ანრი III ვალუა
ანრი III დე ვალუა (ფრანგ. Henri III de Valois; დ. 19 სექტემბერი, 1551, ფონტენბლო, საფრანგეთი — გ. 2 აგვისტო, 1589, სენ-კლუ, საფრანგეთი) — პოლონეთის მეფე 1572-1573 წლებში ჰენრიკ III ვალეზის სახელით (პოლონ. Henryk III Walezy), იმავდროულად ლიტვის დიდი მთავარი და საფრანგეთის მეფე 1574-1589 წლებში.
ანრი III | |
---|---|
Henri III de France | |
პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავარი | |
კორონაცია: | 22 თებერვალი 1474 |
მმართ. დასაწყისი: | 30 მაისი 1574 |
მმართ. დასასრული: | 2 აგვისტო 1589 |
წინამორბედი: | სიგიზმუნდ II იაგელონი |
მემკვიდრე: | ანა იაგელონი |
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 13 თებერვალი 1575 |
წინამორბედი: | შარლ IX ვალუა |
მემკვიდრე: | ანრი IV ბურბონი |
სხვა წოდებები: |
პროვანსის გრაფი ანჟუს ჰერცოგი ორლეანის ჰერცოგი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 19 სექტემბერი, 1551 |
დაბ. ადგილი: | ფონტენბლოს სასახლე, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 1589 |
გარდ. ადგილი: | სენტ-კლოდი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუიზა დე ლორენ-ვემონტი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ანრი II |
დედა: | ეკატერინე მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ბიოგრაფია
რედაქტირებასიყმაწვილე
რედაქტირებაანრი დაიბადა ფონტენბლოს სასახლეში. იყო ანრი II-სა და ეკატერინე მედიჩის მესამე შვილი, ბაბუად ერგებოდა ფრანსუა I, მისი ძმები იყვნენ ფრანსუა I და შარლ IX. ანრი III ატარებდა ანჟულემისა და ორლეანის ჰერცოგის ტიტულს 1560 წელს, 1566 წელს ანჟუს ჰერცოგის ტიტულს.
იგი დაიბადა ალექსანდრე-ედუარდ დე ვალუა-ანჟულემის სახელით, 1564 წელს კი მას ანრი უწოდეს. ანრი დედას გამორჩეულად უყვარდა სხვა შვილებს შორის, მოფერებით chers yeux (გამორჩეული თვალები) უხმობდა. მისი უფროსი ძმა შარლ IX მისდამი სიძულვილით იზრდებოდა. შურდა ანრის ჯანმრთელობისა და წარმატებების. ამგვარად, ანრი III სიყმაწვილეშივე მიიჩნეოდა ანრი II-სა და ეკატერინე მედიჩის შვილებს შორის გამორჩეულად. განსხვავებით მამამისისა და უფროსი ძმისაგან იგი ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებდა ნადირობისა და ფიზიკური ვარჯიშის მიმართ, რაც ერთობ პოპულარული დროსტარების საშუალება იყო ვალუებისთვის. თუმცა, მას იტაცებდა და დახელოვნებულიც იყო ფარიკაობაში. მას ერჩია თავისი შესაძლებლობები გამოეყენებინა ხელოვნებასა და მხატვრულ კითხვაში. ასეთი მიდრეკილებები გამოწვეული იყო თავისი იტალიელი დედით.
ახალგაზრდობისას იყო პერიოდი, როდესაც პროტესტანტიზმისკენ იხრებოდა, ამბოხების ნიშნად. ცხრა წლის ასაკში თავის თავს უწოდებდა un petit Huguenot, არ ესწრებოდა მესას და გალობდა პროტესტანტულ ფსალმუნებს. თავის და მარგოს ურჩევდა დაეწვა საეკლესიო წიგნები, უფრო მეტიც, ანრიმ წმინდა პავლეს ქანდაკებას ცხვირი მოატეხა. დედა მკაცრად უკრძალავდა თავის შვილებს ასეთ საქციელს, ამის შემდეგ ანრის აღარ ემჩნევა პროტესტანტული მიდრეკილებები, იგი იქცევა როგორც კათოლიკე.
