რასინგ კლუბ დე აველიანედა (საფეხბურთო კლუბი)
რასინგ კლუბ დე აველიანედა (ესპ. Racing Club de Avellaneda) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ აველიანედიდან. ასევე ცნობილია როგორც რასინგ კლუბი ან უბრალოდ რასინგი. დაფუძნდა 1903 წლის 25 მარტს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ და პოპულარულ გუნდად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. „ბოკა ხუნიორსთან“,[1] „ინდეპენდიენტესთან“,[2][3] „რივერ პლეიტთან“[4] და „სან-ლორენსოსთან“[5] ერთად შედის არგენტინული საფეხბურთო კლუბების დიდ ხუთეულში.[6]
![]() | ||||
სრული სახელი |
Racing Club de Avellaneda რასინგ კლუბ დე აველიანედა | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | La Academia | |||
დაარსდა | 25 მარტი, 1903 | |||
სტადიონი |
„ესტადიო ხუან დომინგო პერონი“ აველიანედა, არგენტინა (ტევადობა: 61 000 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი |
![]() | |||
მწვრთნელი |
![]() | |||
ლიგა | არგენტინის პრიმერა დივიზიონი | |||
2022 | მე-2 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
ისტორიარედაქტირება
„რასინგ კლუბის“ ისტორია სათავეს 1903 წლის 25 მარტიდან, ბუენოს-აირესის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ აველიანედაში იღებს. იგი პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელიც ამ ქალაქში დაფუძნდა. ორი წლის შემდეგ, ამავე ქალაქში შეიქმნა მეორე საფეხბურთო კლუბი ინდეპენდიენტე — „რასინგის“ მთავარი და ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე.[7] არგენტინული ფეხბურთის სამოყვარულო პერიოდში[8] „რასინგ კლუბი“ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სტაბილურ და ძლიერ გუნდად ითვლებოდა.
„რასინგმა“ 1913–1919 წლებში ზედიზედ შვიდჯერ შეძლო ქვეყნის ჩემპიონატში გამარჯვება. 1920-იან წლებში დამატებით კიდევ ორჯერ დაეუფლა ჩემპიონის წოდებას და ჯამში მოპოვებული ცხრა საჩემპიონო ტიტულით, სამოყვარულო პერიოდის ყველაზე ტიტულოვან კლუბად რჩება ამჟამად არსებულ არგენტინულ საფეხბურთო კლუბებს შორის.[9][10].
პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარებიდან „რასინგი“ პირველი იყო, ვინც სამჯერ ზედიზედ (1949, 1950, 1951)[10] მოიგო არგენტინის ჩემპიონატი. ამავე პერიოდში, კერძოდ 1950 წლის 3 სექტემბერს გაიხსნა გუნდის ახალი სტადიონი, რომელსაც სახელი არგენტინის პრეზიდენტის ხუან პერონის პატივსაცემად ეწოდა — „ესტადიო პრესიდენტე ხუან დომინგო პერონ“ (ესპ. Estadio Presidente Juan Domingo Perón). სტადიონი ასევე ცნობილია სახელწოდებით „ელ სილინდრო“ (ესპ. El Cilindro de Avellaneda) და „ელ კოლისეო“ (ესპ. El Coliseo).
