რუბენ პანიანინი
რუბენ ოსკარ პანიანინი (ესპ. Rubén Oscar Pagnanini; დ. 31 იანვარი, 1949, სან-ნიკოლას-დე-ლოს-აროიოსი, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, მცველი. 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1][2]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რუბენ ოსკარ პანიანინი | ||
დაბადების თარიღი | 31 იანვარი, 1949 | ||
დაბადების ადგილი |
სან-ნიკოლას-დე-ლოს-აროიოსი, არგენტინა | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1968–1977 | ესტუდიანტესი | 329 | (22) |
1977–1979 | ინდეპენდიენტე | 70 | (2) |
1980 | არხ. ჯუნიორსი | 2 | (0) |
1981 | მინესოტა კიქსი | 13 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1978 | არგენტინა | 4 | (1) |
ჯილდოები
| |||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებასაკლუბო კარიერა
რედაქტირებარუბენ პანიანინი საკლუბო კარიერას 1968 წელს, არგენტინის პრიმერა დივიზიონის მონაწილე ლა-პლატას „ესტუდიანტესში“ იწყებს. მის შემადგენლობაში 10 სეზონი რჩება, რომლის განმავლობაშიც ქვეყნის ჩემპიონატის 329 მატჩს თამაშობს და 22 ბურთი გააქვს. კლუბთან ერთად სამჯერ ზედიზედ (1968,[3] 1969,[4] 1970[5]) ლიბერტადორესის თასის მფლობელი ხდება. ასევე, იმარჯვებს კოპა ინტერამერიკანას[6] და საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშებაში (1968).[7]
1977–1979 წლებში იცავს არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი და პოპულარული გუნდის — აველიანედას „ინდეპენდიენტეს“ ღირსებას, სადაც ეროვნული ჩემპიონატის 70 შეხვედრაში ორჯერ იღებს მეტოქეთა კარს. „ინდეპენდიენტესთან“ ერთად, ორჯერ ზედიზედ, ნასიონალის ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება (1977, 1978).
1980 წელს ბუენოს აირესის „არხენტინოს ჯუნიორსის“ რიგებში გადადის. თუმცა, ამ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ორ შეხვედრაში გამოდის მინდორზე.
1981 წლიდან ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში ინაცვლებს (ინგლ. North American Soccer League) და ბლუმინგტონის (ინგლ. Bloomington, Minnesota) „მინესოტა კიქსის“ რიგებში აგრძელებს თამაშს. ამერიკულ კლუბში პანიანინი 13 შეხვედრას მართავს და თავის საფეხბურთო კარიერას ამავე წელს, აქვე ასრულებს.
სანაკრებო კარიერა
რედაქტირება1978 წელს არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 4 მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.[8][9]
სანაკრებო მატჩები
რედაქტირებარამონ კასტილიას თასი |
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მოწინააღმდეგე | ანგ. | შეჯიბრება | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 19.03.1978 | „ხოსე მარია მინელა“, მარ-დელ-პლატა, არგენტინა | პერუ | 2–1 | კასტილიას თასი | [10][11] |
2 | 23.03.1978 | „ესტადიო ნასიონალი“, ლიმა, პერუ | პერუ | 3–1 | კასტილიას თასი | [12] |
3 | 29.03.1978 | „ლა ბომბონერა“, ბუენოს აირესი, არგენტინა | ბულგარეთი | 3–1 | ამხანაგური | [13] |
4 | 25.04.1978 | „ესტადიო სენტენარიო“, მონტევიდეო, ურუგვაი | ურუგვაი | 0–2 | ამხანაგური | [14] |
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- ლიბერტადორესის თასი: 1968, 1969, 1970
- კოპა ინტერამერიკანა: 1968
- საკონტინენტთაშორისო თასი: 1968
სანაკრებო
რედაქტირებაბიბლიოგრაფია
რედაქტირება- კაკაბაძე, მიხეილ (1979). არგენტინის ცის ქვეშ. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
- ფანჯიკიძე, გურამ (1979). არგენტინა, არგენტინა!. თბილისი: გამ-ბა საბჭ. საქართველო.
- Glanville, Brian (2018). The Story of the World Cup. London: Faber. ISBN 9780571325566
- Robinson, Michael; Hope-Smith, R. G., Soccer: The International Line-ups & Statistics Series; Argentina 1971-1997, Cleethorpes: Soccer Books Ltd, 1998.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- FIFA Tournaments · Players & Coaches · Ruben Pagnanini
- Argentina · World Cup · Argentina National Team · Unofficial Matches · Match Details
თემატური საიტები |
---|
Argentina National Team Players 1964–1998 · AFS · BDFA · National Football Teams · Scribd |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Argentine Squads in the World Cups (World Cup 1978).
- ↑ 43 campeones del mundo. El mapa demográfico del fútbol argentino. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-14. ციტირების თარიღი: 2022-05-08.
- ↑ Copa Libertadores de América 1968
- ↑ Copa Libertadores de América 1969
- ↑ Copa Libertadores de América 1970
- ↑ Copa Interamericana 1968
- ↑ Intercontinental Club Cup 1968
- ↑ Rubén Pagnanini International matches (1978)
- ↑ Argentina National Team Players 1964–1998
- ↑ Argentina 2–1 Peru (19 March 1978
- ↑ Аргентина - Перу - 2 : 1 / 19.03.1978
- ↑ Peru 1–3 Argentina, 23 March 1978
- ↑ Argentina 3–1 Bulgaria (29 March 1978)
- ↑ Uruguay 2–0 Argentina (25 April 1978)
- ↑ Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
- ↑ Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
- ↑ Campeonato Nacional 1978 (Nacional Championship)
- ↑ 1978 FIFA World Cup Argentina ™