გამეფებამდე იგი იყო სამეფო ჯარების მხედართმთავარი ჰუგენოტების წინააღმდეგ გამართულ რელიგიურ ომებში და მანვე მიიღო მონაწილეობა იარნაკისა და მონკონტურის ბრძოლებში. თავადად ყოფნის დროს ჩართული იყო წმინდა ბართლომეს ღამის დაგეგმვაში (მაგრამ მონაწილეობა არ მიუღია), რომლის შემდეგაც ათასობით ჰუგენოტი დაიღუპა. მისი მეფობის დროს, ისევე როგორც ანრის ძმების, ფრანსუა II-სა და შარლ IX-ის მეფობისას, საფრანგეთი მუდმივად ჩართულია რელიგიურ დაპირისპირებაში.
ჰომოსექსუალობა
რედაქტირებაანრის გარდაცვალებიდან დიდი ხნის განმავლობაში იგი მიჩნეული იყო ჰომოსექსუალად ან სულ მცირე ბისექსუალად მაინც. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი დოკუმენტური ფაქტი ანრის ჰომოსექსუალობის მადასტურებელი, კამათი ისტორიკოსებს შორის კვლავაც გრძელდება ამ საკითხის თაობაზე. მაგალითად, ისეთმა თანამედროვე ისტორიკოსებმა, როგორიც არიან პ. ერლანგერი, ჯ.ფ. სოლნონი და ჯ. ბოუჩერი, აღმოაჩინეს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ანრი მხოლოდ ჰომოსექსუალი (ან ბისექსუალიც იმავდროულად) არ ყოფილა. მას ასევე ჰყავდა ბევრი ცნობილი საყვარელი (ქალი). ასევე არცერთი კაცის სახელია ცნობილი, რომელთანაც ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ანრი III ცნობილი იყო, როგორც კარგი გემოვნების მქონე მომხიბვლელი მანდილოსნების ამორჩევაში. ისტორიკოსები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ მოსაზრება მისი საეჭვო ჰომოსექსუალობისა გავრცელდა იქიდან, რომ მას არ იტაცებდა ომი და ნადირობა, რაც ქალურობასთან ასოცირდებოდა. ყველაზე დიდი წვლილი ამ ჭორის აგორებაში ანრის ოპონენტებს მიუძღვით (პროტესტანტებსაც და რადიკალ კათოლიკეებსაც), რომლებსაც სურდათ აემხედრებინათ ფრანგი ხალხი მის წინააღმდეგ.
ელისაბედი და ანრი
რედაქტირება1570 წელს დაიწყო კამათი იმის შესახებ, რომ ანრი დაენიშნათ ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ზე. 37 წელს მიტანებული ელისაბედი აუცილებლად უნდა დაქორწინებულიყო, რათა მემკვიდრე დარჩენოდა. მაგრამ ამ კამათიდან არაფერი გამოვიდა, რადგან ისტორიკოსების მოსაზრებით ელისაბედს განეზრახა მხოლოდ ესპანეთთან ჰქონოდა კავშირი. ამ ქორწინებას აფერხებდა ისიც, გარდა იმისა რომ ელისაბედსა და ანრის ჰქონდათ განსხვავებული რელიგიური შეხედულებები — ანრი იყო კათოლიკე (ფორმალურად მაინც), ელისაბედი კი პროტესტანტი — ანრის ჰქონდა საკუთარი მოსაზრება ელისაბედის შესახებ. მართალია უტაქტოდ, მაგრამ ანრი ინგლისის დედოფალს „putain publique“ (სახალხო მეძავს უწოდებდა) და მწარე რეპლიკებით კენწლავდა მასსა და ელისაბედს შორის დიდ ასაკობრივ სხვაობას. ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგო (დაუზუსტებლად), რომ ელისაბედი კოჭლობდა ვარიკოზული ვენების გამო, ანრი მას მოიხსენიებდა, როგორც „მოხუცს დაწყლულებული ფეხით“.
პოლონეთი
რედაქტირებაგამფება
რედაქტირება1572 წელს პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტი გარდაიცვალა. მეფის და ანა იაგელონმა, რომელიც ტახტის ერთადერთი მემკვიდრე იყო, პოლონეთის სეიმი დაარწმუნა, რომ პოლონეთის მეფედ ანრი ვალუა აერჩიათ.