მომდევნო პერიოდში „რასინგმა“ კიდევ სამჯერ (1958, 1961, 1966)[10] შეძლო ჩემპიონატში გამარჯვება. 1966 წელს მოპოვებული ჩემპიონობის წყალობით კლუბმა ლიბერტადორესის თასის მომდევნო წლის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. იმ პერიოდში გუნდის ღირსებას იცავდნენ ისეთი აღიარებული ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ აგუსტინ სეხასი, რობერტო პერფუმო, ალფიო ბასილე, უმბერტო მაშიო[11] და სხვ. მათი წინამძღოლობით და გუნდის იმჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ხუან ხოსე პისუტის თავკაცობით კლუბმა 1967 წელს ჯერ ლიბერტადორესის თასი,[12] ხოლო შემდეგ — არგენტინულ საფეხბურთო კლუბებს შორის ისტორიაში პირველმა — საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, იმ პერიოდის ევროპის საუკეთესო კლუბთან, „სელტიკთან“ შეუპოვარ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ.[13]
სტადიონირედაქტირება
ფეხბურთელებირედაქტირება
შემადგენლობა 2019–2020რედაქტირება
2020 წლის 21 მარტის მონაცემებით [14][15]შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
მიღწევებირედაქტირება
- ქვემოთ მოყვანილია „რასინგის“ მიერ მოპოვებული ტიტულები და სხვა მიღწევები როგორც არგენტინის პრიმერაში, ასევე არგენტინის მეორე დივიზიონში ასპარეზობისას.:[20]
ეროვნული ტურნირები (35)რედაქტირება
ოფიციალური ეროვნული ტურნირები (33/23) | ||
---|---|---|
ტურნირი | ჩემპიონი/თასის მფლობელი | ვიცე-ჩემპიონი/ფინალისტი |
არგენტინის პრიმერა დივიზიონი (18/9) | 1913, 1914, 1915, 1916, 1917, 1918, 1919, 1921, 1925, 1949, 1950, 1951, 1958, 1961, 1966, 2001,[21] 2014, 2018/19 [6] | 1920, 1952, 1955, 1959, 1967,[22] 1972,[23] 1995,[24] 2011,[25] 2022 |
არგენტინის მეორე დივიზიონი (1/2) | 1910 | 1908, 1909 |
არგენტინის მესამე დივიზიონი (1/0) | 1905 | |
ადოლფო ბულრიჩის თასი (1/1) | 1910 | 1917 |
ღირსების თასი (4/0) [26] | 1912, 1913, 1915, 1917 | |
კარლოს იბარგურენის თასი (5/3) [27] | 1913, 1914, 1916, 1917, 1918 | 1915, 1950, 1958 |
ბეკარ ვარელას თასი (1/1) | 1932 | 1933 |
კოპა დე კომპეტენსია (1/2) [28] | 1933 | 1913, 1915 |
კოპა დე კომპეტენსია ბრიტანიკა (1/0) [29] | 1945 | |
კოპა დე კომპეტენსია ჟოკეი კლუბი (0/2) | 1913, 1915 | |
ადრიან ესკობარის თასი (0/1) [30] | 1949 | |
შვედეთის თასი (0/1) | 1958 | |
არგენტინის თასი (0/1) | 2011/12 | |
არგენტინის სუპერთასი (0/0) | ||
არგენტინის სუპერლიგის ჩემპიონთა თასი (1/0) | 2019 | |
კოპა ბისენტენარიო (0/1) [31] | 2016 [32][33][34] | |
ლიგუილა პრე-ლიბერტადირესი (2/1) * | 1996, 2015 | 1988 |
*Las Liguillas Pre-Libertadores no otorgan título de campeón. Se agregan al listado, pero no se suman como tales.
საერთაშორისო ტურნირები (6)რედაქტირება
ოფიციალური საერთაშორისო ტურნირები (6/7) | ||
---|---|---|
ტურნირი | თასის მფლობელი | ფინალისტი |
კუსენიერის ღირსების თასი (1/3) | 1913 | 1912, 1915, 1917 |
რიკარდო ალდაოს თასი (2/1) | 1917, 1918 | 1916 |
ლიბერტადორესის თასი (1/0) | 1967 | |
საკონტინენტთაშორისო თასი (1/0) | 1967 | |
ლიბერტადორესის სუპერთასი (1/1) | 1988 | 1992 |
ინტერამერიკანას სუპერთასი (1/0) * | 1988 | |
საკონტინენტთაშორისო ჩემპიონთა სუპერთასი (0/1) | 1969 | |
სამხრეთ ამერიკის რეკოპა (0/1) | 1989 |
*ინტერამერიკანას სუპერთასის გათამაშება მხოლოდ ერთხელ ჩატარდა და იმის მიუხედავად, რომ კონმებოლმა თავის დროზე თანხმობა განაცხადა ტურნირის ჩატარებაზე, იგი მას თავისად არ ცნობს და ამ გარემოების გამო ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირად აღიარებული არ არის, თუმცა კლუბი მას მაინც თვლის მის მიერ მოპოვებულ თავის მეშვიდე საერთაშორისო თასად.
