დიეგო სიმეონე

არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი

დიეგო პაბლო სიმეონე გონსალესი (ესპ. Diego Pablo Simeone González დ. 28 აპრილი, 1970, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ელ ჩოლო. 1994, 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. ამჟამად არის ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ „ატლეტიკო მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი.

დიეგო სიმეონე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დიეგო პაბლო სიმეონე
დაბადების
თარიღი
28 აპრილი, 1970 (1970-04-28) (54 წლის)
დაბადების
ადგილი
ბუენოს-აირესი
არგენტინა
სიმაღლე 181 სმ.
სათამაშო
პოზიცია
საყრდენი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ატლეტიკო მადრიდი
(მთავარი მწვრთნელი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1987–1990 ველეს სარსფილდი 76 (14)
1990–1992 პიზა 55 (6)
1992–1994 სევილია 64 (12)
1994–1997 ატლეტიკო მადრიდი 98 (21)
1997–1999 ინტერი მილანი 57 (11)
1999–2003 ლაციო 90 (15)
2003–2005 ატლეტიკო მადრიდი 36 (2)
2005–2006 რასინგ კლუბი 37 (3)
სულ 513 (84)
ეროვნული ნაკრები
1989 არგენტინა 20 წლ. 4 (1)
1996 არგენტინა 23 წლ. 6 (1)
1988–2002 არგენტინა 106 (11)
სამწვრთნელო კარიერა
2006 რასინგ კლუბი
2006–2007 ესტუდიანტესი
2008 რივერ პლეიტი
2009–2010 სან ლორენსო
2011 კატანია
2011 რასინგ კლუბი
2011– ატლეტიკო მადრიდი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სიმეონემ აქტიური საფეხბურთო კარიერა სამშობლოში დაიწყო „ველეს სარსფილდის“ რიგებში, საიდანაც ევროპაში გადაბარგდა, სადაც 15 წლის განმავლობაში იტალიის და ესპანეთის რიგი საფეხბურთო კლუბების ვინაობას იცავდა: „პიზა“, სევილია, ატლეტიკო მადრიდი, ინტერნაციონალე და „ლაციო“. კარიერის მიწურულს კვლავ სამშობლოში, „რასინგ კლუბში“ დაბრუნდა და მცირე ხანი იბურთავა, შემდეგ კი გასაწვრთნელად ჩაიბარა კლუბი.

რასინგში მშვენიერი მუშაობის შემდეგ სიმეონემ „ესტუნდიანტესი“ ჩაიბარა და 2006 წელს მოკრძალებულ გუნდს ჩემპიონობა მოაპოვებინა 1983 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მეოთხედ. ამ დიდი წარმატების შემდეგ სიმეონეს არგენტინული ფეხბურთის უპირველესი ფლაგმანი რივერ პლეიტი ჩააბარეს, რომელიც ჩემპიონობას იყო მოწყურებული. სიმეონემ პირველივე სეზონში ბრწყინვალე სტილში მოიპოვა ჩემპიონობა, რასაც კატასტროფული მეორე სეზონი მოჰყვა სადაც რივერმა 107 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ბოლო ადგილი დაიკავა ლიგაში, რასაც სიმეონეს სწრაფად განთავისუფლება მოჰყვა. რივერ პლეიტის შემდეგ სიმეონემ „სან ლორენსო“ ჩაიბარა, საიდანაც ასევე დაითხოვეს არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, შემდეგ იყო იტალიური „კატანია“, საიდანაც სწრაფადვე წამოვიდა, ისევ რასინგი მცირე ხნით და შემდეგ მოწვევა ესპანური ატლეტიკოდან, სადაც კარიერის უმეტესი და საუკეთესო ხანი გაატარა და გულშმატკივართა კერპად ითვლებოდა.

2011 წლის 23 დეკემბერს სიმეონემ ატლეტიკო მადრიდი ჩაიბარა, რითაც დაიწყო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა. სიმეონემ მოკლე დროში საშუალოზე ოდნავ მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი, არათუ ისტორიულ სიმაღლეებს დაუბრუნა, უფრო მეტიც, იგი სავსებით თანაბარ კონკურენტად ჩამოყალიბდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კოლექტივებად მიჩნეული „ბარსელონასა“ და რეალ მადრიდისთვის. სიმეონემ და ატლეტიკომ პირველივე სეზონში მოახერხეს ქვეყნის თასის მოპოვება, თუმცა განსაკუთრებული იყო 2012-13 წლების სეზონი, სადაც ატლეტიკომ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგიდან კი უძლიერესი ბარსელონა გამოთიშა და ფინალს უწია, სადაც მოსისხლე რეალ მადრიდთან დამატებით დროში დამარცხდა. სიმეონემ და კომპანიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალს 2015-16 წლების სეზონშიც უწიეს, გზად კვლავ ჩამოიცილეს ბარსას ვარსკვლავთკრებული და პეპ გუარდიოლას გაწვრთნილი ბაიერნი, თუმცა ფინალში ბედის ირონიით კვლავ მოსისხლე რეალს შეხვდნენ და ისევ დამარცხდნენ, ამჯერად პენალტების სერიაში.

ტიტულები

რედაქტირება

მწვრთნელობისას

რედაქტირება

  ატლეტიკო:(8)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება