ოსკარ ალბერტო ორტისი

არგენტინელი ფეხბურთელი

ოსკარ ალბერტო ორტისი (ესპ. Oscar Alberto Ortiz; დ. 8 აპრილი, 1953, ჩაკაბუკო, ბუენოს-აირესის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]

ოსკარ ალბერტო ორტისი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ოსკარ ალბერტო ორტისი
დაბადების
თარიღი
8 აპრილი, 1953 (1953-04-08) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
ჩაკაბუკო, არგენტინა
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
მარცხენა გარემარბი,
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1976 სან-ლორენსო 128 (20)
1976 გრემიო 19 (0)
1977–1981 რივერ პლეიტი 101 (10)
1981–1982 ურაკანი 25 (3)
1982–1983 ინდეპენდიენტე 30 (0)
ეროვნული ნაკრები
1975–1979 არგენტინა 23 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ოსკარ ალბერტო ორტისი საკლუბო კარიერას 1971 წელს — არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „სან-ლორენსოში“ იწყებს. გუნდში 1976 წლამდე თამაშობს, სადაც საერთო ჯამში ქვეყნის პირველობის 128 შეხვედრაში იღებს მონაწილეობას და 20 გოლი გააქვს. მის შემადგენლობაში 1972 წელს ნასიონალის და მეტროპოლიტანოს, ხოლო 1974 წელს ნასიონალის გათამაშებაში იმარჯვებს.[4]

1976 წელს ბრაზილიურ „გრემიოს“ უერთდება, თუმცა მალევე უკან, არგენტინაში ბრუნდება და ამჯერად ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტში“ აგრძელებს თამაშს, სადაც 1977–1981 წლებში ეროვნული ჩემპიონატის 101 შეხვედრაში გამოდის მინდორზე და ათჯერ იღებს მეტოქეთა კარს. მის შემადგენლობაში 1979 წელს ნასიონალის, ხოლო 1977, 1979 და 1980 წლებში მეტროპოლიტანოს გამარჯვებული ხდება.[5]

1981–1982 წლებში „ურაკანის“ რიგებშია. ამ გუნდის მაისურით არგენტინის ჩემპიონატის 25 შეხვედრაში სამი გოლის გატანას ახერხებს. ამის შემდეგ აველიანედას „ინდეპენდიენტეში“ აგრძელებს თამაშს, სადაც კიდევ ერთხელ ხდება მეტროპოლიტანოს ჩემპიონი. სათამაშო კარიერას 1983 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.[6][7]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1975–1979 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 23 შეხვედრა ჩაატარა,[8] რომლის მაისურით პირველად 1975 წლის 18 ივლისს, ურუგვაის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ნიუტონის თასზე გამართულ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: რიკარდო ლა ვოლპე, ხორხე კარასკოსა, დანიელ კილერი, ნორბერტო ალონსო, რიკარდო ბოჩინი, რუბენ გალვანი, ოსკარ ორტისი, რენე ჰაუსმანი, ხულიო დანიელ ასადი, ხუან დომინგო როჩია და ხორხე ტრონკოსო. მატჩი მონტევიდეოში, „ესტადიო სენტენარიოზე“ გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3–2 დასრულდა.

ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1979 წლის 22 მაისს, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ფიფა-ს საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი ბერნის სტადიონ „ვანკდორფზე“ გაიმართა, რომლის ძირითად და დამატებითი დროში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს, ხოლო პენალტების სერიაში არგენტინელებმა ანგარიშით 8–7 გაიმარჯვეს.[9][10]

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება
თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 18.07.1975
კარაკასი
ურუგვაი   2–3   არგენტინა
ნიუტონის თასი
[11]
2 26.02.1976
ასუნსიონი
პარაგვაი   2–3   არგენტინა
ატლანტიკის თასი
[12]
3 27.02.1976
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–2   ბრაზილია
ატლანტიკის თასი
[13]
4 29.05.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   3–1   პოლონეთი
ამხანაგური
  62'
[14]
5 05.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–3   გფრ
ამხანაგური
  75'
[15]
6 12.06.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–1   ინგლისი
ამხანაგური
  56'
[16]
7 03.07.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   1–0   იუგოსლავია
ამხანაგური
[17]
8 12.07.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–0   გდრ
ამხანაგური
[18]
9 24.08.1977
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–1   პარაგვაი
ბოგადოს თასი
(1)   ?'
[19]
10 31.08.1977
ასუნსიონი
პარაგვაი   2–0   არგენტინა
ბოგადოს თასი
(2)  60'
[20][21]
11 19.03.1978
მარ-დელ-პლატა
არგენტინა   2–1   პერუ
კასტილიას თასი
(3)
[22]
12 23.03.1978
ლიმა
პერუ   1–3   არგენტინა
კასტილიას თასი
[23]
13 29.03.1978
ბუენოს-აირესი
არგენტინა   3–1   ბულგარეთი
ამხანაგური
  13'
[24][25]
14 20.04.1978
ბუენოს-აირესი
არგენტინა   3–1   ირლანდია[კომ. 1]
ამხანაგური
  ?'
[26]
15 03.05.1978
ბუენოს-აირესი
არგენტინა   3–0   ურუგვაი
ამხანაგური
  ?'
[27]
16 06.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა   2–1   საფრანგეთი არგენტინა 78
  71'
[28]
17 10.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა   0–1   იტალია არგენტინა 78
  72'
[29]
18 14.06.1978 როსარიო არგენტინა   2–0   პოლონეთი არგენტინა 78
  83'
[30]
19 18.06.1978 როსარიო არგენტინა   0–0   ბრაზილია არგენტინა 78
  60'
[31]
20 21.06.1978 როსარიო არგენტინა   6–0   პერუ არგენტინა 78 [32]
21 25.06.1978 ბუენოს-აირესი არგენტინა   3–1   ნიდერლანდები არგენტინა 78
  74'
[33]
22 25.04.1979
ბუენოს-აირესი
არგენტინა   2–1   ბულგარეთი
ამხანაგური
  66'
[34][35]
23 22.05.1979
ბერნი
არგენტინა   0–0   ნიდერლანდები
ამხანაგური
(4)  85'
[36][37]
(1) [38] (2) (პენ.) 3–1 (3)[39] (4) (პენ.) 8–7

