ვარდების ომი
Choosing the Red and White Roses.jpg
ჰენრი პეინის ნახატი (1908). აპოკრიფული სცენა სასახლის ბაღიდან, როდესაც მოწინააღმდეგე ბანაკების წარმომადგენლები ირჩევენ წითელ ან თეთრ ვარდს.
თარიღი 1455 – 1487
მდებარეობა ინგლისი, უელსი, კალე
შედეგი ტიუდორთა (ლანკასტერელთა) ხელისუფლებაში მოსვლა
მხარეები
Yorkshire rose.svg იორკები Lancashire rose.svg ლანკასტერები
მეთაურები
Arms of Richard of York, 3rd Duke of York.svg რიჩარდ პლანტაგენეტი
Arms of Mortimer-de Burgh.svg ედუარდ IV
Arms of Thomas of Lancaster, 1st Duke of Clarence.svg რიჩარდ III
Royal Arms of England (1470-1471).svg ჰენრი VI
Arms of Margaret of Anjou.svg მარგარიტა ანჟუელი
Arms of the Prince of Wales (Modern).svg ედუარდ უესტმინსტერელი
Arms of Edmund Tudor, Earl of Richmond.svg ჰენრი VII
Commons-logo.svg ვარდების ომი ვიკისაწყობში

ვარდების ომი (ინგლ. War of the Roses) — ინგლისის სამეფო ტახტის დაუფლებისთვის მომხდარი სამოქალაქო ომი იორკებისა და ლანკასტერების მომხრეებს შორის. ორივე ოჯახის წარმომადგენლები პლანტაგენეტთა შთამომავლები იყვნენ და საკუთარ თავს ტახტის კანონიერ მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. ომი 1455–1485 წლებში მიმდინარეობდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში იყო მშვიდობიანობის პერიოდებიც; მცირე ბრძოლები 1455 წლამდე და 1485 წლის შემდეგაც ხდებოდა.

სამოქალაქო ომი ლანკასტერელთა გამარჯვებით დასრულდა, როდესაც რიჩმონდის გრაფმა ჰენრი ტუდორმა ბოსუორთის ბრძოლაში დაამარცხა რიჩარდ III და ინგლისის მეფე გახდა, რითაც ტიუდორთა 117 წლიან მმართველობას დაუდო საფუძველი.

ისტორიარედაქტირება

ომის დაწყების მიზეზი ინგლისის მეფე ჰენრი-VI-ის (1422-1471) სისუსტე იყო. მან ვერ შესძლო თავიდან აერიდებინა 1453 წელს ასწლიან ომში დამარცხება და ამავდროულად დროდადრო შეშლილობის შეტევებს განიცდიდა. 1454 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰენრი-VI-ის სახელით მართვის სადავეები გადასცა იორკის ჰერცოგ რიჩარდს. 1455 წელს დაიწყო ინგლისის ისტორიაში ყველაზე დიდი ფეოდალური დაპირისპირება, ვარდების ომი. რამდენიმე დიდი ბრძოლის შემდეგ 1461 წელს, ჰენრი-VI შოტლანდიაში გაიქცა. გრაფ უორვიკის დახმარებითა და დიდი მხარდაჭერით ტახტი იორკმა მეფემ ედუარდ-IV (1461-1483) დაიკავა. მან 22 წელი იმეფა მაგრამ პირველი 10 წელი ლანკასტერებს ებრძოდა. 1470 წელს უორვიკ მეფის დამხმარეს მხარდაჭერით ჰენრი-VI-მ ტახტის დაბრუნება შესძლო, თუმცა 1471 წელს რიჩარდ გლოსტერის ჰერცოგმა მოკლა. ტახტი კვლავ ედუარდ-IV-ის ხელში აღმოჩნდა. 1475 წელს ედუარდმა ზავი დადო საფრანგეთთან. 1483 წელს სავარაუდოდ მისმა ძმამ რიჩარდ გლოსტერმა მოკლა. ტახტი კანონის თანახმად მემკვიდრეობით მიიღო მისმა ვაჟმა ედუარდ-V-მ, თუმცა იგი მხოლოდ 12 წლის იყო. მცირეწლოვნების გამო მან ვერ შესძლო ტახტის დაკავება. მისმა ბიძამ რიჩარდმა ედუარდი და მისი ძმა ტაუერში გადაიყვანა. ამის შემდეგ ისინი არავის უნახავს, სავარაუდოდ რიჩარდის ბრძანებით დახოცეს. რიჩარდმა დაიკავა ტახტი და გახდა რიჩარდ-III (1483-1485). ამან შეაშფოთა ლანკასტერები, მათ მეთაურად რიჩმონდის გამგებელი ჰენრი ტიუდორი აირჩიეს და რიჩარდს დაუპირისპირდნენ. 1484 წელს ჰენრიმ 4000 კაციანი ლაშქრით საფრანგეთიდან შეუტია. 1485 წლის 1 აგვისტოს ბოსუორთის ბრძოლისა და რიჩარდის სიკვდილით დასჯის შემდეგ ლანკასტერებმა გამარჯვება იზეიმეს. ჰენრი ტიუდორი მეფედ აკურთხეს. ჰენრი-VII-მ (1485-1509) ცოლად ედუარდ-IV-ის ქალიშვილი ელიზაბედ იორკი შეირთო და შეარიგა ლანკასტერები და იორკები.

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება