ომარ ლაროსა

არგენტინელი ფეხბურთელი

ომარ რუბენ ლაროსა (ესპ. Omar Ruben Larrosa; დ. 18 ნოემბერი, 1947, ლანუსი, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3][4][5][6]

ომარ ლაროსა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ომარ რუბენ ლაროსა
დაბადების
თარიღი
18 ნოემბერი, 1947 (1947-11-18) (77 წლის)
დაბადების
ადგილი
ლანუსი, ბუენოს-აირესი,
არგენტინა
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1967–1968 ბოკა ხუნიორსი 9 (1)
1969 არხ. ჯუნიორსი 31 (7)
1970 ბოკა ხუნიორსი 22 (0)
1971 კომუნიკასიონესი ? (?)
1972–1976 ურაკანი 228 (42)
1977–1980 ინდეპენდიენტე 156 (23)
1980 ველესი 13 (4)
1981 სან-ლორენსო 27 (4)
ეროვნული ნაკრები
1977–1978 არგენტინა 11 (0)
სამწვრთნელო კარიერა
2010– ბოკა ხუნიორსი (თ.)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

2010 წლიდან მუშაობს „ბოკა ხუნიორსის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

სხვადასხვა დროს იცავდა „ბოკა ხუნიორსის“, „არხენტინოს ჯუნიორსის“, „კომუნიკასიონესის“, „ურაკანის“, „ინდეპენდიენტეს“, „ველეს სარსფილდის“, „სან-ლორენსოსა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი „ბოკა ხუნიორსის“ 1970, „ურაკანის“ 1973 და „ინდეპენდიენტეს“ 1977, 1978 შემადგენლობაში.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1977–1978 წლებში წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 11 შეხვედრა ჩაატარა,[7] რომლის მაისურით პირველად 1977 წლის 29 მაისს, პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: უგო გატი, ხორხე კარასკოსა, დანიელ კილერი, ხორხე ოლგინი, ოსვალდო არდილესი, დანიელ ბერტონი, ამერიკო გალიეგო, ოსკარ ორტისი, რიკარდო ვილა, ვისენტე პერნია და ლეოპოლდო ლუკე. ლაროსა შეხვედრის 62-ე წუთზე ოსკარ ორტისის ნაცვლად შევიდა მოედანზე. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–1 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1978 წლის 25 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. ლაროსამ შეხვედრის 65-ე წუთზე ოსვალდო არდილესი შეცვალა. მატჩი ბუენოს-აირესში გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით ანგარიშით — 3–1 დასრულდა. მისი მონაწილეობით გამართული 11 მატჩიდან არგენტინელებმა 6 შეხვედრა მოიგეს, ორი დათმეს და სამიც ფრედ დაამთავრეს.

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება
თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 29.05.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   3–1   პოლონეთი
ამხანაგური
  62'
[8]
2 05.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–3   გფრ
ამხანაგური
  75'
[9]
3 12.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–1   ინგლისი
ამხანაგური
  55'
[10]
4 18.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–1   შოტლანდია
ამხანაგური
  70'
[11]
5 26.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   0–0   საფრანგეთი
ამხანაგური
[12]
6 19.03.1978
მარ-დელ-პლატა
არგენტინა   2–1   პერუ
კასტილიას თასი
(1) 
[13]
7 23.03.1978
ლიმა
პერუ   1–3   არგენტინა
კასტილიას თასი
 
[14]
8 29.03.1978
ბუენოს-აირესი
არგენტინა   3–1   ბულგარეთი
ამხანაგური
 
[15]
9 25.04.1978
მონტევიდეო
ურუგვაი   2–0   არგენტინა
ამხანაგური
 
[16]
10 21.06.1978 როსარიო არგენტინა   6–0   პერუ არგენტინა 78 [17]
11 25.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა   3–1   ნიდერლანდები არგენტინა 78
  65'  93'
[18]
(1)[19]

მსოფლიო ჩემპიონატზე

რედაქტირება

ომარ ლაროსამ 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა — პერუსა და ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.[20][21][22]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978   არგენტინა   12 ნახევარმცველი 2 0 2 0 0 ჩემპიონი

მიღწევები

რედაქტირება
  ბოკა ხუნიორსი
  ურაკანი
  ინდეპენდიენტე

სანაკრებო

რედაქტირება
  არგენტინა

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · BDFA · 1978 FIFA World Cup Argentina · IMDb · RSSSF · FIFA World Cup · Argentina 78 · National Football Teams · Argentina national football team 1977 · Argentina national football team 1978 · Planet World Cup · FIFA World Cup 1978 · Argentina's World Cup squad 1978 · Scribd