ვალუას დინასტია
ვალუა (ფრანგ. Valois) — საფრანგეთის სამეფო დინასტია, რომლის სამი შტო მბრძანებლობდა საფრანგეთში 1328-1589 წლებში. ვალუას დინასტია წარმოადგენდა კაპეტინგების დინასტიის შტოს. მისი პირველი წარმომადგენელი იყო ფილიპ VI, რომელიც 1328 წელს ფრანგმა ბარონებმა გაამეფეს. მათ მმართველობაში საფრანგეთი ეომებოდა ინგლისს (ასწლიანი ომი), ადგილი ჰქონდა პარიზის აჯანყებას (1357, 1358), ჟაკერიას, ჟანა დ’არკის გამოსვლას, არმანიაკებისა და ბურგინიონების ურთიერთ ბრძოლას, ჩაისახა აბსოლუტიზმი, დაიწყო იტალიური ომები. უშვილო შარლ VIII-ის სიკვდილით შეწყდა ვალუას დინასტიის პირდაპირი შტო, რომლის მოსპობის შემდეგ გამეფდა ვალუას დინასტიის გვერდითი, ორლეანის შტოს წარმომადგენელი ლუი XII. უძეო ლუი XII-ის შემდეგ ტახტზე ავიდა ანგულემის შტოს წარმომადგენელი ფრანსუა I. უშვილო ანრი III-ის სიკვდილით დასრულდა ვალუას დინასტიის მეფობა და სამეფო ტახტი დაიკავა ანრი ბურბონმა.
საფრანგეთის მეფეები
რედაქტირებამთავარი შტო: ვალუა
რედაქტირებაფრანგულად: Valois
- ფილიპ VI (1328-1350)
- ჟან II (1350-1364)
- შარლ V (1364-1380)
- შარლ VI (1380-1422)
- შარლ VII (1422-1461)
- ლუი XI (1461-1483)
- შარლ VIII (1483-1498)
გვერდითი შტო: ვალუა-ორლეანი
რედაქტირებაფრანგულად: Valois-Orleans
გვერდითი შტო: ვალუა-ანგულემი
რედაქტირებაფრანგულად: Valois-Angoulême
- ფრანსუა I (1515-1547)
- ანრი II (1547-1559)
- ფრანსუა II (1559-1560)
- შარლ IX (1560-1574)
- ანრი III (1574-1589)
ბურგუნდიის ჰერცოგები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 286.