ცნობილი ფეხბურთელებირედაქტირება
კლუბის ყველაზე მნიშვნელოვანი და გამოჩენილი ფეხბურთელები | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
მ | ფეხბურთელი | პოზიცია | წლები | მატჩი | გოლი | წყარო |
აგუსტინ მარიო სეხასი (ესპ. Agustín Mario Cejas) | 1962–1969, 1977–1980 | [35][36][37] | ||||
კლაუდიო უბედა (ესპ. Claudio Úbeda) | 1995–2003, 2005–2006 | [35][36][38] | ||||
ხუან კარლოს კარდენასი (ესპ. Juan Carlos Cárdenas) | 1964–1972, 1976 | [35][36][39] | ||||
ესრა სუედი (ესპ. Ezra Sued) | 1943–1954 | [35][36][40] | ||||
კარლოს ვისენტე სკეო (ესპ. Carlos Vicente Squeo) | 1969–1972, 1974–1977, 1984 | [35][36][41] | ||||
გუსტავო კოსტასი (ესპ. Gustavo Costas) | 1982–1992, 1994–1995 | [35][36][42] |
კლუბის მწვრთნელებირედაქტირება
- 1931 - არმანდო რეიესი (ესპ. Armando Reyes)
- 1933 - იენო მედიეში (უნგრ. Medgyessy Jenő)
- 1935 - ემილიო ფირპო (ესპ. Emilio Firpo)
- 1936 - ალეხანდრო სტირლინგი (ესპ. Alejandro Stirling)
- 1938 - მარიო ფორტუნატო (ესპ. Mario Fortunato)
- 1940 - ემილიო ფირპო (ესპ. Emilio Firpo)
- 1942 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
- 1942 - ანტონიო დე მარე (ესპ. Antonio De Mare)
- 1943 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
- 1945 - რენატო სესარინი (ესპ. Renato Cesarini)
- 1945 - ნიკოლას შიავონე (ესპ. Nicolás Schiavone)
- 1945 - გილერმო სტაბილე (ესპ. Guillermo Stábile)
- 1954 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
- 1954 - ხოსე დ'ამიკო (ესპ. José D'Amico)
- 1955 - საულ ონგარო (ესპ. Saúl Ongaro)
- 1958 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
- 1961 - საულ ონგარო (ესპ. Saúl Ongaro)
- 1962 - ხუან კარლოს ვერდეალი (ესპ. Juan Carlos Verdeal)
- 1962 - რუბენ ბრავო (ესპ. Rubén Bravo)
- 1963 - ნესტორ როსი (ესპ. Néstor Rossi)
- 1964 - ნორბერტო ანიდო (ესპ. Norberto Anido)
- 1964 - ხუან კარლოს ხიმენესი (ესპ. Juan Carlos Giménez)
- 1964 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
- 1965 - ხოსე გარსია პერესი (ესპ. José García Pérez)
- 1965 - რემიხიო ირონდო (ესპ. Remigio Irondo)
- 1965 - ხუან ხოსე პისუტი (ესპ. Juan José Pizzuti)
- 1970 - ხოსე სანტიაგო (ესპ. José Santiago)
- 1970 - ატაულფო სანჩესი (ესპ. Ataúlfo Sánchez)
- 1970 - ხუან ურიოლაბეიტია (ესპ. Juan Eulogio Urriolabeitia)
- 1971 - უმბერტო მაშიო (ესპ. Humberto Maschio)
- 1971 - ხოსე დელა ტორე (ესპ. José Della Torre)
- 1971 - ხოსე დ'ამიკო (ესპ. José D'Amico)
- 1971 - ვიქტორიო სპინეტო (ესპ. Victorio Spinetto)
- 1972 - ვიქტორ როდრიგესი (ესპ. Víctor Rodríguez)
