ლეო X
ლეო X (ლათ. Leo Decimus, ერისკაცობაში ჯოვანი დი ლორენცო დე' მედიჩი , იტალ. Giovanni di Lorenzo de' Medici; დ. 11 დეკემბერი 1475, ფლორენცია, იტალია — გ. 1 დეკემბერი 1521, რომი) — რომის პაპი 1513-1521 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებალეო X იყო ლორენცო შესანიშნავის (მედიჩის) ვაჟიშვილი. იგი ებრძოდა მედიჩების მოწინააღმდეგეებს. იტალიური ომების დროს (1494-1559 წწ.) მონაწილეობდა სხვადასხვა კოალიციებში. ლეო X-ის მისწრაფებას გამდიდრებისა და თავის სამფლობელოების გაფართოებისაკენ მოჰყვა ნეპოტიზმის გაფურჩქვნა. ინდულგენციებით უსირცხვილო ვაჭრობამ ლეო X-ის დროს დააჩქარა რეფორმაციის დაწყება. 1516 წელს ლეო X-მ ბოლონიის კონკორდატი დადო საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-თან. 1520 წელს მან ბულით ეკლესიიდან განკვეთა მარტინ ლუთერი და რეფორმაციის ყველა მონაწილე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 191.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი: იულიუს II |
რომის პაპი 1513 — 1521 |
შემდეგი: ადრიანე VI |