რაიო ვალიეკანო (საფეხბურთო კლუბი)

„რაიო ვალიეკანო“, ან უბრალოდ „რაიო“ (ესპ. Rayo Vallecano de Madrid) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მადრიდიდან. დაარსდა 1924 წლის 29 მაისს. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ კამპო-დე-ვალიეკასზე, რომელიც 15 500 მაყურებელს იტევს.

რაიო ვალიეკანო
სრული სახელი Rayo Vallecano de Madrid, S.A.D.
მეტსახელი Rayistas, Franjirojos, Vallecanos
დაარსდა 29 მაისი, 1924; 100 წლის წინ (1924-05-29)
სტადიონი კამპო-დე-ვალიეკასი
მადრიდი, ესპანეთი
(ტევადობა: 15,500 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა რაულ მარტინ პრესა
მწვრთნელი ესპანეთის დროშა მიგენ ანხელ სანჩეს მუნიოსი
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2015-16 მე-18 ადგილი პრიმერაში (დაქვეითდა)
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ევროტურნირებზე კლუბს მონაწილეობა მიღებული აქვს ერთხე, 2000-01 წლების სეზონში. უეფა-ს თასის გათამაშებაში შეძლო 1/4 ფინალში გასვლა, სადაც დამარცხდა თანამემამულე „ალავესთან“, 2 მატჩის ჯამში 4-2.

კლუბი ჩამოყალიბდა 1924 წლის 29 მაისს, მადრიდში. პირველი პრეზიდენტი იყო ხულიან უერტა. კლუბის სიმბოლოების ინსპირაცია მომდინარეობს არგენტინული გრანდის, „რივერ პლეიტისგან“. 1949 წელს, „ატლეტიკო მადრიდთან“ შეთანხმების საფუძველზე კლუბის ლოგოს დაემატა დიაგონალური წითელი ზოლი, რომელიც ასევე საშინაო ფორმასაც დაემატა. პირველი გამოსვლა კლუბს ჰქონდა ტერსერა დივიზიონში.[1]

„რაიო“ ყოველთვის იყო თანაქალაქელი უდიდესი კლუბების, „რეალის“ და „ატლეტიკოს“ ჩრდილში. 1980-იან და 1990-იან წლებში კლუბი ხშირად ქვეითდებოდა სეგუნდა დივიზიონში, თუმცა პრიმერა დივიზიონში ამოსვლასაც ახერხებდა. უმაღლეს დივიზიონში ადგილი ყველაზე მეტ ხანს შეინარჩუნეს 1999 წელს აღზევების შემდეგ, ხოლო საუკეთესო სეზონი „რაიო ვალიეკანომ“ ჩაატარა 2000-01 წლებში, როდესაც კლუბმა უეფა-ს თასის 1/4 ფინალში გააღწია, სადაც მომავალ ფინალისტ „ალავესთან“ დამარცხდა.[2] წინა სეზონში „რაიო“ გავიდა მე-9 ადგილზე, მაგრამ უეფა-ს გათამაშებაში მოხვდა ფაირ ფლეის რეიტინგის მიხედვით (UEFA Respect Fair Play ranking).[3]

2002-03 წლების სეზონი კლუბმა მე-20 ადგილზე დაასრულა და დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში. მომავალ სეზონში კი მესამე დივიზიონში დაქვეითდა. 2005 წლიდან კლუბის მწვრთნელად „რეალ მადრიდის“ ყოფილი ფეხბურთელი და ლეგენდა, მიჩელი დაინიშნა.[4]

სეგუნდა დივიზიონი ბ-ს 2006-07 წლების გათამაშებაში „რაიო ვალიეკანომ“ დაიკავა მე-3 ადგილი, აღსაზევებელი პლეი-ოფის ნახევარფინალი დაძლია, მაგრამ ფინალში „ეიბართან“ დამარცხდა.[5] მომავალ სეზონში, 4 წლიანი პაუზის შემდეგ კლუბი დაბრუნდა მეორე დივიზიონში, აღსაზევებელი პლეი-ოფის ნახევარფინალში „ბენიდორმის“ განადგურების შემდეგ მოუგო „სამორას“, 2 მატჩის ჯამში 2-1.[6]

