მარგარიტა ანჟუელი
მარგარიტა ანჟუელი (ფრანგ. Marguerite d'Anjou, ინგლ. Margaret of Anjou; დ. 23 მარტი 1430, ლოთარინგია, საღვთო რომის იმპერია - გ. 25 აგვისტო 1482, ანჟუ, საფრანგეთის სამეფო) — ვალუა-ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის ორგზის დედოფალი 1445-1461 და 1470-1471 წლებში როგორც ჰენრი VI-ის მეუღლე. აგრეთვე იყო საფრანგეთის დე ფაქტო დედოფალი 1445-1453 წლებში. დაიბადა ლოთარინგიაში. ნეაპოლის მეფე რენე I-ისა და მისი ცოლის, ლოთარინგიის ჰერცოგინია იზაბელ I-ის უფროსი ქალიშვილი.
მარგარიტა ანჟუელი | |
---|---|
Marguerite d'Anjou | |
მარგარიტა ანჟუელის მინიატურული პორტრეტი, შექმნილია 1445 წლის 1 იანვარს | |
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 30 მაისი 1445 უესტმინსტერის სააბატო |
მმართ. დასაწყისი: | 23 აპრილი 1445 |
მმართ. დასასრული: | 4 მარტი 1461 |
წინამორბედი: | კატრინ დე ვალუა |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ ვუდვილი |
ინგლისის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 3 ოქტომბერი 1470 |
მმართ. დასასრული: | 11 აპრილი 1471 |
წინამორბედი: | ელიზაბეთ ვუდვილი |
მემკვიდრე: | ელიზაბეთ ვუდვილი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 მარტი 1430 |
დაბ. ადგილი: | ლოთარინგიის საჰერცოგო, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 25 აგვისტო 1482 (52 წლის) |
გარდ. ადგილი: | ანჟუს საჰერცოგო, საფრანგეთის სამეფო |
მეუღლე: | ჰენრი VI, ინგლისის მეფე |
შვილები: | ედუარდი, უესლის პრინცი |
დინასტია: | ვალუა-ანჟუები |
მამა: | რენე I, ნეაპოლის მეფე |
დედა: | იზაბელ I, ლოთარინგიის ჰერცოგინია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იყო ინგლისში მიმდინარე დინასტიათა შორის გამართული ბრძოლის, ე.წ. ვარდების ომის მონაწილე და ზოგჯერ თავადაც ხელმძღვანელობდა ლანკასტერების არმიას. მისი ქმრის შეურაცხადობისა და გონებასუსტობის გამო ქვეყანას მთლიანად მარგარიტა მართავდა. 1455 წლის მაისში მან სამეფო საბჭოში დაიბარა იორკის მეამბოხე ჰერცოგი და თავი მოჰკვეთა, რამაც გამოიწვია იორკების ამბოხება და ვარდების ომის დაწყება, რამაც 30 წელზე მეტ ხანს გასტანა. ამ სამოქალაქო ომმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის მარგარიტას ვაჟისაც.
1461 წელს ედუარდ IV იორკელმა ტახტიდან ჩამოაგდო ჰენრი VI, ტყვედ აიყვანა იგი, ხოლო მარგარიტა თავის ვაჟთან ერთად ქვეყნიდან გაიქცა. 1470 წელს მარგარიტა ინგლისში დაბრუნდა და ედუარდი ტახტიდან ჩამოაგდო, რის შემდეგაც კვლავ ჰენრი გაამეფა, სულ რამდენიმე თვეში კვლავ ედუარდი ავიდა ტახტზე. სწორედ ამ ბრძოლისას, 1471 წელს მოკლეს მარგარიტას ერთად-ერთი შვილი. ბრძოლაში დამარცხებული მარგარიტა იორკებმა ტყვედ აიყვანეს.
1475 წელს მარგარიტამ შეძლო და ტყვეობიდან თავი დაიხსნა. მან თავი შეაფარა თავის ბიძაშვილს, საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს. ვინაიდან წლების წინ თავის ქმართან ერთად ის საფრანგეთის გვირგვინის ხელში ჩაგდებას და მთელი სამეფოს დაპყრობას ცდილობდა, ფრანგები ვერ იტანდნენ მას და გამუდმებით ცუდად ეპყრობოდნენ. ამგვარ პირობებში გარდაიცვალა 1482 წელს, 52 წლის ასაკში.