- 1973 - ხუან კარლოს რული (ესპ. Juan Carlos Rulli)
- 1973 - მარიო გრიგუოლი (ესპ. Mario Griguol)
- 1973 - ანხელ ლაბრუნა (ესპ. Ángel Labruna)
- 1974 - ხუან ხოსე პისუტი (ესპ. Juan José Pizzuti)
- 1975 - ხოსე სანტიაგო (ესპ. José Santiago)
- 1975 - ოსვალდო სუბელდია (ესპ. Osvaldo Zubeldía)
- 1976 - ხუან კარლოს ხიმენესი (ესპ. Juan Carlos Giménez)
- 1976 - რობერტო იტურიეტა (ესპ. Roberto Iturrieta)
- 1976 - პედრო დელიაჩა (ესპ. Pedro Dellacha)
- 1977 - ალფიო ბასილე (ესპ. Alfio Basile)
- 1977 - ხუან კარლოს ხიმენესი (ესპ. Juan Carlos Giménez)
- 1977 - აგუსტინ მარიო სეხასი (ესპ. Agustín Mario Cejas)
- 1978 - ვიქტორ როდრიგესი (ესპ. Víctor Rodríguez)
- 1978 - აგუსტინ მარიო სეხასი (ესპ. Agustín Mario Cejas)
- 1978 - ხუან ურიოლაბეიტია (ესპ. Juan Eulogio Urriolabeitia)
- 1979 - ენრიკე ომარ სივორი (ესპ. Enrique Omar Sívori)
- 1979 - რაულ ერნანდესი (ესპ. Raúl Hernández)
- 1979 - კარლოს კავანიარო (ესპ. Carlos Cavagnaro)
- 1980 - ხუან კარლოს ლორენსო (ესპ. Juan Carlos Lorenzo)
- 1980 - აგუსტინ მარიო სეხასი (ესპ. Agustín Mario Cejas)
- 1980 - ვიქტორ როდრიგესი (ესპ. Víctor Rodríguez)
- 1981 - ხოსე ომარ პასტორისა (ესპ. José Omar Pastoriza)
- 1982 - ორასიო კოლასო (ესპ. Horacio Collazo)
- 1982 - კარლოს კავანიარო (ესპ. Carlos Cavagnaro)
- 1982 - როხელიო დომინგესი (ესპ. Rogelio Domínguez)
- 1983 - დანიელ სილგუერო (ესპ. Daniel Silguero)
- 1983 - ხუან ხოსე პისუტი (ესპ. Juan José Pizzuti)
- 1984 - ხორხე კასტელი (ესპ. Jorge Castelli)
- 1984 - აგუსტინ მარიო სეხასი (ესპ. Agustín Mario Cejas)
- 1985 - ვისენტე როდრიგესი (ესპ. Vicente Cayetano Rodríguez)
- 1985 - ხუან კარლოს ხიმენესი (ესპ. Juan Carlos Giménez)
- 1985 - ალფიო ბასილე (ესპ. Alfio Basile)
- 1986 - როხელიო დომინგესი (ესპ. Rogelio Domínguez)
- 1986 - ხუან დომინგო როჩია (ესპ. Juan Domingo Rocchia)
- 1986 - ალფიო ბასილე (ესპ. Alfio Basile)
- 1989 - ექტორ მარტინესი (ესპ. Héctor Martínez)
- 1989 - პედრო მარჩეტა (ესპ. Pedro Marchetta)
- 1990 - ხუან კარლოს ოლენიაკი (ესპ. Juan Carlos Oleniak)
- 1990 - ნელსონ ჩაბაი (ესპ. Nelson Chabay)
- 1990 - ხუან კარლოს ოლენიაკი (ესპ. Juan Carlos Oleniak)
- 1991 - რობერტო პერფუმო (ესპ. Roberto Perfumo)
- 1991 - ოსვალდო სოსა (ესპ. Osvaldo Sosa)
- 1992 - უმბერტო გრონდონა (ესპ. Humberto Grondona)
- 1993 - ედუარდო სოლარი (ესპ. Eduardo Solari)
- 1993 - ხუან ხოსე პისუტი (ესპ. Juan José Pizzuti)
- 1993 - კარლოს ბაბინტონი (ესპ. Carlos Babington)
- 1994 - როდოლფო დელა პიკა (ესპ. Rodolfo Della Pica)
