დანიელ კილერი

არგენტინელი ფეხბურთელი

დანიელ პედრო კილერი (ესპ. Daniel Pedro Killer; დ. 21 დეკემბერი, 1949, როსარიო, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, მცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3][4]

დანიელ კილერი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დანიელ პედრო კილერი
დაბადების
თარიღი
21 დეკემბერი, 1949 (1949-12-21) (75 წლის)
დაბადების
ადგილი
როსარიო,
სანტა-ფეს პროვინცია,
არგენტინა
სიმაღლე 169 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1970–1976 როსარიო სენტრალი 185 (18)
1977–1978 რასინგ კლუბი 77 (4)
1979–1981 ნიუელს ოლდ ბოისი 117 (3)
1982–1983 ველეს სარსფილდი 30 (0)
1984 ბუკარამანგა 8 (0)
1984 ესტუდიანტესი 4 (0)
1984–1986 ატლეტიკო უნიონი 45 (1)
1986–1987 არხენტინო (რ) 0 (0)
ეროვნული ნაკრები
1972–1978 არგენტინა 23 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

დანიელ პედრო კილერი საკლუბო კარიერას 1970 წელს — არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე „როსარიო სენტრალში“[5][6][7][8] იწყებს, სადაც 1976 წლის ჩათვლით თამაშობს. მის შემადგენლობაში 1971 წელს არგენტინის პრიმერის ნასიონალის ჩემპიონატს იგებს — „როსარიო“ ნახევარფინალში ჯერ „ნიუელს ოლდ ბოისს“ ამარცხებს (1–0), ხოლო შემდეგ, ფინალში — „სან-ლორენსოს“ უგებს (2–1) და ტიტულს ეუფლება.[9] მომდევნო სეზონში მისი გუნდი ეროვნული ჩემპიონატის ორივე ტურნირზე მეექვსე ადგილს იკავებს. კილერთან ერთად „როსარიო“ ნასიონალის გათამაშებაში მეორედ 1973 წელს იმარჯვებს, როდესაც ფინალური ჯგუფის სამი შეხვედრიდან ორს იგებს („რივერ პლეიტთან“ — 3–1 და 2–1 — „ატლანტასთან“) და ერთს ფრედ ასრულებს („სან-ლორენსოსთან“ — 1–1).[10] ამ გუნდის ღირსებას, ქვეყნის პირველობის 185 შეხვედრაში იცავს (18 გოლი).

1977–1978 წლებში აველიანედას „რასინგ კლუბის“ რიგებშია[11] (77 მატჩი, 7 გოლი). 1979–1981 წლებში როსარიოს „ნიუელს ოლდ ბოისის“[12] შემადგენლობაში აგრძელებს სათამაშო კარიერას (117 მატჩი, 3 გოლი). 1982–1983 წლებში „ველეს სარსფილდში“[13] გამოდის, სადაც ჩემპიონატის 30 მატჩს თამაშობს. 1984 წლიდან ჯერ კოლუმბიის „ატლეტიკო ბუკარამანგას“,[14][15][16] ხოლო შემდეგ არგენტინის „ესტუდიანტეს დე რიო კუარტოს“[17][18][19] რიგებში ირიცხება.

1984–1986 წლებში სანტა-ფეს „ატლეტიკო უნიონის“[20] მოთამაშეა. საფეხბურთო კარიერას 1987 წელს არგენტინის მესამე დივიზიონის მონაწილე — „არხენტინო დე როსარიოში“[21][22] ასრულებს.

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1972–1978 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 23 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა,[23][24][25] რომლის მაისურით პირველად 1972 წლის 25 ოქტომბერს, პერუს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. არგენტინელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: დანიელ კარნევალე, ხორხე ოლგინი, ანხელ ბარგასი, რამონ ერედია, ენრიკე ვოლფი, ნორბერტო ალონსო, მიგელ ანხელ ბრინდისი, რუბენ აიალა, მარიო რუბენ მენდოსა, რეინალდო მერლო, რამონ ექტორ პონსე და ანტონიო როსლი. დანიელ კილერი ანტონიო როსლის ნაცვლად შევიდა მოედანზე. მატჩი ლიმაში, „ესტადიო ნასიონალზე“ გაიმართა და არგენტინელთა გამარჯვებით ანგარიშით — 2–0 დასრულდა. ეროვნული ნაკრების რიგებში უკანასკნელად 1978 წლის 25 აპრილს, ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მატჩი მონტევიდეოში, „ესტადიო სენტენარიოზე“ გაიმართა და ურუგვაელთა გამარჯვებით ანგარიშით — 2–0 დასრულდა. მისი მონაწილეობით გამართული 23 მატჩიდან არგენტინელებმა 12 შეხვედრა მოიგეს, 7 დათმეს და 4 ფრედ დაამთავრეს.

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება
თარიღი ადგილი მასპინძელი ანგარიში სტუმარი შეჯიბრება შენიშვნა წყარო
1 25.10.1972 პერუ   0–2   არგენტინა [26]
2 18.07.1975 ურუგვაი   2–3   არგენტინა [27]
3 03.08.1975 ვენესუელა   1–5   არგენტინა [28]
4 06.08.1975 ბრაზილია   2–1   არგენტინა [29]
5 10.08.1975 არგენტინა   11–0   ვენესუელა
  8'41'62'
[30][31]
6 16.08.1975 არგენტინა   0–1   ბრაზილია [32]
7 26.02.1976 პარაგვაი   2–3   არგენტინა [33]
8 27.02.1976 არგენტინა   1–2   ბრაზილია [34]
9 20.03.1976 სსრკ   0–1   არგენტინა [35]
10 24.03.1976
ხოჟუვი
პოლონეთი   1–2   არგენტინა [36]
11 27.03.1976 უნგრეთი   2–0   არგენტინა [37]
12 08.04.1976 არგენტინა   4–1   ურუგვაი [38]
13 28.04.1976 არგენტინა   2–2   პარაგვაი [39]
14 13.10.1976 არგენტინა   2–0   ჩილე [40]
15 28.11.1976 არგენტინა   0–0   სსრკ [41]
16 27.02.1977 არგენტინა   5–1   უნგრეთი [42]
17 22.03.1977 არგენტინა   1–1   ირანი
(1)
[43]
18 29.05.1977 არგენტინა   3–1   პოლონეთი [44]
19 12.06.1977 არგენტინა   1–1   ინგლისი [45]
20 18.06.1977 არგენტინა   1–1   შოტლანდია [46]
21 26.06.1977 არგენტინა   0–0   საფრანგეთი
  69'
[47]
22 31.08.1977 პარაგვაი   2–0   არგენტინა
ბოგადოს თასი
(2)
[48]
23 25.04.1978 ურუგვაი   2–0   არგენტინა [49]
(1) (პენ.) 4–1 (2) [50]

მიღწევები

რედაქტირება
  როსარიო სენტრალი

სანაკრებო

რედაქტირება
  არგენტინა

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
AFS · Albicelestes · BDFA · BeSoccer · FBref.com · FIFA · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · oGol.com.br · playmarkerstats.com · Scribd · Transfermarkt · WorldFootball.net
მედია
Entrevista a Daniel Pedro Killer
ვიდეო
YouTube · Charla con Daniel Killer · Fútbol más pasión 09-03-17
  1. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
  2. 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-04-11.
  3. Argentina's World Cup squad 1978.
  4. World Cup 1978 finals.
  5. Killer: Un Canalla campeón del mundo. rosariocentral.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-02. ციტირების თარიღი: 2021-08-28.
  6. Club Atlético Rosario Central. rosariocentral.com.
  7. Daniel Pedro Killer. arribacentral.com.ar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-15. ციტირების თარიღი: 2021-07-02.
  8. Daniel "Caballo" Killer. taringa.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-19. ციტირების თარიღი: 2022-10-14.
  9. Campeonato Nacional 1971 (Nacional Championship).
  10. Campeonato Nacional 1973 (Nacional Championship).
  11. Racing Club de Avellaneda. racingclub.com.ar.
  12. Club Atlético Newell's Old Boys. newellsoldboys.com.ar.
  13. Club Atlético Vélez Sarsfield. velezsarsfield.com.ar.
  14. Atlético Bucaramanga. atleticobucaramanga.com.co.
  15. Atlético Bucaramanga. footballdatabase.eu.
  16. Club Atlético Bucaramanga S.A. streetvi.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-24. ციტირების თარიღი: 2024-06-04.
  17. Asociación Atlética Estudiantes de Río Cuarto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-11. ციტირების თარიღი: 2021-12-26.
  18. Asociación Atlética Estudiantes de Río Cuarto. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-20. ციტირების თარიღი: 2022-04-11.
  19. Estudiantes de Río Cuarto. paginaceleste.blogspot.com.
  20. Sitio Oficial del Club Atlético Unión de Santa Fe. clubaunion.com.ar.
  21. Club Atlético Argentino de Rosario. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-04. ციტირების თარიღი: 2022-10-14.
  22. Argentino de Rosario. El subcampeón que descendió. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-05. ციტირების თარიღი: 2022-10-14.
  23. Argentina National Team Players 1964-1998: Killer Daniel Pedro.
  24. Daniel Pedro Killer International matches (1975–1978).
  25. Daniel Pedro Killer. Futbolistas.
  26. Peru 0–2 Argentina, 25 October 1972.
  27. Uruguay 2–3 Argentina, 18 July 1975.
  28. Venezuela 1–5 Argentina, 03 August 1975.
  29. Brazil 2–1 Argentina, 06 August 1975.
  30. Argentina 11–0 Venezuela, 10 August 1975.
  31. Argentina 11–0 Venezuela, 10 Aug 1975.
  32. Argentina 0–1 Brazil, 16 August 1975.
  33. Paraguay 2–3 Argentina, 26 February 1976.
  34. Argentina 1–2 Brazil, 27 February 1976.
  35. USSR 0–1 Argentina, 20 March 1976.
  36. Poland 1–2 Argentina, 24 March 1976.
  37. Hungary 2–0 Argentina, 27 March 1976.
  38. Argentina 4–1 Uruguay, 08 April 1976.
  39. Argentina 2–2 Paraguay, 28 April 1976.
  40. Argentina 2–0 Chile, 13 October 1976.
  41. Argentina 0–0 USSR, 28 November 1976.
  42. Argentina 5–1 Hungary, 27 February 1977.
  43. Argentina 1–1 Iran, 22 March 1977.
  44. Argentina 3–1 Poland, 29 May 1977.
  45. Argentina 1–1 England, 12 June 1977.
  46. Argentina 1–1 Scotland, 18 June 1977.
  47. Argentina 0–0 France, 26 June 1977.
  48. Paraguay 2–0 Argentina, 31 August 1977.
  49. Uruguay 2–0 Argentina, 25 April 1978.
  50. Copa Félix Bogado 1977.
  51. 1978 FIFA World Cup Argentina ™