ადრეული ცხოვრება და ქორწინება
რედაქტირებამარგარიტა დაიბადა 1430 წლის 23 მარტს, ლოთარინგიის საჰერცოგოში. ლოთარინგია საღვთო რომის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ფრანგული საჰერცოგო იყო, რომელსაც საფრანგეთის მეფის ბიძაშვილები მართავდნენ. მარგარიტას მშობლები იყვნენ ნეაპოლის მეფე რენე I და მისი ცოლი, ლოთარინგიის ჰერცოგინია იზაბელ I. მარგარიტას ხუთი ძმა და ოთხი და ჰყავდა. ცნობილია, რომ მის და-ძმებსა და მშობლებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ნეაპოლელებმა მამამისს შეარქვეს "კარგი მეფე რენე". გარდა ნეაპოლისა მამამისი იყო სიცილიისა და იერუსალიმის მეფე და აგრეთვე ანჟუს გრაფი. იგი აღწერილია როგორც "ბევრ გვირგვინიანი, მაგრამ უმიწო მეფე". მარგარიტა მონათლა მამამისის დისშვილმა, ქალაქ კაპუაში, ნეაპოლის ჩრდილოეთით. დედამისი მის განათლებაზე სერიოზულად ზრუნავდა. მარგარიტა თავის ძმებთან ერთად სწავლობდა. ფრანგები ბავშვობაში მარგარიტას უწოდებდნენ "პატარა ქმნილებას" (ფრანგ. La petite créature).
1445 წლის 23 აპრილს მარგარიტა დაქორწინდა თავისზე რვა წლით უფროს ინგლისის მეფე ჰენრი VI-ზე. გარდა ინგლისის დედოფლობისა, მარგარიტამ მიიღო საფრანგეთის დე ფაქტო დედოფლის წოდებაც. ამ დროს ინგლისსა და საფრანგეთს შორის მიმდინარეობდა ასწლიანი ომი. ჰენრის დედა იყო საფრანგეთის მეფის ასული კატრინ დე ვალუა, გარდა ამისა, ტრუას ხელშეკრულების საფუძველზე ჰენრი საფრანგეთის მეფედ ცხადდებოდა, თუმცა კატრინის ძმა და არცერთი ფრანგი და ევროპის მონარქი, ასევე არც რომის პაპი მათ საფრანგეთის მეფე-დედოფლად არ ცნობდნენ.
1440 წლის 40 მაისს უესტმინსტერის სააბატოში მარგარიტა დედოფლად ეკურთხა. იგი ამ დროს 15 წლის იყო. კენტერბერის არქიეპისკოპოსი მას აღწერდა როგორც ლამაზ, ამაყ, ქედმაღალ, მგზნებარე და ძლიერ ქალს. მარგარიტა მართლაც ძლიერი და ამბიციური იყო. მას საფრანგეთის დედოფლობაც სურდა და ამისთვის ბოლომდე ბრძოლა გადაწყვიტა. იგი პრეტენზიებს აცხადებდა საფრანგეთის ტახტზე რომელზეც თავისი ბიძაშვილი მარია ანჟუელი იჯდა, აგრეთვე ლოთარინგიაზე და ნეაპოლზე, რომელთაც მისი ძმა მართავდა. თუმცა მარია ანჟუელის დედა, იოლანდე არაგონელი მისი დიდი მოწინააღდეგე გახდა და შვილის უფლებებს ბოლომდე იცავდა. იოლანდემ თავის ესპანელ ნათესავებს მიმართათ დასახმარებლად და დაარწმუნა ისინი, რომ ინგლისელების საფრანგეთში გამეფება მათაც დიდი ზიანს მოუტანდათ. ამრიგად მარგარიტა საფრანგეთის დე ფაქტო და თვითმარქვია დედოფლად რჩებოდა. 1453 წელს ასწლიანი ინგლისელთა მარცხით დასრულდა, რის შემდეგაც მარგარიტას საფრანგეთის დედოფლის წოდება ჩამოერთვა.
ვაჟის გაჩენა
რედაქტირებაჰენრი არ იყო წარმატებული მეფე, მას სწავლა და რელიგია უფრო აინტერესებდა ვიდრე სამხედრო კამპანიები. ის გამეფდა მაშინ, როცა რამდენიმე თვის იყო და ქვეყანას რეგენტები მართავდნენ. როცა ის მარგარიტაზე დაქორწინდა მისი ფსიქიკა უკვე სერიოზულად იყო შერყეული. 1453 წლის 13 ოქტომბერს მარგარიტამ ნანატრი ვაჟი გააჩინა, სახელად ედუარდი, რომელიც მალევე მონათლეს და უელსის პრინცად აკურთხეს. ამის შემდეგ მარგარიტას შვილი აღარ გაუჩენია. ხალხში მალევე გავრცელდა ჭორები, რომ ბავშვი მარგარიტას სხვა კაცისგან ჰყავდა, ასევე ამბობდნენ, რომ ის დედოფალს საერთოდ არ გაუჩენია და ვიღაც გლეხს წაართვეს. ბევრი ვარაუდობს, რომ მარგარიტას მოკავშირეები ედმუნდ ბეფორტი, ან ჯეიმზ ბატლერი არის პრინცი ედუარდის ნამდვილი მამა.
მიუხედავად იმისა, რომ მარგარიტა საშინლად აგრესიული, ბოროტი, ინტრიგანი და არასტაბილურად ტემპერამენტიანი იყო, ქმარი უყვარდა და მისი ერთგულიც იყო, მათ ერთად დააარსეს დედოფლების კოლეჯი კემბრიჯში.
1457 წელს ელიზაბეთ ვუდვილი (შემდგომში მარგარიტას მთავარი მეტოქე და ინგლისის დედოფალი როგორც ედუარდ IV-ის მეუღლე) მარგარიტა ანჟუელის მთავარი ფრეილინა გახდა. ცნობილია, რომ ელიზაბეთი მარგარიტას საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე იყო.
დინასტიური სამოქალაქო ომის დასაწყისი
რედაქტირებადაპირისპირება მარგარიტასა და იორკის ჰერცოგს შორის
რედაქტირებადედოფალი მარგარიტა ლონდონში ქმარ-შვილთან ერთად ცხოვრობდა და ომში მარცხის შემდეგ პოლიტიკაში მანამ აღარ ჩარეულა, სანამ იორკის მეამბოხე ჰერცოგმა მის ქმარს სერიოზული საფრთხე არ შეუქმნა, რომელიც მას 1453 და 1454 წლებში აუჯანყდა მას. ჰერცოგი სრულიად დამსახურებულად აცხადებდა ინგლისის ტახტზე პრეტენზიას, რადგან ისიც და მეფე ჰენრიც ერთი - პლანტაგენეტების დინასტიიდან მოდიოდნენ. იორკს უამრავი ძლიერი და გავლენიანი დიდგვაროვანი უჭერდა მხარს. ინგლისელები თვლიდნენ, რომ ასწლიან ომში ჰენრის გამო დამარცხდნენ, რომელიც ცოლის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. იორკის ჰერცოგს საკმაოდ დიდი ძალაუფლება ჰქონდა. ჰენრის ყველა მრჩეველი კი მის მიერ იყო მოსყიდული. თავად მეფის ფსიქიკა კი სტაბილურად განაგრძობდა გაუარესებას. მარგარიტა საჯაროდ და დაუფარავად ეწინააღმდეგებოდა ჰერცოგის პოზიციას და ცდილობდა გვირგვინი შეენარჩუნებინა. დედოფალი ანგარიშგასაწევი ძალა იყო. მას დიდი ძალაუფლება და უამრავი მოკავშირე ჰყავდა მთელს ევროპაში. თუმცა მარგარიტას მთავარი შეცდომა სწორედ იორკის ჰერცოგის გადამტერება იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანას მეფე კი არა დედოფალი მართავდა, რაც ინგლისელებს ძალიან აღიზიანებდათ.
ცნობილია, რომ იორკის ჰერცოგი მანამდე თავად ჰენრის მრჩეველი იყო და მას ინგლისში ცუდ რეპუტაციას უქმნიდა. იორკი ნამდვილი პატრიოტი იყო და საფრანგეთშიც იბრძოდა. მისი მეფისადმი მტრობა მაშინ გამომჟღავნდა როცა 1450 წელს მეფის ირლანდიაში ვიზიტისას მისი მოკვლა სცადა. მარგარიტამ ორჯერ სცადა იორკის მოკვლა, თუმცა არ გამოუვიდა. იგი ამის პარალელურად არ ივიწყებდა თავის პრეტენზიას საფრანგეთში და გამუდმებით აჯანყებდა ნორმანდიელებს ვალუების წინააღმდეგ. სწორედ ამის გამო მან თავისივე ხელით გადასცა საფრანგეთი მოკავშირედ იორკის ჰერცოგს. იორკის გავლენები თანდათან იზრდებოდა. ამას დაერთო ისიც, რომ ავადმყოფი ჰენრი დაარწმუნა და კვლავ მის მრჩევლად მოევლინა სამეფო კარს. ომში დამარცხების შემდეგ ინგლისი ვალებში ჩაეფლო, რის გამოც ხალხი ახალი რეფორმების გატარებას მოითხოვდა. ამას კი ისიც დაემატა, რომ გაუგებარი მიზეზის გამო ჰენრი VI-მ იორკის ჰერცოგი თავის მეორე მემკვიდრედ (პირველი მემკვიდრე ცხადია მისი ვაჟი ედუარდი იყო) გამოაცხადა. ამ დროს მარგარიტა ამოქმედდა. მან ჰენრის დააშლევინა იორკის მოკავშირე პარლამენტი და თავად ჰერცოგი მრჩევლობიდან მოახსნევინა.
1457 წელს ინგლისელები, განურჩევლად წოდებისა და სოციალური ფენისა მარგარიტას აუმხედრდა, რადგან სწორედ მისი ბრძანებით, მისმა ფრანგმა მოკავშირე გენერალმა პიერ დე ბრიზმა იორკის ჰერცოგის მოკავშირე ქალაქები გადაწვა. ფრანგები ინგლისში 4 000-იანი არმიით შევიდნენ და მიზნად ქაოსის დათესვას ისახავდნენ (რასაც ინგლისელები აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე საფრანგეთში). ინგლისში გავრცელდა მარგარიტასა და პიერის რომანთან დაკავშირებული, საკმაოდ ვულგარული ჭორები. სახალხო აღშფოთება იმდენად მაღალი იყო, რომ დედოფალს სახალხოდ მოუწია თავის მართლება, თუმცა მოულოდნელად ხალხის აბობოქრებული მასა დედოფლის მოსაკლავად გამოვარდა, რასაც სასწაულებრივად გადაურჩა მარგარიტა. ცნობილია, რომ ამ მასას იორკის ჰერცოგის ძმა, ვორვიკის ჰერცოგი მეთაურობდა.
ლანკასტერების ფრაქციის ლიდერი
რედაქტირებამეტოქე იორკებისა და ლანკასტერების ფრაქციებს შორის არსებული დიდი დაპირისპირება მალე შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. 1455 წლის მაისში ჰენრი VI-ს საშინელი ფსიქიკური აშლილობები დაეწყო, რის გამოც მის რეგენტად იორკის ჰერცოგი დაინიშნა. მეორე დღესვე დედოფალმა დიდი ზეგავლენა მოახდინა სამეფო საბჭოზე და ჰერცოგი თანამდებობიდან მოხსნეს. დედოფალმა ჩამოაყალიბა საბჭო, რომელსაც მეფე მისი მტრებისგან უნდა დაეცვა. განრისხებული იორკი თავისი ოჯახითურთ გაეცალა სამეფო კარს და ჩრდილოეთში ჯარების შეგროვება დაიწყო. ამავდროულად ჯარების შეგროვება დაიწყო მარგარიტამაც. 1455 წლის 22 მაისს იორკებსა და ლანკასტერებს შორის მოხდა წმ. ალბანის პირველი ბრძოლა, რომელშიც ლანკასტერები დამარცხდნენ და რითაც დაიწყო ე.წ. ვარდების ომი. ამ ბრძოლაში დაიღუპა მარგარიტას მოკავშირე ედმუნდ ბეფორტი, ბრძოლის ველიდან გაიქცა ლორდი უალიტშირი, ხოლო მეფე ჰენრი იორკებმა ჩაიგდეს ტყვედ.
