ფონტენბლოს სასახლე

ფონტენბლო (ფრანგ. Fontainebleau) — სასახლე საფრანგეთში, პარიზის ცენტრიდან 55 კმ-ის დაშრებით, წარმოადგენს საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს სამეფო სასახლეს. სასახლის მშენებლობა-გადაკეთებაში, სხვადასხვა ეპოქაში ბევრი მონარქის წვლილია, მაგრამ თავდაპირველად მისი მშენებლობა XVI საუკუნის ადრეულ წლებში ფრანსუა I-მა დაიწყო. ნაგებობა შიდა ეზოების მთელი სერიის გარშემოა აღმართული. ქალაქი ფონტენბლო ნელ-ნელა გაიზარდა ფონტენბლოს ტყის გარშემო, რომელიც წარსულში სამეფო სანადირო პარკს წარმოადგენდა.

ფონტენბლოს სასახლე და პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, vi
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 48°24′08″ ჩ. გ. 2°42′02″ ა. გ. / 48.40222° ჩ. გ. 2.70056° ა. გ. / 48.40222; 2.70056
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1981  (მე-5 სესია)
ნომერი 160
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 160
ინგლ.რუს.ფრ.

სასახლე ერთ-ერთი პირველი იყო ევროპის სამეფო რეზიდენციებს შორის, რომელიც მოკლებული იყო ყოველგვარ თავდაცვით ფუნქციებს. მეფემ მშენებლობისა და შემდგომი გაფორმებისათვის იტალიური მანერიზმის მიმდინარეობის ოსტატები მოიწვია, მათ შორის იყვნენ პრიმატიჩო და ბენვენუტო ჩელინი.

მეფის გარდაცვალების შემდეგ, სასახლის მშენებლობა ანრი II ვალუამ და ეკატერინე მედიჩმა დაასრულეს. ამ პერიოდში, სამუშაოებს ხემლმძღვანელობდა ცნობილი არქიტექტორი ფილბერ დელორმი. ლუი XIV ფონტენბლოდან თავისი წინაპრების, ვერსალის სასახლეში გადავიდა და ამის შემდეგ, ფონტენბლო ყველამ მიივიწყა და დანგრევის პირას მივიდა. ძველი დიდება მას შემდგომში ნაპოლეონმა დაუბრუნა.

1981 წელს, ფონტენბლოს სასახლე იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

 
სასახლის შიდა ეზო

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება