მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი
მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი (ესპ. Campeonato Metropolitano) — საფეხბურთო შეჯიბრება (ტურნირი) არგენტინაში, რომელიც იმართებოდა 1967 წლიდან 1984 წლის ჩათვლით. სულ გაიმართა მეტროპოლიტანოს 18 გათამაშება. ტურნირის მონაწილეთაგან სულ ათმა კლუბმა მოიპოვა მეტროპოლიტანოს ჩემპიონის ტიტული. აქედან ოთხჯერ გათამაშების ჩემპიონი გახდა „რივერ პლეიტი“. სამჯერ — „ინდეპენდიენტე“. ორ-ორჯერ — „ესტუდიანტესი“ „სან-ლორენსო“ და „ბოკა ხუნიორსი“. თითოჯერ — „ჩაკარიტა ჯუნიორსი“ „ურაკანი“, „ნიუელს ოლდ ბოისი“, „კილმესი“ და „არხენტინოს ჯუნიორსი“.
ისტორია
რედაქტირებაარგენტინა იყო პირველი ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ, სადაც 1891 წელს საფეხბურთო ლიგა დაარსდა.
იმავე წელს არგენტინის საფეხბურთო ლიგის ასოციაციის (AAF) ორგანიზებით (პრეზიდენტი ინგლ. F.L. Wooley) გაიმართა პირველი ეროვნული ჩემპიონატი.[2]
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის (რომელიც არგენტინის პრიმერა დივიზიონის სახელითაა ცნობილი) პირველი გამარჯვებული გახდა ოლივოსის წმ. ანდრია მოციქულის სახელობის შოტლანდიური სკოლის საფეხბურთო გუნდი — „სენტ ენდრიუსი“ (ინგლ. St. Andrew's) [3][4]
მომდევნო 1892 წელს ჩემპიონატი არ გამართულა.
1893 წელს დაარსდა ახალი ორგანიზაცია მსგავსი სახელწოდებით (არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია). მისი შექმნის ინიციატორი იყო შოტლანდიელი პედაგოგი და სპორტსმენი — ალექსანდრ უოტსონ ჰატონი (ინგლ. Alexander Watson Hutton),[5] რომელსაც არგენტინული ფეხბურთის ფუძემდებლად მიიჩნევენ.[6][7]
არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარება დაიწყეს 1931 წლიდან. ამდენად, არგენტინული საფეხბურთო კლუბების საჩემპიონო ტიტულების აღრიცხვისას მანამდე გამართული ტურნირების შედეგები მხედველობაში არ მიიღება.
1931–1966 წლებში გამარჯვებულის გამოვლენა ჩემპიონატის გათამაშების სტანდარტული ორწრიანი სისტემით ხდებოდა.
1967–1985 წლებში ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში იმართებოდა ორი საფეხბურთო ტურნირი — ნასიონალი და მეტროპოლიტანო. ორივე ტურნირის (როგორც მეტროპოლიტანოს, ასევე ნასიონალის) ჩემპიონის ტიტული თანაბარმნიშვნელოვანი სტატუსით სარგებლობდა.[8]
ფაქტობრივად, მეტროპოლიტანოს და ნასიონალის ჩემპიონატები წარმოადგენდა არგენტინის პრიმერა დივიზიონის ორ ნაწილს. პირველად ტარდებოდა ნასიონალის გათამაშება (წლის პირველ ნახევარში), ხოლო შემდეგ — მეტროპოლიტანოს (წლის მეორე ნახევარში).
მეტროპოლიტანოს გათამაშებისას იცვლებოდა როგორც მონაწილე კლუბების რაოდენობა, ისე მისი ჩატარების ფორმატი. გამოიყენებოდა როგორც ერთიანი გათამაშების სტანდარტული სისტემა, ასევე, ორ ჯგუფად გაყოფილი ტურნირის ფორმატი, შემდგომი ნახევარფინალური მატჩებით.