1459 წელს მარგარიტამ ბრძოლა განაახლა, რომელსაც ბარონი ჯეიმზ ტუშეტი სარდლობდა. ამ ბრძოლაში იორკები დამარცხდნენ, მარგარიტამ კი ქმარი გაანთავისუფლა.
ვარდების ომი
რედაქტირებაადრეული კამპანიები
რედაქტირებამარგარიტამ შოტლანდიასთან დაამყარა ალიანსი, რის შემდეგაც მას შოტლანდიის მეფემ რამდენიმე ათასიანი კაცით გაუწია დახმარება. 1460 წლის 30 დეკემბერს უესკფილდის ბრძოლაში მარგარიტამ სასტიკად დაამარცხა იორკის ჰერცოგისა და ლორდ სამერსეტის გაერთიანებული ლაშქარი. ორივე მამაკაცი ტყვედ ჩავარდა, დედოფალმა მათ არ შეუნდოთ, თავები მოჰკვეთათ და ქალაქ იორკის კარიბჭეზე ჩამოკიდა, რათა გაეგოთ მის მაცხოვრებლებს, თუ რა ბედი ეწეოდათ მეამბოხეებს. 1461 წლის 14 იანვარს მან იორკთა ჯარები კვლავ დაამარცხა წმ. ალბანის მეორე ბრძოლაში. ამ ბრძოლაში მან დაამარცხა რიჩარდ ნევილი, ვორვიკის ერლი. ამის შემდეგ დედოფალმა, რომელიც მართლაც ქვეყანას თავის ნებაზე მართავდა გასცა მოღალატე ბარონების დაპატიმრების ბრძანება. მოგვიანებით მარგარიტამ ეს მამაკაცები სიკვდილით დასაჯა. ცხადია ამით არაფერს აკეთებდა, ინგლისური არისტოკრატიის გადამტერების გარდა. ამას გარდა დედოფალი თავის ვაჟს, პრინც ედუარდსაც თავისნაირად ზრდიდა და ასწავლიდა, რომ "მანამდე უნდა მოკლა მტერი სანამ თვითონ მოგკლავს".
საფრანგეთში გაქცევა
რედაქტირება1461 წლის 29 მარტს ლანკასტერები სასტიკად დაამარცხა იორკის მოკლული ჰერცოგის ვაჟმა ედუარდმა. მან ტახტიდან ჩამოაგდო მეფე ჰენრი და თავად გამეფდა როგორც ედუარდ IV. მარგარიტამ თავისი ვაჟის მემკვიდრეობის დაბრუნება განიზრახა. ამ მიზნით იგი ჯარების შესაგროვებლად ჯერ უესლში, შემდეგ კი შოტლანდიაში გაემგზავრა. მან იქ დახმარება ვერ აღმოაჩინა, რის გამოც იგი საფრანგეთში გაიქცა. ამ დროს ლორდი ვორვიკი აწარმოებდა საქორწინო მოლაპარაკებებს ედუარდ IV-სა და საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის ქალიშვილს შორის. მოულოდნელად ედუარდმა მარგარიტას ფრეილინა, ელიზაბეთ ვუდვილი შეირთო ცოლად და დედოფლად დასვა. ამგვარმა საქციელმა საშინლად განარისხა ვორვიკი. იგი საფრანგეთში გაიქცა ცოლ-შვილთან ერთად და მარგარიტას მოკავშირედ იქცა. 1470 წელს ვორვიკის უმცროსი ქალიშვილი ანა ნევილი და მარგარიტას ვაჟი, პრინცი ედუარდ ლანკასტერი დააქორწინეს, რითაც დიდი ალიანსი შედგა. ვორვიკისა და მარგარიტას გაერთიანებული არმია შეიჭრა ინგლისში და 1470 წლის 3 ოქტომბერს ტახტიდან ჩამოაგდო ედუარდი. ტახტზე კვლავ ჰენრი VI დასვეს, ხოლო მარგარიტა კვლავ დედოფალი გახდა.
