მადლენ დე ლა ტურდე (ფრანგ. Madeleine de La tour d' Auvergne; დ. 1498 — გ. 28 აპრილი 1519) — ოვერნის ჰერცოგის ასული. ფლორენციის, ურბინოსა და ბოლონიის ჰერცოგინია როგორც ლორენცო II-ის მეუღლე. საფრანგეთის დედოფლის, ეკატერინე მედიჩის დედა.

მადლენ დე ლა ტურდე
ფლორენციის, ურბინოს და ბოლონიის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 5 მაისი 1518
მმართ. დასასრული: 28 აპრილი 1519
წინამორბედი: ალფონსინა ორსინი
მემკვიდრე: მარგარეტ პარმელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1498
გარდ. თარიღი: 28 აპრილი 1519 (21 წლის)
მეუღლე: ლორენცო II მედიჩი
შვილები: ეკატერინე მედიჩი
დინასტია: ტურდე
მამა: ჟან III დე ლა ტურდე
დედა: ჟანა დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მოლაპარაკებები ქორწინებაზე

რედაქტირება

მადლენი დაიბადა 1498 წელს, იგი იყო ოვერნის ჰერცოგის უფროსი ქალიშვილი. 1515 წელს საფრანგეთის მეფე ფრანსუა I ხდება, რომელიც ესპანელებს იტალიის დაპყრობაში. ამიტომაც ფრანსუამ იტალიაში ძალაუფლების მოპოვება დინასტიური ქორწინებებით სცადა. ეს ყველაფერი კი, არა მარტო სამეფო ოჯახს, არამედ ისეთი ჰერცოგებსაც ეხებოდათ როგორიც მადლენის მამა იყო. 1515 წლის 8 დეკემბერს ფრანსუა I და რომის პაპი ლეო X შეხვდნენ და ხელი მოაწერეს მეგობრობის შეთანხმებას. ამ დროს ფრანსუა დაჰპირდა, რომ საფრანგეთში კათოლიკური ეკლესიის მთელს შემოსავალსა და ძალაუფლებას ლეოს გადასცემდა, სამაგიეროდ რომის პაპი დაჰპირდა, რომ ნეაპოლის ტახტისათვის ბრძოლის დროს მხარს ფრანსუას დაუჭერდა. ამ ალიანსის განსამტკიცებლად ფრანსუას ბრძანებით მადლენი დაინიშნა რომის პაპის ძმისშვილ ლორენცო II-ზე.

საქორწინო დღესასწაული

რედაქტირება

1518 წლის 5 მაისს მადლენი და ლორენცო დაქორწინდნენ. მათი საქორწინო მხიარულება ძალიან პომპეზური და სასიამოვნო იყო. ამას გარდა იზეიმეს არა მხოლოდ მათი შეუღლება არამედ, საფრანგეთის დოფინის დაბადებაც (იგულისხმება ფრანსუა I-ის პირველი ვაჟის ფრანსუას დაბადება). ცნობილია რომ როცა ფრანსუას ვაჟის გაჩენა შეატყობინეს ქორწილში იცეკვა კიდეც. საქორწინო ღონისძიებები კი მთლიანად იტალიურ სტილში იყო. მადლენის საქროწინო კაბა შეკერეს იტალიელმა დიზაინერებმა სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი ფრანგული და გერმანული ნაჭრებით. ასევე უნდა აღინიშნოს სხვა 50 იტალიელი დიდგვაროვანი მანდილოსნის სილამაზე რომელიც პატარძალს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ და ქორწილში სილამაზეს ასხივებდნენ. რაც შეეხება მადლენის მზითვს, იგი 10 000 ოქროს მონეტას შეადგენდა.

გარდაცვალება

რედაქტირება

ქორწინებიდან მალევე მადლენი დაფეხმძიმდა. 1519 წლის 28 აპრილს მადლენი მშობიარობას გადაჰყვა 21 წლის ასაკში. მან გოგონა გააჩინა. მომავალში ეს გოგონა საფრანგეთის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი დედოფალი, ანრი II-ის მეუღლე, ეკატერინე მედიჩი გახდა. როგორც ამბობენ ლორენცო დანაღვლიანდა როცა გაიგო, რომ გოგონა შეეძინა და არა ვაჟი. მადლენის გარდაცვალებიდან 3 კვირაში ლორენცოც გარდაიცვალა, სიფილისით. მადლენი და ლორენცო ერთად არიან დაკრძალულნი მედიჩების საგვარეულო აკლდამაში. მათ საფლავებს თვით მიქელანჯელოს მიერ გამოკვეთილი ქანდაკებები ამშვენებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • McGowan, Margaret M. (2008). Dance in the Renaissance: European Fashion, French Obsession. Yale University Press.
  • Wellman, Kathleen (2013). Queens and Mistresses of Renaissance France. Yale University Press.
  • Knecht, R.J. (1999). Catherine de' Medici. Pearson Education Limited.