ნასიონალის ჩემპიონატი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 25 თებერვალი 2021. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ნასიონალის ჩემპიონატი (ესპ. Campeonato Nacional) — საფეხბურთო შეჯიბრება (ტურნირი) არგენტინაში, რომელიც იმართებოდა 1967 წლიდან 1985 წლის ჩათვლით. ამ წლების განმავლობაში გაიმართა ნასიონალის 19 გათამაშება. ტურნირის მონაწილეთაგან სულ 9 კლუბმა მოიპოვა ნასიონალის ჩემპიონის ტიტული. აქედან სამჯერ გათამაშების ჩემპიონები გახდნენ „ინდეპენდიენტე“, „როსარიო სენტრალი“, „რივერ პლეიტი“ და „ბოკა ხუნიორსი“. ორ-ორჯერ — „სან-ლორენსო“ და „ფერო კარილ ოესტე“. თითოჯერ — „ესტუდიანტესი“, „ველეს სარსფილდი“ და „არხენტინოს ჯუნიორსი“.

1967–1985 წლებში, არგენტინის პრიმერა დივიზიონის ფარგლებში, ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში იმართებოდა ორი საფეხბურთო ტურნირი — ნასიონალი და მეტროპოლიტანო. ორივე ტურნირის (როგორც მეტროპოლიტანოს, ასევე ნასიონალის) ჩემპიონის ტიტული თანაბარმნიშვნელოვანი სტატუსით სარგებლობდა. ფაქტობრივად, მეტროპოლიტანოს და ნასიონალის ჩემპიონატები წარმოადგენდა არგენტინის პრიმერა დივიზიონის ორ ნაწილს. პირველად ტარდებოდა ნასიონალის გათამაშება (წლის პირველ ნახევარში), ხოლო შემდეგ — მეტროპოლიტანოს (წლის მეორე ნახევარში). ნასიონალის გათამაშებისას იცვლებოდა როგორც მონაწილე კლუბების რაოდენობა, ისე მისი ჩატარების ფორმატი. გამოიყენებოდა როგორც ერთიანი გათამაშების სტანდარტული სისტემა, ასევე, ორ ჯგუფად გაყოფილი ტურნირის ფორმატი, შემდგომი ნახევარფინალური მატჩებით.

ნასიონალის პირველი (1967) გათამაშების გამარჯვებული გახდა აველიანედას „ინდეპენდიენტე“.[1][2][3]

ნასიონალის გათამაშების სტატისტიკა

რედაქტირება
წელი გუნდები ჩემპიონი მეორე ადგილი
1967 16 ინდეპენდიენტე ესტუდიანტესი [4]
1968 16 ველეს სარსფილდი რივერ პლეიტი
1969 18 ბოკა ხუნიორსი რივერ პლეიტი
1970 20 ბოკა ხუნიორსი როსარიო სენტრალი
1971 28 როსარიო სენტრალი სან-ლორენსო
1972 26 სან-ლორენსო რივერ პლეიტი
1973 30 როსარიო სენტრალი რივერ პლეიტი
1974 36 სან-ლორენსო როსარიო სენტრალი
1975 32 რივერ პლეიტი ესტუდიანტესი
1976 34 ბოკა ხუნიორსი რივერ პლეიტი
1977 32 ინდეპენდიენტე ტალერესი
1978 32 ინდეპენდიენტე რივერ პლეიტი
1979 28 რივერ პლეიტი უნიონი
1980 28 როსარიო სენტრალი რასინგ კლუბი
1981 28 რივერ პლეიტი ფერო კარილ ოესტე
1982 32 ფერო კარილ ოესტე კილმესი
1983 32 ესტუდიანტესი ინდეპენდიენტე
1984 32 ფერო კარილ ოესტე რივერ პლეიტი
1985 32 არხენტინოს ჯუნიორსი ველეს სარსფილდი

რეკორდები და სტატისტიკა

რედაქტირება

დიეგო მარადონამ ორჯერ მოიპოვა ნასიონალის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (1979, 1980)[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Club Atlético Independiente Club Atlético Independiente is an Argentine sports club, which has its headquarters and stadium in the city of Avellaneda, Greater Buenos Aires. 20 დეკემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  2. Osvaldo José Gorgazzi. (20 ოქტომბერი, 2006) Independiente (Avellaneda) – Nacional Championship 1967 Argentina - First Division A 1967 (Nacional Championship). RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  3. Osvaldo José Gorgazzi and Victor Hugo Kurhy. (5 ივლისი, 2017) Asociación del Fútbol Argentino - 1967 Final Tables Argentina 1961-1970. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
  4. Estudiantes (LP). (25 ოქტომბერი, 2016) Sitio web oficial del Club Estudiantes de La Plata estudiantesdelaplata.com. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
  5. Hansen, Alan (18 ნოემბერი, 2008). „When Hansen came up against Maradona“. Article by BBC Sport football expert. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2018. ციტატა: „Maradona was 18 at the time, and if ever one player was destined to be the greatest player in the world it was him.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)