიანედა, არგენტინა
(ტევადობა: 48 069 მაყურებელი)
პრეზიდენტი არგენტინის დროშა ნესტორ გრინდეტი
მწვრთნელი არგენტინის დროშა კარლოს ტევესი
ლიგა არგენტინის პრიმერა დივიზიონი
2023 24-ე
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„ინდეპენდიენტეს“ ისტორია სათავეს 1905 წლის პირველი იანვრიდან, ბუენოს-აირესის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ აველიანედაში იღებს. მეოცე საუკუნის დასაწყისში, აველიანედა[კომ. 1] ფაქტობრივად დიდი ბუენოს-აირესის შემადგენლობაშია, როგორც მისი ერთ-ერთი გარეუბანი. ქალაქში, რომლის მოსახლეობა იმ დროისთვის 150 ათასს არ აღემატება, უკვე არსებობს საფეხბურთო გუნდი სახელწოდებით — „რასინგ კლუბი“[კომ. 2] არგენტინული ფეხბურთის ისტორიის სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ „ინდეპენდიენტეს“ გამოჩენა მაშინდელი მოდის მიმართ ერთგვარი ანგარიშის გაწევითაც იყო განპირობებული[კომ. 3] თვითმხილველების გადმოცემით, კონკურენცია ამ ორ გუნდს შორის თავიდანვე ყველაფერში იგრძნობოდა[კომ. 4]

არგენტინული ფეხბურთის ელიტაში „ინდეპენდიენტე“ 1915 წლიდან იწყებს შესვლას. პირველ წარმატებას კი 1922 წელს აღწევს, როდესაც ქვეყნის ჩემპიონატს იგებს. 1920-იან წლებში, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო პარალელურად ორი ჩემპიონატი ტარდება: ერთი — არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (A.A.F.), ხოლო მეორე — არგენტინის სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (A.Am.F.) ეგიდით. „ინდეპენდიენტე“ ამ უკანასკნელის მიერ ორგანიზებული პირველობის ფარგლებში მონაწილეობს.

შემდგომ წარმატებას გუნდი 1926 წელს აღწევს.[კომ. 5] 1931 წლიდან კი სათავეს იღებს ქვეყნის ერთიანი პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატი. მომდევნო გამარჯვებები „ინდეპენდიენტესთან“ 1938 და 1939 წლებში მოდის.

1930-იან და 1940-იან წლებში „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც იყვნენ ანტონიო სასტრე, ვისენტე დე ლა მატა[3] და არსენიო ერიკო.[4] ამ უკანასკნელმა არგენტინული კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 325 მატჩში 295 გოლი გაიტანა, რაც არგენტინის პრიმერის ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია.[5]

არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების გათამაშებიდან მოყოლებული (1931) „ინდეპენდიენტე“ — 14-ჯერ ფლობდა არგენტინის ჩემპიონის ტიტულს (მესამე მაჩვენებელი „ბოკა ხუნიორსის“ და „რივერ პლეიტის“ შემდეგ).

გუნდი განსაკუთრებით კარგად ასპარეზობდა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებზე, რომლის ფარგლებში — 7-ჯერ მოიპოვა ლიბერტადორესის თასი, რაც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ისტორიაში დღემდე მიუღწეველ მაჩვენებლად რჩება. ორ-ორჯერ გაიმარჯვა ლიბერტადორესის სუპერთასის (ესპ. Supercopa Libertadores) და საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში.[6][7] ასევე, ორჯერ მოიპოვა რიკარდო ალდაოს თასი.[8][9]

1970-იანები კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნაყოფიერი პერიოდია. იგი ოთხჯერ ზედიზედ (1972, 1973, 1974, 1975) ლიბერტადორესის თასს ეუფლება. ამ დროს მის რიგებში არგენტინული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა — რიკარდო ბოჩინი[10][11][12] გამოდის. ფეხბურთის ბევრი სპეციალისტი მის სახელს უკავშირებს კლუბის იმდროინდელ წარმატებებს.

სხვადასხვა დროს „ინდეპენდიენტეს“ რიგებში ასპარეზობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო დონის ვარსკვლავები. მათ შორის — ექტორ იასალდე,[კომ. 6][13][14][15] ხოსე ომარ პასტორისა[კომ. 7][16]დანიელ ბერტონი, ომარ ლაროსა, ხორხე ოლგინი[კომ. 8] ხორხე ბურუჩაგა,[კომ. 9] დიეგო ფორლანი[კომ. 10] და სხვები.