1573 წელს ანრი რეჩ-პოსპოლიტას მეფედ — ჰენრიკ ვალეზის სახელით აირჩიეს. ანრი იმავდროულად ლიტვის დიდი მთავრის ტიტულის მფლობელი გახდა და ამ ტიტულს პოლონეთის მეფედ ყოფნის დროს ატარებდა. თავისუფალი არჩევნების პირობების მიხედვით ხელი უნდა მოეწერა პაქტა კონვენტასა და მეფე ანრის წერილებისთვის, რომელიც ავალდებულებდა მას, დაეცვა რელიგიური ტოლერანტობა რეჩ-პოსპოლიტას საზღვრებში. ანრი შეეცადა შეწინააღმდეგებოდა მონარქის ძალაუფლების შეზღუდვას „ოქროს თავისუფლების“ მიხედვით. პოლონეთ-ლიტვის პარლამენტი ანრის შეეწინააღმდეგა. მას შეეძლო დაქორწინებულიყო ანა იაგელონზე მეტი ლეგიტიმურობისთვის, თუმცა პოლონეთის მეფედ არჩევიდან სამი თვის შემდეგ, ანრის ძმა, საფრანგეთის მეფე შარლ IX გარდაიცვალა. ანრიმ პოლონეთი მალულად დატოვა და საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც ის 1575 წლის 13 თებერვალს, რეიმსის ტაძარში მეფედ აკურთხეს.
პოლონური გავლენა
რედაქტირებაანრი III-ის ხანმოკლე მეფობა პოლონეთში ხასიათდება ორი ცივილიზაციის, პოლონურისა და ფრანგული კულტურების შეჯახებით. ახალგაზრდა მეფეს და მის მხლებლებს აოცებდათ ზოგიერთი პოლონური ტრადიცია და იმედგაცრუებული იყვნენ ქვეყნის სოფლური სიღატაკითა და მკაცრი კლიმატით. პოლონელებს კი აინტერესებდათ ის, რომ ყველა ფრანგი ისეთივე დანაღვლიანებული გარეგნობის იყო, როგორც მათი ახალი მეფე.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ პოლონურმა კულტურამ კეთილისმყოფელი გავლენა იქონია საფრანგეთზე. ვაველის სასახლეში ფრანგები სეფსისური საშუალებების ახალ მეთოდებს გაეცნენ, რომელთა მიხედვით სიბინძურე (ექსკრემენტები) ხვდებოდა სასახლის კედლებს გარეთ. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ანრიმ ბრძანება გასცა — ლუვრსა და სხვა სასახლეებში მსგავსი საშუალებები აეშენებინათ. სხვა მიღწევები, რომლებსაც ფრანგები პოლონეთში ყოფნის დროს გაეცვნენ, იყო — თუ როგორ ერეგულირებინათ ცხელი და ცივი წყალი აბაზანაში და ჩანგალი.
საფრანგეთში დაბრუნება
რედაქტირებაქორწინება
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ როდესაც ანრი დაქორწინდა ლუიზა დე ლორენ-ვემონტზე (1575, 14 თებერვალი) და ის ელოდა მემკვიდრეს, მათ ბავშვი არ შეეძინათ.
1576 წელს ანრიმ ხელი მოაწერა ბეაულიეუს ედიქტს, რომელმაც ჰუგენოტები უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენა. მეფის ამ ნაბიჯმა გამოიწვია ის, რომ კათოლიკე ანრი I გიზის ჰერცოგის ინიციატივით ჩამოყალიბდა კათოლიკეთა ლიგა. ამგვარი მდგომარეობისა და ქმედებების ფონზე ანრი იძულებული გახდა გაეუქმებინა დათმობათა უმეტესობა, რასაც პროტესტანტების მიმართ აღნიშნული ედიქტი ითვალისწინებდა.
1584 წელს ანრის უმცროსი ძმა ფრანსუა ანჟუელი დაიღუპა. სალის კანონის მიხედვით ტახტის მემკვიდრე ჰუგენოტი ანრი III ნავარელი, ლუი IX-ის შთამომავალი ხდებოდა. გიზის ჰერცოგის ზეგავლენით ანრი III-მ გამოსცა ედიქტი, რომლითაც აკრძალა პროტესტანტიზმი და ამ ნაბიჯით ანრი ნავარელს მემკვიდრის უფლებები ჩამოართვა.
ანრი III-მ ჟან დე ლა ბარიერესთან მეგობრობა დაამყარა და 1587 წელს, მათი მეგობრობის უკვდავსაყოფად ეკლესია აუშენა. 1788 წლის 12 მაისს ანრი II იძულებული გახდა პარიზი დაეტოვებინა, როდესაც ქალაქი გუისის ჰერცოგის ჯარმა აიღო. იმავე წლის 23 დეკემბერს, გუისის ჰერცოგი ბლუას სასახლეში ჩავიდა, სადაც მას თავისი ძმა ლუი II, გიზის კარდინალი ელოდებოდა. ჰერცოგს უთხრეს, რომ პირადად მას მეფე სამეფო საძინებელში ელოდებოდა, სადაც მცველებმა ჯერ ჰერცოგი, ხოლო შემდეგ კარდინალი მოკლეს. იმისათვის, რათა სამეფო გვირგვინის მოცილე არ გამოსჩენოდა, მეფემ ჰერცოგის შვილი დააპატიმრებინა.
