ბობი ჩარლტონი
სერ რობერტ "ბობი" ჩარლტონი (ინგლ. Sir Robert "Bobby" Charlton; დ. 11 ოქტომბერი 1937, ეშინგტონი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი ფეხბურთელი. თამაშობდა შემტევი ნახევარმცველის და თავდამსხმელის პოზიციაზე. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. 1958, 1962 და 1970 წლების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების მონაწილე. ითვლება ინგლისური ფეხბურთის ლეგენდად. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ნახევარმცველად. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მე-18 ადგილზე დასახელდა.[1]
![]() ჩარლტონი 2010 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რობერტ ჩარლტონი | ||
დაბადების თარიღი | 11 ოქტომბერი, 1937 | ||
დაბადების ადგილი |
ეშინგტონი, ნორთამბერლენდი, ინგლისი | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
შემტევი ნახევარმცველი თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ნორთამბერლენდი | |||
1953–1956 | მანჩესტერ იუნაიტედი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1956–1973 | მანჩესტერ იუნაიტედი | 758 | (249) |
1973–1975 | პრესტონ ნორთ ენდი | 38 | (8) |
1976 | უოტერფორდი | 3 | (1) |
ეროვნული ნაკრები | |||
1953 | მოსწავლეთა | 4 | (5) |
1954 | ჭაბუკთა | 1 | (1) |
1958–1960 | ახალგაზრდული | 6 | (5) |
1958–1970 | ინგლისი | 106 | (49) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1973–1975 | პრესტონ ნორთ ენდი მ.მ. | ||
1983 | უიგან ათლეტიკი მ.შ. | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მიღწევებირედაქტირება
საკლუბორედაქტირება
სანაკრებორედაქტირება
- მსოფლიო ჩემპიონი: 1966
ინდივიდუალურირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- კაკაბაძე, მიხეილ (1972). მეხიკო, მეხიკო : ნარკვევი ფეხბურთში მექსიკის IX მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. თბილისი: საბჭ. საქართველო.
- ფანჯიკიძე, გურამ (1967). ფეხბურთის სამშობლოში : მსოფლიო პირველობის ჩემპიონატი ინგლისში. თბილისი: ნაკადული.
- ფანჯიკიძე, გურამ (1970). ფეხბურთის სამშობლოში : სპორტული ნარკვევი. თბილისი: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბობი ჩარლტონი“ ვიკისაწყობში.
- International Football Hall of Fame: Bobby Charlton
- Planet World Cup: Bobby Charlton
- A fans view: Bobby Charlton – legend
- BBC radio interview with Bobby Charlton, 1999
- Sir Alex Ferguson Way - Club Legends - Sir Bobby Charlton დაარქივებული 2014-11-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი 2020.
- ↑ 1966 Soccer World Cup Awards · All-Star Team. The Soccer World Cups.com. ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2021