- 1994 - ლუის კუბილია (ესპ. Luis Cubilla)
- 1994 - ექტორ მარტინესი (ესპ. Héctor Martínez)
- 1995 - დიეგო მარადონა (ესპ. Diego Maradona)
- 1995 - პედრო მარჩეტა (ესპ. Pedro Marchetta)
- 1995 - როდოლფო დომინგესი (ესპ. Rodolfo Domínguez)
- 1995 - მიგელ ანხელ ბრინდისი (ესპ. Miguel Ángel Brindisi)
- 1996 - ალფიო ბასილე (ესპ. Alfio Basile)
- 1997 - კარლოს ბაბინტონი (ესპ. Carlos Babington)
- 1998 - ანხელ კაპა (ესპ. Ángel Cappa)
- 1999 - გუსტავო კოსტასი (ესპ. Gustavo Costas)
- 2000 - ალბერტო ხორხე (ესპ. Alberto Jorge)
- 2000 - ოსკარ ლოპესი (ესპ. Óscar López)
- 2001 - რეინალდო მერლო (ესპ. Reinaldo Merlo)
- 2002 - ოსვალდო არდილესი (ესპ. Osvaldo Ardiles)
- 2003 - ემილიო კომისო (ესპ. Emilio Commisso)
- 2003 - ანხელ კაპა (ესპ. Ángel Cappa)
- 2003 - მიგელ ანხელ კოლომბატი (ესპ. Miguel Ángel Colombatti)
- 2003 - უბალდო ფილოლი (ესპ. Ubaldo Matildo Fillol)
- 2004 - გილერმო რივაროლა (ესპ. Guillermo Rivarola)
- 2005 - ფერნანდო კიროსი (ესპ. Fernando Quiroz)
- 2006 - ალბერტო ფანესი (ესპ. Alberto Fanesi)
- 2006 - დიეგო სიმეონე (ესპ. Diego Simeone)
- 2006 - რეინალდო მერლო (ესპ. Reinaldo Merlo)
- 2007 - მიგელ ანხელ მიკო (ესპ. Miguel Ángel Micó)
- 2007 - გუსტავო კოსტასი (ესპ. Gustavo Costas)
- 2008 - მიგელ ანხელ მიკო (ესპ. Miguel Ángel Micó)
- 2008 - ხუან მანუელ ლიოპი (ესპ. Juan Manuel Llop)
- 2009 - რიკარდო კარუსო ლომბარდი (ესპ. Ricardo Caruso Lombardi)
- 2009 - ხუან ბარბასი (ესპ. Juan Barbas)
- 2009 - კლაუდიო ვივასი (ესპ. Claudio Vivas)
- 2010 - მიგელ ანხელ რუსო (ესპ. Miguel Ángel Russo)
- 2011 - დიეგო სიმეონე (ესპ. Diego Simeone)
- 2012 - ალფიო ბასილე (ესპ. Alfio Basile)
- 2012 - ლუის სუბელდია (ესპ. Luis Zubeldía)
- 2013 - ფაბიო რადაელი (ესპ. Fabio Radaelli)
- 2013 - კარლოს ისკია (ესპ. Carlos Ischia)
- 2013 - იგნასიო გონსალესი (ესპ. Ignacio González)
- 2013 - რეინალდო მერლო (ესპ. Reinaldo Merlo)
- 2014 - ფაბიო რადაელი (ესპ. Fabio Radaelli)
- 2014 - დიეგო კოკა (ესპ. Diego Cocca)
- 2016 - ფაკუნდო სავა (ესპ. Facundo Sava)
- 2016 - რიკარდო სელინსკი (ესპ. Ricardo Zielinski)
- 2017 - დიეგო კოკა (ესპ. Diego Cocca)
- 2018 - ედუარდო კოუდეტი (ესპ. Eduardo Coudet)
- 2020 - სებასტიან ბეკასესე (ესპ. Sebastián Beccacece)
- 2021 - ხუან ატონიო პიცი (ესპ. Juan Antonio Pizzi)
- 2021 - ფერნანდო გაგო (ესპ. Fernando Rubén Gago)
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- კლუბის ოფიციალური საიტი
- Idolos de Racing, los mas grandes დაარქივებული 2020-01-08 საიტზე Wayback Machine.
