რუბენ გალვანი

არგენტინელი ფეხბურთელი

რუბენ გალვანი (ესპ. Rubén Galván; დ. 7 აპრილი, 1952, კომანდანტე-ფონტანა, ფორმოსის პროვინცია, არგენტინა — გ. 14 მარტი, 2018, აველიანედა, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, ნახევარმცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[კომ. 1][2][3][4]

რუბენ გალვანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რუბენ გალვანი [1]
დაბადების
თარიღი
7 აპრილი, 1952
დაბადების
ადგილი
კომანდანტე-ფონტანა,
ფორმოსის პროვინცია,
არგენტინა
გარდაცვალების
თარიღი
14 მარტი, 2018 (65 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
აველიანედა,
ბუენოს-აირესი, არგენტინა
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1971–1980 ინდეპენდიენტე 231 (14)
1980 ესტუდიანტესი 21 (0)
სულ 252 (14)
ეროვნული ნაკრები
1973–1978 არგენტინა 5 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

რუბენ გალვანი მოპოვებული საკლუბო და სანაკრებო ტიტულების ხარისხითა და რაოდენობით დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ ფეხბურთელად ითვლება არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. იგი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე ორი არგენტინული კლუბის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ (1971–1980) და ლა-პლატას „ესტუდიანტესის“ (1980) ღირსებას იცავს, თუმცა მისი კარიერა, ძირითადად, გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების სამხრეთამერიკული ფეხბურთის გრანდს — „ინდეპენდიენტეს“ უკავშირდება, სადაც 1971 წლიდან იწყებს გამოსვლას და თავისი სტაბილური თამაშით მალევე იმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. მომდევნო სეზონიდან კიდევ უფრო უკეთ ასპარეზობს და გულშემატკივართა მხრიდანაც მეტ ყურადღებას იმსახურებს.

1973 წლიდან დანიელ ბერტონისთან და რიკარდო ბოჩინისთან ერთად გუნდის წამყვანი მოთამაშე ხდება და როგორც საყრდენი ნახევარმცველი მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გუნდის შეტევების ორგანიზებაში, ასევე, სათამაშო რგოლებს შორის ეფექტიანი ურთიერთქმედების საქმეში. „თასთამპყრობელებთან“ ერთად იგი ორჯერ ხდება ქვეყნის ჩემპიონი, როდესაც 1977 და 1978 წლებში ნასიონალის ტურნირს იგებს.

„ინდეპენდიენტეს“ რიგებში რუბენ გალვანი კიდევ უფრო მეტ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე აღწევს. იგი ოთხჯერ ზედიზედ (1972, 1973, 1974, 1975) იმარჯვებს ლიბერტადორესის თასის გათამაშებაში, სამჯერ ისაკუთრებს კოპა ინტერამერიკანას (1973, 1974, 1976) და ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი ხდება (1973).

ფეხბურთის თამაშს 1980 წელს, 27 წლის ასაკში — „ესტუდიანტესში“ ამთავრებს.[5]

სანაკრებო კარიერა

რედაქტირება

1973–1978 წლებში არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 5 შეხვედრას ატარებს.[6][7] ეროვნულ გუნდში, მისი თანაკლუბელის რიკარდო ბოჩინის მსგავსად, 1973 წელს ნაკრების მაშინდელი მწვრთნელები — ომარ სივორი და მიგელ ინომირიელო იწვევენ.[8] პირველად ნაკრების მაისურით 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში — 1973 წლის 23 სექტემბერს ბოლივიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.

სტატისტიკა

რედაქტირება
არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
1973 1 0
1974 1 0
1975 1 0
1976 0 0
1977 1 0
1978 1 0
ჯამში 5 0

სანაკრებო მატჩები

რედაქტირება
თარიღი შეხვედრის ადგილი მოწინააღმდეგე ანგ. შეჯიბრება წყარო
1 23.09.1973 „ესტადიო ერნანდო სილესი“, ლა-პასი, ბოლივია   ბოლივია 1–0 შესარჩევი [9]
2 20.11.1974 ბუენოს-აირესი, არგენტინა   ჩილე 1–1 დიტბორნის თასი
3 18.07.1975 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო, ურუგვაი   ურუგვაი 3–2 ნიუტონის თასი [10]
4 03.07.1977 „ლა ბომბონერა“, ბუენოს-აირესი, არგენტინა   იუგოსლავია 1–0 ამხანაგური [11]
5 25.04.1978 „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო, ურუგვაი   ურუგვაი 0–2 ამხანაგური [12]

მიღწევები

რედაქტირება
 
მარცხნიდან მეორე: რუბენ გალვანი №8 „ინდეპენდიენტეს“ შემადგენლობაში. 1975.
  ინდეპენდიენტე

სანაკრებო

რედაქტირება
  არგენტინა

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
FootballFacts.ru · Rubén Galván Procer de Nuestra Historia · FIFA · National Football Teams
ვიდეო
TV Pública Argentina (1 de 2) · TV Pública Argentina (2 de 2) · Rubén Galván en Voces Rojas

კომენტარები

რედაქტირება
  1. Rubén Galván es uno de los jugadores más condecorados en la historia del fútbol argentino con 4 Copa Libertadores, dos Campeonatos Nacional y una Copa del Mundo en su nombre. Incondicionales Sports, SL.
  1. Rubén Galván (1952–2018) — Argentina NFT Midfielder (1974–1978). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-08. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
  2. Vivo en Argentina — Invitado: Rubén Galván
  3. Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
  4. 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
  5. Rubén Galván, caudilho do Independiente tetra da Libertadores e campeão da Copa 1978. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
  6. Argentina National Team Players 1964-1998.
  7. Rubén Galván International matches (1973–1978).
  8. Argentina National Team Archive (1971–1980).
  9. Bolivia 0–1 Argentina (23 September 1973)
  10. 1975 Copa Newton — Uruguay 2–3 Argentina (18 July 1975)
  11. Argentina 1–0 Yugoslavia (03 July 1977)
  12. Uruguay 2–0 Argentina (25 April 1978)
  13. Campeonato Nacional 1977 (Nacional Championship).
  14. Campeonato Nacional 1977 (Nacional Championship).
  15. Campeonato Nacional 1977 (Nacional Championship).
  16. Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship).
  17. Copa Libertadores de América 1972 (Final)
  18. Copa Libertadores de América 1973 (Final)
  19. Copa Libertadores de América 1974 (Final)
  20. Copa Libertadores de América 1975 (Final)
  21. 1978 FIFA World Cup Argentina ™