არგენტინელები
არგენტინელები — ხალხი, არგენტინის ძირითადი მოსახლეობა. არგენტინაში მრავალეთნიკური საზოგადოებაა, რადგან აქ შერეულია სხვადასხვა ეთნიკური წარსულის ხალხი. 2001 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 36 260 130 ადამიანი ცხოვრობდა, ამათგან 1 527 320 მლნ (4,2%) იმყოფებოდა საზღვარგარეთ.
მოსახლეობის 60%-ზე მეტი იტალიური წარმოშობისაა. სულ, თეთრკანიანი მოსახლეობა შეადგენს მთელი მოსახლეობის 86,4%-ს.[1] 3.5 მლნ არაბული წარმოშობისაა, 600 000 (1,5%) ადგილობრივი წარმოშობის ინდიელია, ძირითადად მაპუჩეს, ვიჩისა და ტობას ხალხი.[2]
დიდი რაოდენობით არგენტინელი ცხოვრობს ესპანეთში, აშშ-ში, პარაგვაიში, ჩილესა და ისრაელში.
- სახელები: თვითწოდება — argentinos, ინგლისურად — argentinians.
- საერთო რაოდენობა: 36 260 130 (2001)
- ენა: ესპანური (ოფიციალური), იტალიური, კეჩუა.
- მორწმუნეები: 76,5% კათოლიკეები, 9% პროტესტანტები, 1,2% იეჰოვას მოწმეები, 0,9% მორმონები, 11,3% არარელიგიური
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- არგენტინის მოსახლეობა www.Argentina.gov.ar-ზე დაარქივებული 2010-07-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ World Statesmen.org: Argentina
- ↑ INDEC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-11. ციტირების თარიღი: 2011-01-19.