- Argentina - List of Champions and Runners-Up
Instagram · Facebook · Twitter |
El Primer Grande · Elite Football · Football World Rankings · Futhead · Goal.com · IMDb · PlaymakerStats.com · Racing.com.ar დაარქივებული 2020-05-01 საიტზე Wayback Machine. · Soccerway · Transfermarkt · WorldFootball.net |
Dictionnaire.sensagent.com - Le Parisien · Encyclo |
Getty Images · YouTube |
AS.com · El País დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. · TyC Sports |
სქოლიორედაქტირება
- ↑ Club Atlético Boca Juniors (Sitio web oficial)
- ↑ VEl Clásico de Avellaneda, por Ricardo Ismael Gorosito
- ↑ Archetti, Eduardo P. (2005). „El deporte en Argentina (1914–1983)“ (PDF). unse.edu.ar. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020. ციტატა: „en la revista Trabajo y sociedad, Nº 7, vol. VI, junio-septiembre de 2005, Santiago del Estero, Argentina, ISSN 1514–6871, pag. 6.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება) - ↑ Club Atlético River Plate (Sitio web oficial)
- ↑ San Lorenzo de Almagro (Sitio web oficial)
- ↑ 6.0 6.1 Palmares // racingclub.com.ar
- ↑ Where there’s smoke, there’s fire: Independiente vs Racing Club, Argentina's 'real derby for real fans'. Boca-River isn't the only derby in Buenos Aires. For the August 2008 FourFourTwo magazine, Daniel Neilson assessed the turbulent, hyperlocal and often violent history of the Avellaneda derby... ციტატა: „Six battered buses speed through the streets of downtown Buenos Aires. Ahead of them, police bikes clear traffic and cut red lights. Trailing behind are four police cars and two vans full of riot troops. Inside the buses are the hardcore fans of Independiente, en route to the most important game of their season: the derby against hated rivals Racing Club.“ დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 2 მაისი, 2020. წყარო: FourFourTwo.com. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ ქვეყნის ერთიანი პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარება არგენტინაში 1931 წლიდან იწყება. დროის მონაკვეთს 1891 წლიდან 1931 წლამდე ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის სპეციალისტები არგენტინული ფეხბურთის სამოყვარულო პერიოდს, სამოყვარულო ერას ან სამოყვარულო ეპოქას უწოდებენ.
- ↑ არგენტინული ფეხბურთის სამოყვარულო პერიოდში მოპოვებული ტიტულების რაოდენობით „რასინგზე“ უკეთესი მაჩვენებელი (ათი საჩემპიონო ტიტული) მხოლოდ „ალუმნის“ (ინგლ. Alumni Athletic Club) აქვს — კლუბს, რომელიც ფაქტობრივად 1911 წლიდან, ხოლო ოფიციალურად 1913 წლიდან აღარ არსებობს.
- ↑ 10.0 10.1 10.2 Así nació la Academia // ole.com.ar
- ↑ უმბერტო მაშიო (ესპ. Humberto Maschio) — აგრეთვე ცნობილია როგორც უმბერტო მასკიო.