მეტროპოლიტანოს პირველი (1967) გათამაშების გამარჯვებული გახდა ლა-პლატას „ესტუდიანტესი“.[9]
მეტროპოლიტანოს გათამაშების სტატისტიკა
რედაქტირებაწელი | ჩემპიონი | მეორე ადგილი | მესამე ადგილი |
---|---|---|---|
1967 | ესტუდიანტესი [10][11] | რასინგ კლუბი [12] | ინდეპენდიენტე [13] |
1968 | სან-ლორენსო [14] | ესტუდიანტესი | რივერ პლეიტი |
1969 | ჩაკარიტა ჯუნიორსი [15] | რივერ პლეიტი | ბოკა ხუნიორსი |
1970 | ინდეპენდიენტე | რივერ პლეიტი | სან-ლორენსო |
1971 | ინდეპენდიენტე | ველეს სარსფილდი | ჩაკარიტა ჯუნიორსი |
1972 | სან-ლორენსო | რასინგ კლუბი | ურაკანი |
1973 | ურაკანი | ბოკა ხუნიორსი | სან-ლორენსო |
1974 | ნიუელს ოლდ ბოისი | როსარიო სენტრალი | ბოკა ხუნიორსი |
1975 | რივერ პლეიტი [16] | ურაკანი | ბოკა ხუნიორსი |
1976 | ბოკა ხუნიორსი | ურაკანი [17] | ესტუდიანტესი |
1977 | რივერ პლეიტი | ინდეპენდიენტე | ველეს სარსფილდი |
1978 | კილმესი | ბოკა ხუნიორსი | ატლეტიკო უნიონი |
1979 | რივერ პლეიტი | ველეს სარსფილდი | ინდეპენდიენტე |
1980 | რივერ პლეიტი | არხენტინოს ჯუნიორსი | ტალერესი |
1981 | ბოკა ხუნიორსი | ფერო კარილ ოესტე | ურაკანი |
1982 | ესტუდიანტესი | ინდეპენდიენტე | ბოკა ხუნიორსი |
1983 | ინდეპენდიენტე | სან-ლორენსო | ფერო კარილ ოესტე |
1984 | არხენტინოს ჯუნიორსი | ფერო კარილ ოესტე | ესტუდიანტესი |
რეკორდები და სტატისტიკა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირებაყველაზე მეტჯერ მეტროპოლიტანოს ჩემპიონატი მოგებული აქვს ბუენოს-აირესის „რივერ პლეიტს“ — იგი ოთხჯერ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული (1975, 1977, 1979, 1980).
ინდივიდუალური
რედაქტირებაფეხბურთელებიდან ყველაზე შედეგიანი იყო დიეგო მარადონა — მან სამჯერ დაისაკუთრა მეტროპოლიტანოს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (1978, 1979, 1980)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Final Tables Argentina since 1891 RSSSF
- Final Tables Argentina 1961–1970 RSSSF
- Final Tables Argentina 1971–1980 RSSSF
- Final Tables Argentina 1981–1990 RSSSF
- Sitio oficial de la Asociación del Fútbol Argentino AFA
- Argentina – List of Champions and Runners-Up RSSSF
- Final Tables Argentina 1931–1940 (Professional) RSSSF
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Lucas M.V. (29 აგვისტო, 2009) El Alumni Athletic Club (Los Precursores del Fútbol en Argentina) historiaconfutbol.blogspot.com. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ La AFA. (afa.org.ar) Campeones de Primera División დაარქივებული 2015-06-18 საიტზე Wayback Machine. Sitio web oficial de la Asociación del Fútbol Argentino. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ Un Poco de Historia. (5 მაისი, 2006) St. Andrew's Former Pupil's Club დაარქივებული 2013-12-03 საიტზე Wayback Machine. St. Andrews Scots School. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ Osvaldo José Gorgazzi. (9 იანვარი, 2014) Argentina 1891. Saint Andrew's 3–1 Old Caledonians RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ The Scotsman. (14 ნოემბერი, 2008) Argentine football returns to roots of its Scottish founder დაარქივებული 2017-11-07 საიტზე Wayback Machine. scotsman.com. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ La AFA. (Historia) El fútbol, una pasión argentina (Orígenes) დაარქივებული 2018-01-30 საიტზე Wayback Machine. El 21 de Febrero de 1893 Watson Hutton fundó la "Argentine Association Football League. afa.org.ar. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ Daniel Meissner. (21 თებერვალი, 2003) AFA: 110 años (La entidad que rige al fútbol argentino celebra hoy un nuevo aniversario en medio de numerosos logros deportivos)[მკვდარი ბმული] La Nacion. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ Osvaldo José Gorgazzi and Héctor Villa Martínez. (12 აგვისტო, 2016) Argentina - List of Champions and Runners-Up RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ Osvaldo José Gorgazzi. (20 ოქტომბერი, 2006) Argentina (First Division A 1967) Metropolitano Championship. Final: Estudiantes LPG 3–0 Racing Club RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ Estudiantes (LP). (25 ოქტომბერი, 2016) Sitio web oficial del Club Estudiantes de La Plata estudiantesdelaplata.com. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
- ↑ Goalstream — Season 1967 Metropolitano (3 March – 6 August) (Season winner: Estudiantes) goalstream.org წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ Racing Club de Avellaneda Racing Club, also known simply as Racing, is an Argentine professional sports club based in Avellaneda, a city of Greater Buenos Aires. 5 თებერვალი, 2017. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
- ↑ Club Atlético Independiente Club Atlético Independiente is an Argentine sports club, which has its headquarters and stadium in the city of Avellaneda, Greater Buenos Aires. 20 დეკემბერი, 2016. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2017.
- ↑ Osvaldo José Gorgazzi. (18 აპრილი, 2007) San Lorenzo de Almagro (Metropolitano Championship 1968) RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ Osvaldo José Gorgazzi. (7 თებერვალი, 2007) Chacarita Juniors (Metropolitano Championship 1969) RSSSF. წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ Carluccio, José — 1975 Campeonato Metropolitano (2 მაისი, 2010) josecarluccio.blogspot.com წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.
- ↑ Carluccio, José — 1976 Campeonato Metropolitano (Sección A) (23 მაისი, 2010) josecarluccio.blogspot.com წაკითხვის თარიღი: 22 იანვარი, 2018.