სტატისტიკა

რედაქტირება

სანაკრებო

რედაქტირება
ეროვნული
ნაკრები
წლები ამხანაგური მუნდიალი ატლანტიკის თასი სხვა ჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
არგენტინა
 
1975 0 0 - - - - 1 0 1 0
1976 0 0 - - 2 0 - - 2 0
1977 5 0 - - - - 2 1 7 1
1978 3 2 6 0 - - 2 0 11 2
1979 2 0 - - - - - - 2 0
სულ ჯამში 10 2 6 0 2 0 5 1 23 3

მსოფლიო ჩემპიონატზე

რედაქტირება

ოსკარ ალბერტო ორტისმა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[40][41]

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1978   არგენტინა   16 თავდამსხმელი 6 0 4 1 1 ჩემპიონი

მიღწევები

რედაქტირება
 
ორტისი „ელ გრაფიკოს“ გარეკანზე.[კომ. 2]
  სან-ლორენსო
არგენტინის პრიმერა დივიზიონი
  რივერ პლეიტი
  ინდეპენდიენტე

სანაკრებო

რედაქტირება
  არგენტინა
მსოფლიო ჩემპიონატი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
AFS · BDFA · albicelestes.com · FootballFacts.ru · Transfermarkt · Weltfussball.de · San Lorenzo Jugadores · National Football Teams · Argentina national football team · 1975 · 1976 · 1977 · 1978 · 1979 · Scribd · Planet World Cup · FIFA World Cup 1978 · Argentina's World Cup squad 1978 · RSSSF · FIFA World Cup 1978

კომენტარები

რედაქტირება
  1. ირლანდიის საფეხბურთო ლიგის ნაკრები (ინგლ. League of Ireland).
  2. მეორე რიგში მარჯვნიდან პირველი: ოსკარ ალბერტო ორტისი. 16 მაისი, 1978
  1. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978) // rsssf
  2. 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
  3. Ortiz Oscar Alberto, "El Negro" // once-onze.narod.ru
  4. Oscar "El Negro" Ortiz
  5. "Nunca fui un profesional del fútbol, yo jugaba a la pelota"
  6. Oscar Ortiz: de una vida de sacrificios a campeón del mundo
  7. 65 anos de Oscar Ortiz, ponta da seleção de 1978
  8. Argentina National Team Players 1964-1998: Ortiz Oscar Alberto.
  9. Argentina 0-0 (pen. 8-7) Netherlands, 22 May 1979.
  10. 22/05/1979 Argentina v Netherlands.
  11. Uruguay 2–3 Argentina, 18 July 1975.
  12. Paraguay 2–3 Argentina, 26 February 1976.
  13. Argentina 1–2 Brazil, 27 February 1976.
  14. Argentina 3–1 Poland, 29 May 1977.
  15. Argentina 1–3 West Germany, 05 June 1977.
  16. Argentina 1–1 England, 12 June 1977.
  17. Argentina 1–0 Yugoslavia, 03 July 1977.
  18. Argentina 2–0 East Germany, 12 July 1977.
  19. Argentina 2–1 Paraguay, 24 August 1977.
  20. Paraguay 2–0 Argentina, 31 August 1977.
  21. Paraguay 2–0 Argentina, 31 Aug 1977.
  22. Argentina 2–1 Peru, 19 March 1978.
  23. Peru 1–3 Argentina, 23 March 1978.
  24. Argentina 3–1 Bulgaria, 29 March 1978.
  25. 3–1: Argentina Derroto A Bulgaria.
  26. Argentina 3–1 League of Ireland, 20 April 1978.
  27. Argentina 3–0 Uruguay, 03 May 1978.
  28. Argentina 2–1 France, 06 June 1978.
  29. Argentina 0–1 Italy, 10 June 1978.
  30. Argentina 2–0 Poland, 14 June 1978.
  31. Argentina 0–0 Brazil, 18 June 1978.
  32. Argentina 6–0 Peru, 21 June 1978.
  33. Argentina 3–1 Netherlands, 25 June 1978.
  34. Argentina 2–1 Bulgaria, 25 April 1979.
  35. Argentina 2–1 Bulgaria, 25 April 1979.
  36. Argentina 0–0 Netherlands / Wankdorfstadion, 22.05.1979
  37. Argentina 0–0 Netherlands, 22 May 1979.
  38. Copa Félix Bogado 1977 (24 Aug. Argentina 2-1 Paraguay).
  39. Copa Ramón Castilla 1978 (19 Mar. Argentina 2-1 Peru).
  40. მსოფლიო ჩემპიონატი 1978 (სტატისტიკა)
  41. Oscar Ortiz in the World Cups
  42. 1978 FIFA World Cup Argentina ™