საბოლოო მარცხი
რედაქტირებამარგარიტას მმართველობამ დიდ ხანს არ გასტანა. 1471 წლის 14 აპრილს ედუარდმა კვლავ შეკრიბა დიდი ჯარი, ჰენრი VI ტახტიდან ჩამოაგდო, ხოლო ვორვიკი მოკლა. მარგარიტა ვაჟთან და ანასთან ერთად საფრანგეთში გაიქცა. ედუარდ IV-მ ჰენრის თავი მოჰკვეთა. სულ მალე 1471 წლის 4 მაისს მარგარიტა დიდი არმიით დაბრუნდა ინგლისში, რასაც მიზნად ედუარდის ჩამოგდება ჰქონდა. ამ ბრძოლაში ედუარდ IV-მ გაიმარჯვა. სწორედ ამ ბრძოლაში დაიღუპა მარგარიტას ვაჟი, ხოლო ანა ნევილი ტყვედ ჩაიგდეს იორკებმა. მალე მარგარიტა დააპატიმრეს. ამ დროს ვაჟის სიკვდილის გამო, იგი უკვე სულიერად გატეხილი იყო. იგი უილინგდფორდის ციხეში გამოკეტეს. 1475 წელს მარგარიტა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის მიერ გადახდილი დიდი გამოსასყიდის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს და საფრანგეთში გაამგზავრეს.
გარდაცვალება
რედაქტირებამარგარიტა ანჟუელი მომდევნო შვიდი წლის მანძილზე საფრანგეთში ცხოვრობდა. იგი ღარიბი იყო და მეფეზე დამოკიდებული. იგი 1482 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა თავის მშობლიურ ანჟუში, 52 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მისი მშობლების გვერდით. თუმცა ისევე როგორც ბევრი ფრანგი მონარქისა და დიდგვაროვნის ცხედარი, მარგარიტას ნეშტიც საფრანგეთის რევოლუციის დროს რევოლუციონერებმა ამოიღეს სამარხიდან, ხოლო შემდგომში სად გაუჩინარდა ის და რა გაუკეთეს უცნობია.
წინაპრები
რედაქტირებაჰერალდიკა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Abbott, Jacob (2004). History of Margaret of Anjou, Queen of Henry VI of England. Reproduction of 1871 text by Kessinger Press.
- Bagley, J.J. (1948). Margaret of Anjou, Queen of England. Herbert Jenkins.
- Cokayne, George Edward, ed. (1893). Complete peerage of England, Scotland, Ireland, Great Britain and the United Kingdom, extant, extinct or dormant (L to M). 5 (1st ed.). London: George Bell & Sons.
- Costain, Thomas B. (1962). The Last Plantagenets. Popular Library, New York.
- Fraser, Antonia (1975). The Lives of the Kings and Queens of England. University of California Press.
- Hookham, Mary Ann (1872). The Life and Times of Margaret of Anjou, Queen of England and France.
- Maurer, Helen E. (2004). Margaret of Anjou: Queenship and Power in Late Medieval England. Boydell Press.
- Smith, George (1975). The Coronation of Elizabeth Wydeville. Gloucester: Gloucester Reprints. p.28
- Sellar, W.C.; Yeatman, R.J. (1930). 1066 And All That. Methuen. p. 46.
- Letters of Queen Margaret of Anjou and Bishop Beckington, and Others, edited by Cecil Monro, Esq., published for the Camden Society, M.DCCC.LXIII, Google Books, retrieved on 24 February 2010.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.queens.cam.ac.uk/life-at-queens/about-the-college/college-facts/foundresses-and-patronesses/margaret-of-anjou
- https://www.britannica.com/biography/Margaret-of-Anjou-queen-of-England
- http://www.luminarium.org/encyclopedia/margaretanjou.htm
- http://www.englishmonarchs.co.uk/plantagenet_26.html
- http://dangerouswomenproject.org/2016/06/11/margaret-of-anjou/
მარგარიტა ანჟუელი დაიბადა: 23 მარტი 1430 გარდაიცვალა: 25 აგვისტო 1482
| ||
წინამორბედი: კატრინ დე ვალუა |
ინგლისის დედოფალი | შემდეგი: ელიზაბეთ ვუდვილი |
წინამორბედი: ელიზაბეთ ვუდვილი |
ინგლისის დედოფალი | შემდეგი: ელიზაბეთ ვუდვილი |