1990-იანებიდან დღემდე, კლუბი მხოლოდ ორჯერ აღწევს არგენტინის ჩემპიონატში წარმატებას. პირველად 1994 წელს, როდესაც კლაუსურას ტურნირს იგებს[17] და ბოლოს 2002 წელს, როდესაც აპერტურას გათამაშებაში იმარჯვებს.[18]

სტადიონი

რედაქტირება
ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა — რიკარდო ენრიკე ბოჩინი

კლუბის საშინაო არენაა „ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა“ (ესპ. Estadio Libertadores de América).[19][20] იგი ამ სახელს 2005 წლიდან ატარებდა.[21] სტადიონმა რეკონსტრუქციის (ფაქტობრივად მისი დემონტაჟისა და ხელახლა აშენების) შემდეგ, პირველად 2009 წლის 28 ოქტომბერს უმასპინძლა ფეხბურთის გულშემატკივრებს. მისი წინამორბედი, „ესტადიო დე ინდეპენდიენტე“ (ესპ. Estadio de Independiente)[22] ჯერ კიდევ 1928 წლის 4 მარტს გაიხსნა (პირველი შეხვედრა „ინდეპენდიენტეს“ და „პენიაროლს“ შორის შედგა და ფრედ 2–2 დასრულდა). სწორედ ეს სტადიონი მასპინძლობდა წლების განმავლობაში სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფინალებს (მათ შორის, აქ გაიმართა საკონტინენტთაშორისო თასის ოთხი[23][24][25][26] და ლიბერტადორესის თასის შვიდი ფინალური მატჩი).[27][28][29][30][31][32][33]

2021 წლის 5 დეკემბერს „ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკას“ სახელწოდებას დაემატა „ინდეპენდიენტეს“ ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელის — რიკარდო ენრიკე ბოჩინის სახელი.[34]