2009-10 წლების სეზონი კლუბმა დაამთავრა გასავარდნი ზონისგან შორს, თუმცა არც ლიდერთა შორის ყოფილა. მომავალ სეზონში „რაიომ“ დაიკავა მე-2 ადგილი სეგუნდა დივიზიონში და 8-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა პრიმერა დივიზიონს, სერიოზული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად ჩამორჩა მხოლოდ ჩემპიონ „რეალ ბეტისს“.[7][8][9] 2012 წლის მარტში, კლუბის ფეხბურთელები შეუერთდნენ მადრიდში გამართულ დემონსრაციებს (Anti-austerity movement).[10]

2015 წლის აგვისტოში, „რაიო ვალიეკანომ“ შეიძინა ამერიკული საფეხბურთო კლუბი „ოკლაჰომა სიტი“, შედეგად კლუბს დაერქვა „რაიო ოკც“ (Rayo OKC). ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანური კლუბი გამოჩნდა ამერიკულ ფეხბურთში.[11]

2016 წლის მაისში, „რაიო“ პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში დაკავებული მე-18 ადგილის შემდეგ დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში. ამითი დასრულდა მათი ყველაზე დიდხნიანი, 5 წლიანი გამოსვლა უმაღლეს დივიზიონში.

ევროტურნირების სტატისტიკა

რედაქტირება
სეზონი ეტაპი მეტოქე შინ გასვლითი ჯამში
უეფა-ს თასი 2000-01 საკ, ეტაპი   კონსტელასიო ესპორტივა 6–0 10–0 16–0
1-ლი ეტაპი   მოლდე 1–1 1–0 2–1
მე-2 ეტაპი   ვიბორგი 1–0 1–2 2–2 (ს)
მე-3 ეტაპი   ლოკომოტივი მოსკოვი 2–0 0–0 2–0
მე-4 ეტაპი   ბორდო 4–1 2–1 6–2
1/4 ფინალი   ალავესი 2–1 0–3 2–4

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Historia resumida del Rayo Spanish. Rayo Vallecano. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2014.
  2. Alaves through as Rayo fall. BBC Sport (15 მარტი 2001). ციტირების თარიღი: 4 აპრილი 2014.
  3. El 'Fair Play', ¿una puerta abierta para jugar en Europa? Spanish. Terra (20 მარტი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-07. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2014.
  4. Michel, nuevo entrenador del Rayo Spanish. ABC (23 ივნისი, 2005). ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2014.
  5. El Eibar regresa a Segunda tras remontar ante el Rayo Vallecano Spanish. Diario AS (24 ივნისი, 2007). ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2014.
  6. El Rayo vuelve a la División de Plata del fútbol español Spanish. Marca (15 ივნისი, 2008). ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2014.
  7. Dona Teresa takes off mask დაარქივებული 2011-04-26 საიტზე Wayback Machine. ; Football Scouting, 1 მარტი, 2011
  8. Unpaid Rayo have sights set on La Liga payday დაარქივებული 2012-10-04 საიტზე Wayback Machine. ; Reuters, 30 მარტი, 2011
  9. Los jugadores del Rayo Vallecano seguirán sin cobrar (Rayo Vallecano players will still not be paid) დაარქივებული 2011-09-27 საიტზე Wayback Machine. ; El Correo Gallego, 26 თებერვალი, 2011 (ესპანური)
  10. Rayo Vallecano players strike over Spanish austerity cuts. When Saturday Comes (29 მარტი, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-31. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2012.
  11. El Rayo compra la mayoría de acciones del Oklahoma City Spanish. AS (19 აგვისტო, 2015). ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2015.