გიზის ჰერცოგი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისმა მკვლელობამ კი მოქალაქეები ანრის წინააღმდეგ განაწყო. პარლამენტმა კრიმინალში დაადანაშაულა მეფე, რომელმაც დატოვა პარიზი, რათა ანრი ნავარელის ჯარს შეერთებოდა.
მკვლელობა
რედაქტირება1589 წლის 1 აგვისტოს, ანრი III თავისი ჯარით, ემზადებოდა რა პარიზზე შეტევისთვის, სენტ-კლოდში, პარიზის სიახლოვეს იყო დაბანაკებული. გიზის ჰერცოგების მკვლელობამ აღაშფოთა კათოლიკეები. მათ შორის ჟაკ კლემანი, დომინიკელი ფანატიკოსი, რომელიც შეუფარველად მტრობდა ჰუგენოტებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რომის პაპმა დასწყევლა ისინი. კლემანმა გადაწყვიტა ბანაკში შეპარულიყო და მეფემდე მიეღწია ყალბი დოკუმენტებით, ვითომდა მეფისთვის მნიშვნელოვანი წერილი მიჰქონდა. მეფესთან მისულმა ბერმა მიაწოდა ქაღალდების შეკვრა და მისკენ გადაიწია ვითომ საიდუმლო დანაბარები უნდა გადაეცა მეფისთვის. ანრიმ თავის მცველებს ანიშნა რომ გასცილებოდნენ. კლემანმა კი მეფეს ყურში ჩურჩულით მუცელში გაუყარა დანა. გაოგნებულმა მეფემ მცველებს უხმო საშველად. მანამდე კი ისიც მოახერხა, რომ ხანჯალი ამოეძრო და კლემანსაც კი მოარტყა თავში. დაბნეული კლემანი გაიქცა, თუმცა კართან მეფის გვარდიელებმა დაიჭირეს, მოკლეს და ფანჯრიდან გადააგდეს.
დაჭრილ მეფეს კი ჭრილობა გაუკერეს, თუმცა მძიმე მდგომარეობაში იყო. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე თავის მემკვიდრედ ანრი ნავარელი გამოაცხადა. მტრებს კი, ჟაკ კლემანის ჩათვლით, ცოდვები მიუტევა. ღამის სამ საათზე კი საფრანგეთის მეფე ანრი III გარდაიცვალა.
დაკრძალვა
რედაქტირებაანრი III-ის სხეული კომპიენში, სენ-კორნილის სააბატოში დაკრძალეს. ომის დამთავრების შემდეგაც, მისი საფლავი კვლავ კომპიენში დარჩა. საფრანგეთის ახალმა მეფემ, ანრი IV-მ თავისი წინამორბედის ცხედარი საფრანგეთის მეფეთა საძვალეში — სენ-დენის ბაზილიკაში გადაასვენა.
წინაპრები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Crawford, Katherine B., "Love, Sodomy, and Scandal: Controlling the Sexual Reputation of Henry III," Journal of the History of Sexuality, vol. 12 (2003), 513–42
- Durant, Will (1961). The Age of Reason Begins. Simon and Schuster.
- Freer, Martha Walker (1888). Henry III, King of France and Poland: his court and times. New York: Dodd, Mead.
- Frieda, Leonie (2003). Catherine de Medici. New York: HarperCollins. ISBN 0-06-074492-8.
- Grzybowski, Stanisław (1985). Henryk Walezy. Warsaw: Zakład Narodowy im. Ossolińskich. ISBN 8304001187.
- Jasienica, Paweł (1982). Rzeczpospolita Obojga Narodów (pl). Warsaw: Państwowy Instytut Wydawniczy. ISBN 83-06-00788-3.
- L'Estoile, Pierre De (1992). Régistre-Journal du règne de Henri III (fr). Genève: Droz. ISBN 2-600-00609-5.
- Stone, Daniel (2001). The Polish-Lithuanian state, 1386–1795; A History of East Central Europe. Seattle: University of Washington Press. ISBN 0-295-98093-1.
- Satała, Zbigniew (1990). Poczet polskich królowych, księżnych i metres (pl). Warsaw: Glob. ISBN 83-7007-257-7.