მიღწევები

რედაქტირება

ცნობილი ფეხბურთელები

რედაქტირება
ადრეული პერიოდი
1960-იანი და 1970-იანი
1980-იანი და 1990-იანი
2000-იანი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. რომელიც ესპანური ენის არგენტინული ვარიანტის თავისებურებებიდან გამომდინარე, ქალაქის სახელწოდებაში ორმაგი „ლ“-ს არსებობის გამო — (ესპ. Avellaneda) — ძირითადად ისმინება, როგორც „ავე--ანედა“.
  2. იგი ორი წლით ადრე, 1903 წელს ჩამოყალიბდა.
  3. ითვლებოდა, რომ რაც უფრო მეტი საფეხბურთო კლუბი ეყოლებოდა ქალაქს, მით უკეთესი იქნებოდა.
  4. მათ შორის საფეხბურთო ფორმის ფერთა არჩევანშიც.
  5. ამ დროს ჯერ კიდევ ორი პარალელური ჩემპიონატი ეწყობა, სადაც თითოეული თავის გამარჯვებულს ავლენს.
  6. 1970 წლის არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელი. პირველი ფეხბურთელი, ვინც ეს ტიტული მოიპოვა. 1974 წლის ოქროს ბუცის მფლობელი ლისაბონის „სპორტინგის“ შემადგენლობაში (46 გოლი 29 მატჩში). ლიონელ მესის გარდა იგი ერთადერთი და პირველი არგენტინელი ფეხბურთელია, ვისაც ეს ჯილდო გადაეცა.
  7. 1971 წლის არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელი. იასალდეს შემდეგ პასტორისა იყო მეორე ფეხბურთელი, ვისაც ეს ტიტული მიენიჭა.
  8. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონები არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, მათ შორის, ბერტონი იყო ჩემპიონატის ფინალში გატანილი მესამე და შესაბამისად, არგენტინის მუნდიალის უკანასკნელი გოლის ავტორი.
  9. მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც გადამწყვეტი, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
  10. 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე ურუგვაის ნაკრების შემადგენლობაში. პიჩიჩის ჯილდოს (ესპ. Trofeo Pichichi) და ოქროს ბუცის ორგზის (2005, 2009) მფლობელი, ურუგვაის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ფორვარდი
  1. Gorosito, Ricardo Ismael. El Clásico de Avellaneda. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  2. Archetti, Eduardo P. (2005). El deporte en Argentina (1914–1983). unse.edu.ar. ციტატა: „en la revista Trabajo y sociedad, Nº 7, vol. VI, junio-septiembre de 2005, Santiago del Estero, Argentina, ISSN 1514–6871, pag. 6.“ ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  3. Vicente de la Mata · Toda su vida hizo Capote. independiente1905.com.ar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-10. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  4. Un saltarín elegante y mortífero · Arsenio Pastor Erico. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-29. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  5. 1938 Arsenio Erico, el máximo goleador. El Gráfico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-22. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  6. Gorgazzi, Osvaldo José. (16 ივლისი, 2000) Intercontinental Club Cup 1973 · Juventus (Italy) 0–1 Independiente (Argentina). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  7. Gorgazzi, Osvaldo José. (13 თებერვალი, 2005) Intercontinental Cup 1984. Independiente (ARG) 1–0 FC Liverpool (ENG). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  8. Gorgazzi, Osvaldo José. (18 მაისი, 2017) Copa Dr. Ricardo C. Aldao. Peñarol (Montevideo) 1–3 Independiente (Avellaneda). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  9. Gorgazzi, Osvaldo José. (18 მაისი, 2017) Copa Dr. Ricardo C. Aldao. Nacional (Montevideo) 0–5 Independiente (Avellaneda). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  10. Ricardo Enrique Bochini — Fuiste, sos y serás el más grande. Eternamente gracias. GraciasMaestro.com.ar (21 აპრილი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-21. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  11. Borinsky, Diego. (29 სექტემბერი, 2009) Ricardo Bochini: "Hoy se usa la palabra ídolo para cualquier cosa". El Gráfico. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  12. Pierrend, José Luis. (16 იანვარი, 2009) Argentina - Player of the Year 1983 · Ricardo Bochini (Independiente). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  13. Pierrend, José Luis. (16 იანვარი, 2009) Argentina - Player of the Year 1970 · Héctor Yazalde Pastoriza (Independiente). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  14. Arotaritei, Sorin; Di Maggio, Roberto. (19 აგვისტო, 2020) Argentina - Player of the Year 1970 · Héctor Yazalde Pastoriza (Independiente). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  15. Football player Hector Yazalde holding his European Golden Boot award, as the highest goal scorer in the European league, Boulogne, France, circa 1974.. Photo by Keystone/Hulton Archive/Getty Images. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  16. Pierrend, José Luis. (16 იანვარი, 2009) Argentina - Player of the Year 1971 · José Omar Pastoriza (Independiente). RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  17. Ciullini, Pablo. (17 აპრილი, 2014) Argentina 1993/94. Torneo Clausura 1994. RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  18. Roimiser, Javier. (17 მარტი, 2004) Argentina 2002/03. Torneo Apertura. RSSSF. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  19. Sitio Oficial del Estadio Libertadores de América. estadioldareb.com. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2023
  20. Estadio Libertadores de América. clubaindependiente.com.ar. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2023
  21. Estadio Libertadores de América
  22. Estadio Libertadores de América (Historia). clubaindependiente.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-14. ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  23. Intercontinental Cup 1964. Independiente (Argentina) 1–0 Internazionale (Italy). RSSSF (8 ივლისი, 2000). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  24. Intercontinental Cup 1965. Independiente (Argentina) 0–0 Internazionale (Italy). RSSSF (7 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  25. Intercontinental Cup 1972. Independiente (Argentina) 1–1 Ajax (Netherlands). RSSSF (16 ივლისი, 2000). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  26. Intercontinental Cup 1974. Independiente (Argentina) 1–0 Atlético Madrid (Spain). RSSSF (16 ივლისი, 2000). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  27. Copa Libertadores de América 1964. Independiente (Argentina) 0–0; 1–0 Nacional (Uruguay). RSSSF (29 ნოემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  28. Copa Libertadores de América 1965. Independiente (Argentina) 1–0; 1–3; 4–1 Peñarol (Uruguay). RSSSF (29 ნოემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  29. Copa Libertadores de América 1972. Independiente (Argentina) 0–0; 2–1 Universitario (Perú). RSSSF (21 მარტი, 2016). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  30. Copa Libertadores de América 1973. Independiente (Argentina) 1–1; 0–0; 2–1 Colo Colo (Chile). RSSSF (28 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  31. Copa Libertadores de América 1974. Independiente (Argentina) 1–2; 2–0; 1–0 São Paulo (Brasil). RSSSF (28 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  32. Copa Libertadores de América 1975. Independiente (Argentina) 0–1; 3–1; 2–0 Unión Española (Chile). RSSSF (28 თებერვალი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  33. Copa Libertadores de América 1984. Independiente (Argentina) 1–0; 0–0 Grêmio (Brasil). RSSSF (7 მარტი, 2013). ციტირების თარიღი: 24 თებერვალი, 2021
  34. Diego Paulich. Bochini: dos goles y mucha emoción // Olé
  35. კლუბისა და არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
  36. 18 ოქტომბერი, 1981
  37. „ინდეპენდიენტე“ 1967 წლის არგენტინის ჩემპიონი.
  38. „გრემიო“ - „ინდეპენდიენტე“, 24 ივლისი, 1984.
  39. ესტადიო ლიბერტადორეს დე ამერიკა (ესპ. Estadio Libertadores de América) „ინდეპენდიენტეს“ საშინაო არენა, 2014.
  40. კლუბის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და ტიტულოვანი ფეხბურთელი.
  41. Copa Libertadores de América 1984. Independiente (ARG) 1–0 Grêmio (BRA). RSSSF (7 მარტი, 2013). ციტირების თარიღი: 22 თებერვალი, 2021