ურბინო — კედელშემორტყმული ქალაქი იტალიაში, მარკეს რეგიონში. 2009 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 15 566 ადამიანს შეადგენს. ქალაქი გამოირჩევა რენესანსული კულტურის ისტორიული მემკვიდრეობით, რომელმაც პიკს 1444 - 1482 წლებში, ურბინოს ჰერცოგ ფედერიკო და მონტეფელტროს დროს მიაღწია. მისი მემკვიდრეობა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ქალაქი
ურბინო
Urbino

პალაცო-დუკალე
გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 43°43′00″ ჩ. გ. 12°38′00″ ა. გ. / 43.71667° ჩ. გ. 12.63333° ა. გ. / 43.71667; 12.63333
ფართობი 228 კმ²
ცენტრის სიმაღლე 451
მოსახლეობა 15 566 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 68.3 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0722
საფოსტო ინდექსი 61029
საავტომობილო კოდი PU
ოფიციალური საიტი comune.urbino.ps.it
ურბინო — იტალია
ურბინო

ქალაქი მაღალი მწვერვალის კალთაზეა შეფენილი და თითქმის მთლიანად შუა საუკუნეების ელფერი დაჰკრავს, რასაც ხელს მხოლოდ ავტომანქანების დიდი რაოდენობა უშლის. ქალაქში მდებარეობს 1506 წელს დაარსებული ურბინოს უნივერსიტეტი და ურბინოს არქისაეპისკოპოსოს ცენტრი. ყველაზე ცნობილ არქიტექტურულ ძეგლს წარმოადგენს პალაცო-დუკალე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • [www.comune.urbino.ps.it/ ოფიციალური საიტი]
  • Urbino e Provincia
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 828
ინგლ.რუს.ფრ.