ლიმპიო
ლიმპიო (ესპ. Limpio), წარსულში ცნობილი როგორც ტაპუა — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალურ დეპარტამენტში. 1785 წლის 2 თებერვალს დააარსა მისიონერმა ლუის დე ბოლანიოსმა სახელით — სან-ხოსე-დე-ლოს-კამპოს-ლიმპიოს-დე-ტაპუა.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლიმპიო Limpio | |||
| |||
ქვეყანა | პარაგვაი | ||
დეპარტამენტი | ცენტრალური | ||
კოორდინატები | 25°10′06″ ს. გ. 57°29′39″ დ. გ. / 25.16833° ს. გ. 57.49417° დ. გ. | ||
დაარსდა | 1785 | ||
ფართობი | 117 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 87 მეტრი | ||
მოსახლეობა | 87 301 კაცი (2008) | ||
სიმჭიდროვე | 23 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | 291 | ||
საფოსტო ინდექსი | 2020 | ||
იგი ესპანურ-გუარანის შეჯვარების ერთ-ერთი პირველი ცენტრი იყო. ესაზღვრება მდინარეები: პარაგვაი, სალადო და სან-ფრანსისკო. მფარველი წმინდანია წმინდა იოსები.
ლიმპიო პარაგვაის ერთ-ერთ უძველეს ქალაქად მიიჩნევა. მისი ფართობი დაახლოებით 117 კმ²-ია. მოიცავს 20 კვარტალს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ სასოფლო-სამეურნეო ხასიათისაა, მაგრამ ზოგიერთი უფრო ურბანიზებულია.
ქალაქი გაშენებულია დედაქალაქ ასუნსიონიდან 23 კმ-ის დაშორებით, ცენტრალური დეპარტამენტის სხვა ქალაქებს შორის. გააჩნია პორტი მდინარე პარაგვაიზე, რომელიც ადრეულ წლებში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა კომერციულ საქმიანობასა და ადგილობრივ ინდუსტრიაში. ეს რაიონი იმიგრაციული ცენტრია, უპირველესად ასუნსიონისა და ინფრასტრუქტურის სიახლოვის გამო.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Midamos დაარქივებული 2008-02-18 საიტზე Wayback Machine.
- Viajes a დაარქივებული 2008-07-10 საიტზე Wayback Machine.
- SENATUR დაარქივებული 2015-05-20 საიტზე Wayback Machine.
- World Gazeteer: Paraguay[მკვდარი ბმული] – World-Gazetteer.com