- ↑ José Luis Pierrend, John Beuker, Pablo Ciullini, Karel Stokkermans. Copa Libertadores de América 1967. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
- ↑ Osvaldo José Gorgazzi. Intercontinental Club Cup 1967. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
- ↑ Racing Club Squad. Soccerway. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
- ↑ Racing Club Plantel profesional. El Primer Grande - Noticias de Racing Club. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2020.
- ↑ Nota exclusiva con Darío Cvitanich YouTube-ზე. TNT Sports LA. გამოქვეყნების თარიღი: 11 თებ. 2020.
- ↑ Planeta Racing TV: Entrevista a Iván Maggi YouTube-ზე. Planeta Racing Club. გამოქვეყნების თარიღი: 18 ოქტ. 2019.
- ↑ Fernando Andrés Prado Avelino. Soccerway. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
- ↑ Elías Ezequiel Machuca. Soccerway. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
- ↑ A continuación, todos los títulos obtenidos por el Racing Club a lo largo de su historia tanto en Primera División de Argentina como en Segunda categoría del fútbol argentino..
- ↑ Anexo:Torneo Apertura 2001 (Argentina)
- ↑ Campeonato Metropolitano 1967 (Argentina)
- ↑ Campeonato Metropolitano 1967 (Argentina)
- ↑ Anexo:Torneo Apertura 1995 (Argentina)
- ↑ Anexo:Torneo Apertura 2011 (Argentina)
- ↑ ბუენოს-აირესის მუნიციპალიტეტის ღირსების თასი (ესპ. Copa de Honor Municipalidad de Buenos Aires) — The Copa de Honor Municipalidad de Buenos Aires was an Argentine official football cup competition. It was contested fourteen times between 1905 and 1920.
- ↑ The Copa Dr. Carlos Ibarguren, also called Campeonato Argentino or simply Copa Ibarguren was an official Argentine football cup competition contested between 1913 and 1958. Between 1913 and 1925, the winner of the cup received the honor to be the "Argentine Champion".
- ↑ Copa de Competencia de Primera División — Copa de Competencia fue la denominación común de distintos torneos oficiales, organizados entre 1907 y 1952, por las sucesivas entidades posteriormente convertidas en la Asociación del Fútbol Argentino, oficiales y disidentes. Por regla general, se disputaban por eliminación directa, en forma paralela al campeonato de Primera División.
- ↑ The Copa de Competencia Británica George VI was an official Argentine football cup competition, played from 1944 to 1948. It was contested by teams participating in Primera División.
- ↑ The Copa Adrián C. Escobar was an official Argentine football cup competition contested by clubs of Argentina, organized by the Argentine Football Association (AFA) from 1939 to 1949.
- ↑ Copa del Bicentenario de la Independencia Boletín Especial n° 5192 - Copa Bicentenario on AFA website
- ↑ Racing y Lanús jugarán la Copa Bicentenario Spanish. TyC Sports. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
- ↑ Racing-Lanús: la AFA confirmó día, horario y localía de la Copa Bicentenario Spanish. Canchallena. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
- ↑ Racing-Lanús, Copa Bicentenario: el actual campeón argentino ganó el duelo en la última jugada del partido Spanish. Canchallena. ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
- ↑ 35.0 35.1 35.2 35.3 35.4 35.5 Ídolos del Racing Club de Avellaneda. ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბის გულშემატკივართა და ფეხბურთის სპეციალისტთა საყოველთაო შეფასებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს „რასინგის“ ისტორიაში
- ↑ 36.0 36.1 36.2 36.3 36.4 36.5 110 ídolos de Racing (1903–2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-01. ციტირების თარიღი: 2020-05-01.
- ↑ 54) Agustín Mario Cejas (1962–1980)
- ↑ 92) Claudio Úbeda (1995–2006)
- ↑ 53) Juan Carlos Cárdenas (1962–1976)
- ↑ 28) Ezra Sued (1943–1954)
- ↑ 66) Carlos Squeo (1969–1984)
- ↑ 74) Gustavo Costas (1982–1995)