ასუნსიონი
ასუნსიონი (ესპ. Asunción. სრული სახელი: ლა-მუი-ნობლე-ი-ლეალ-სიუდად-დე-ნუესტრა-სენიორა-სანტა-მარია-დე-ლა-ასუნსიონ) — პარაგვაის დედაქალაქი. ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. მდინარე პარაგვაის მარცხენა სანაპიროს დაბლობზე.
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ასუნსიონი Asunción | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
კოორდინატები | 25°17′47″ ს. გ. 57°38′29″ დ. გ. / 25.29639° ს. გ. 57.64139° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1537 | ||||
ფართობი | 117 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 43 მ | ||||
მოსახლეობა | 512 112 კაცი (2002) | ||||
სიმჭიდროვე | 4 377 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1 639 000 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | +55 021 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1001–1925 | ||||
ოფიციალური საიტი | mca.gov.py | ||||
ისტორია რედაქტირება
ასუნსიონი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მას ხშირად „ქალაქების დედასაც“ უწოდებენ, რადგან სწორედ აქედან მიეშურებოდნენ კოლონიზატორები სხვა ქალაქების დასაფუძნებლად. მათ სწორედ ასე დააარსეს ბუენოს-აირესი.
მდინარე პარაგვაის დინებას გაყოლილმა კოლონიზატორებმა, საკმაოდ მეგობრულად დახვედრილი ადგილობრივების დასახლებაში 1537 წლის 15 აგვისტოს, ციხე-სიმაგრე ააგეს, რომელიც ნელ-ნელა გაფართოვდა და 1541 წლის 16 სექტემბრიდან ასუნსიონის წინაპრად იქცა. ქალაქი თანდათან დიდი კოლონიური პროვინციის ცენტრად გადაიქცა, რომელიც მოიცავდა თანამედროვე პარაგვაის, ასევე ბრაზილიისა და არგენტინის ნაწილებს.