ჟან ორლეანელი (ფრანგ. Jean d'Orléans; დ. 28 ივნისი, 1399 — გ. 30 აპრილი, 1467) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ანგულემის გრაფი. ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ისა და ვალენტინა ვისკონტის უმცროსი ვაჟი. საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის პაპა.

ჟან ორლეანელი
დაბადების თარიღი 28 ივნისი, 1399
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 1467, (67 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება ანგულემის გრაფი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) მარგარიტა დე როანი
შვილ(ებ)ი ლუი
შარლი, ანგულემის გრაფი
ჟანა
მშობლები მამა: ლუი I, ორლეანის ჰერცოგი
დედა: ვალენტინა ვისკონტი

ბიოგრაფია და შვილები რედაქტირება

ჟანი დაიბადა 1399 წლის 28 ივნისს. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ლუი I-ისა და ვალენტინა ვისკონტის უმცროსი ვაჟი.

1412 წელს ბრძოლისას ტყვედ ჩაიგდეს ინგლისელებმა, 1415 წელს კი ტყვეობაში მას მისი ძმაც შეუერთდა, რომელიც 1440 წელს გამოისყიდეს, ჟანი კი კვლავ "საპატიო ტყვეობაში" დარჩა 1444 წლამდე. ძმის მსგავსად, მასაც ძალიან უყვარდა ლიტერატურა, რის გამოც მას უდიდესი ბიბლიოთეკა ჰქონდა.

მას შემდეგ რაც განთავისუფლდა, მას ანგულემისა და პერიგროდის გრაფობა უბოძეს. 1449 წლის 31 აგვისტოს კი ჟანმა ცოლად შეირთო მარგარიტა დე როანი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:

  1. ლუი (1455-1458), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  2. შარლი (1459-1496), ანგულემის გრაფი, ცოლად შეირთო ლუიზა სავოიელი, რომელთანაც შეეძინა ნავარის დედოფალი მარგარიტა და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I;
  3. ჟანა (1462-1520), ცოლად გაჰყვა ტაილბურგის გრაფ შარლ ფრანსუა დე კოეტივს;

მას ასევე ჰყავდა ერთ უკანონო შვილი, ჟან დე ვალუა, ანგულემის ბასტარდი, რომელიც 1458 წელს ლეგიტიმურ ვაჟად სცნო.

ჟან ორლეანელი გარდაიცვალა 1467 წლის 30 აპრილს, 67 წლის ასაკში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Knecht, R.J. (1994). Renaissance Warrior and Patron: The Reign of Francis I. Tuckwell Press. p. 1.